კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოქალაქეთა „ნება“


ტრადიციულები

მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე უფრო იმ მოქალაქეთა აზრისკენ ვიხრები, რომ სტალინის ძეგლის ადგილი სტალინისვე სახლ-მუზეუმშია, აშკარაა, ხელისუფლებამ ისე მოახერხა, რომ გორის ცენტრიდან ძეგლის აღებამ უსიამოვნო შეგრძნება მაინც დატოვა. როგორც ჩანს, უხერხულობა თავადაც იგრძნეს, ამიტომაც ძეგლის აღება მოქალაქეთა ნების აღსრულებად გამოცხადდა (თუმცა, „მოქალაქეთა ნების“ აღსრულება, ბუნებრივია, დღისით და მზისით აჯობებდა). მაგრამ, მოგვიანებით (ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების დახმარებით) გაირკვა, რომ მოქალაქეთა წერილი, რის საფუძველზეც თითქოსდა ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა, გორის მუნიციპალიტეტში დემონტაჟიდან რამდენიმე დღეში შესულა.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, „მოქალაქეთა თხოვნით“ ღონისძიებების გატარება საბჭოთა გამოცდილებაა (იმ განსხვავებით, რომ საბჭოთა დროს „მოქალაქეთა წერილებს“ წინა რიცხვით აფორმებდნენ), ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძნელია, არ დაეთანხმო ხელისუფლების იმ ოპონენტებს, რომლებიც მათი მართვის სტილს კომკავშირულს ადარებენ, ოღონდ, ისიცაა: ამ შედარების გამო გული კომკავშირლებს დასწყდებოდათ, რადგან მათ ზემომოყვანილი უზუსტობის მსგავსი უხეში შეცდომები არასდროს მოსდიოდათ.


скачать dle 11.3