კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მნიშვნელოვანი ნარჩენები


ანუ რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტის სასახლეს

მართალია, მტკვრისა და არაგვის შესართავთან პლაჟების გაშენების იდეა ვერ განევრცო (არც ისაა გამორიცხული, უკეთესი დროის მოლოდინში რომელიღაც ჩინოვნიკის ტვინის მოფარებულ კუნჭულში შეიდო), მაგრამ მცხეთის გალამაზება კვლავ დღის წესრიგშია. ჰოდა, რადგან არის, პრეზიდენტმა მცხეთელები პირადად მოინახულა და დაჰპირდა, რომ სახელმწიფო სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროებისა და მცირე ობიექტების გახსნაში დაეხმარება. მომყავს ციტატა: „ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემოსავლების გაზრდა იქნება შესაძლებელი. ამისთვის კარგი იქნება, თუ გახსნით სასტუმროებს ან კაფეებს. ჩვენ ვაპირებთ, ვთხოვოთ ბანკებს, რომ თქვენ დაგაფინანსონ“. ბუნებრივია, კაფეებისა და სასტუმროების გახსნა საშურია იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა მომავალი წლიდან ტურისტთა რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდას ელოდება (ხუთიოდ წელიწადში – ათ მილიონამდე!). თუმცა, თუკი ეს ასე არ მოხდება, რთული სათქმელია, ვინ გადაუხდის მცხეთის მოსახლეობას საბანკო კრედიტებს (ანუ, ვის მოჭრიან მკლავს).

როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობით მცხეთაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს: სვეტიცხოვლისკენ მიმავალი გზა იკირწყლება, გარდიგარდმო განლაგებულ საცხოვრებელ სახლებს კი კოსმეტიკური რემონტი უტარდება (იმიტომ რომ, განსაკუთრებით, ტურისტის თვალი ჭამს და სვამს). პრეზიდენტმა კმაყოფილებითვე შენიშნა, რომ ტაძრისკენ მიმავალი გზა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის შემდეგ დარჩენილი ქვით იგება (აი, რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტის სასახლეს!) და დასძინა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ვითომ რატომ? დარჩენილი ქვების გადაყრას აპირებდნენ?!


скачать dle 11.3