კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალნასვამი და შიშნაჭამი


ანუ „ბორბალი უკუღმა დატრიალებულა“

რაკი არა მხოლოდ უცხოელი ტურისტის, ადგილობრივი (თვით ყველაზე მშიერი მოქალაქის) თვალიც ჭამს და, ზედაც, სვამს, ხელისუფლების არც ერთი დონის წარმომადგენლები არ აკლდებიან არც ერთ საზეიმო გახსნას (იმის საჩვენებლად, რომ, ვიშ, რა ლამაზი ხარ მოზიდული ინვესტიციებით პირდაბანილო ქვეყანავო). ბუნებრივია, მთაწმინდის პარკში „გიგანტური ბორბლის“ საზეიმო გახსნაც ვერ ჩაივლიდა თბილისური სამთავრობო ნაღების მონაწილეობის გარეშე. ვერ ჩაივლიდა და არც ჩაიარა. მეტიც, საზეიმო და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ჰანგები დამსწრეთ თბილისის „ბიგ ბენდმაც“ შეაშველა. თუმცა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეშმაკს არ სძინავს (გნებავთ, უფრო მხატვრულადაც ვიტყვი: „სულ ბნელია, რაღა ელავს“), გახსნაში ამდენოფლჩაქცეული „გიგანტური ბორბალი“ გახსნიდანვე ერთ საათში გაჩერდა. იმ მომენტისთვის ატრაქციონის კაბინებში ექსტრემისა და ზეიმის მოყვარული ჰაერში გამოკიდებული მგზავრები 10-15 წუთის განმავლობაში უჰაეროდ დარჩნენ (ამას ჰქვია: „წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“). საბედნიეროდ, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა (საქართველოს მრავალჭირნახული მოქალაქე კი, ვფიქრობ, 10-15 წუთს უჰაერო სივრცეში ისე უნდა ძლებდეს, როგორც თევზი – წყალში): ბორბალი უკუღმა დაატრიალეს და მგზავრებიც მშვიდობიანად დააბრუნეს მიწაზე (აი, ის კი რთული სათქმელია, კვლავაც მოისურვებენ თუ არა გაქანავებას).

ატრაქციონის „გაჭედვის“ მიზეზად, არაოფიციალურად, მეტად პროზაული ფაქტი დასახელდა: მისი მონტაჟი ბოლომდე არ იყო დასრულებული. ამის მიუხედავადაც, წესით, გონდოლებში კონდიცირების სისტემაც უნდა იყოს და გათბობისაც. უნდა იყოს, მაგრამ არ არის (ისევე, როგორც თბილისურ ყვითელ ავტობუსებში), ყოველ შემთხვევაში, არ იმუშავა.

ბუნებრივია, ვერაფერს მოგახსენებთ, კვლავაც განაგრძობენ თუ არა ჩვენი მაღალჩინოსნები ბოლომდე დაუმონტაჟებელი ობიექტების გახსნის პრაქტიკას, სამაგიეროდ, ჩნდება შემხვედრი იდეა: მეტი უსაფრთხოებისთვის, ხომ არ აჯობებდა, საზეიმოდ (რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი დიდების დასტურად) გახსნილი ატრაქციონები თავად გამხსნელებს გამოეცადათ, იქნებ ადრენალინის გამოყოფის შემდეგ შემდგომ გახსნებზე სამონტაჟო სამუშაოების დასრულებამდე მოეცადათ?!


скачать dle 11.3