კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მოკლედ მიამბეთ ფრანგული ბულდოგის შესახებ, რომ საჭირო ინფორმაცია მივიღო.

პასუხი: ფრანგული ბულდოგის წინაპრები ინგლისური ბულდოგები და სხვადასხვა ჯიშის ტერიერები იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ფრანგული ბულდოგის პოპულარობამ პარიზში პიკს მიაღწია. 1898 წელს მისი ოფიციალური სტანდარტი შეიქმნა და იმავე წელს დამოუკიდებელი ჯიშის სტატუსიც მიიღო. ვიზუალურად ღამურის მსგავსი ფრანგული ბულდოგი მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც კომპანიონი ძაღლი, იგი ძალიან უშიშარი და მამაცია. არ უყვარს უმიზეზოდ ყეფა და არც უმიზეზოდ შეგაწუხებთ. ფრანგული ბულდოგი გაწონასწორებული ფსიქიკისაა და უმიზეზოდ არასდროს გამოხატავს აგრესიას. თუ მაინც ასე მოხდა, ეს უკვე არასწორი მოშენების ბრალია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ჯიუტი ხასიათის გამო, ადრეული ასაკიდან სჭირდება სწორი წვრთნა, ხოლო მის პატრონს დიდი ნებისყოფა მისი სწორად აღზრდისთვის. გახსოვდეთ, სწორად აღზრდილი ბულდოგი პატარა ზომის ძაღლებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კომპანიონია. მისი წონა 8-14 კილოგრამია. შეფერილობა: ჩალისფერი, ვეფხვისებრი, ვეფხვისებრი თეთრი ლაქებით. აი ეს არის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ფრანგული ბულდოგის მოყვარულმა უნდა იცოდეს.

კითხვა: ძალიან მინდა მასტინოს შეძენა, რომელიც, როგორც ვიცი, დიდი ტანის ძაღლებს მიეკუთვნება. თუ შეგიძლიათ, მიამბოთ გიგანტური ძაღლების უპირატესობის შესახებ?

პასუხი: დიდი ტანის ძაღლები ძალზე ეფექტური, ყოვლისშემძლე და ღონიერები არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში, თავიანთი გიგანტური ექსტერიერით ისეთი ადამიანების ყურადღებას იქცევენ, რომელთათვისაც ასეთი გოლიათის ყოლა დაუშვებელია. დიდი ტანის ძაღლის შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მას კინოლოგის პროფესიონალური წვრთნა ესაჭიროება. მარტო თქვენ ვერაფერს გახდებით. დიდი ძაღლის მეპატრონეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოთხფეხა მეგობრის გვერდით საიმედოდაა დაცული და ეს მართლაც ასეა. ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს კანე კორსოს, ბულმასტიფს, ბორდონულ დოგს, მასტინოს, კავკასიურ, გერმანულ და აზიურ ნაგაზებს.


скачать dle 11.3