კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით შეიძლება დაიღუპოს პანდანუსი და რომელ მცენარეს არ უყვარს ნიადაგის გამოშრობა


ზაფხულში თითქმის ყველა მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამ დროს ყვავის ბევრი მათგანი, ახლა შეიძლება დაესიოს მათ მავნებელი და სწორედ ამ სეზონზეა გასათვალისწინებელი მათი მორწყვის რეჟიმიც. ამიტომ „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მცენიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან გავარკვიეთ, როგორ მოვუაროთ ზაფხულში პანდანუსსა და კურკულიგოს.


– ბატონო ამირან, რას გვეტყვით პანდანუსის შესახებ?

– პანდანუსი ბუჩქისებრთა ოჯახიდანაა. ის ძალიან ეფექტურია ბინებში. ეს მცენარე ულამაზეს ყვავილებს იკეთებს და შეიძლება, წელიწადის ნებისმიერ დროს იყვავილოს. პანდანუსი დეკორატიულ მცენარეთა ტიპს მიეკუთვნება.

– როგორ პირობებში ხარობს პანდანუსი?

– ამ მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი ან ნახევრად ჩრდილიანი გარემო. ის თავის სამშობლოში ხის ქვეშ ბინადრობს და თავსაც კარგად გრძნობს. ამიტომ ნუ შეუშინდებით ჩრდილიან ადგილს, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ მცენარეს ძალიან რგებს კარგი სინათლე. ეცადეთ, ზაფხულში მწველი მზე არ მოახვედროთ. მცენარეს უყვარს მდიდარი ნიადაგი და ზაფხულობით შეიტანეთ მასში დამატებითი საკვები. ამ მცენარის ნიადაგს წელიწადში ერთხელ სჭირდება ნაკელით გამოკვება.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– ზაფხულში მისთვის სასურველი ტემპერატურა 26-28 გრადუსია, ხოლო ზამთარში ეცადეთ, დადგათ 20 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

– რით მრავლდება პანდანუსი?

– ეს მცენარე თესლით მრავლდება და იშვიათად, ამონაყარითაც, მაგრამ ამონაყარი ძალიან ძნელად იზრდება. მას თითქმის ორი წელიწადი სჭირდება, სანამ თვითონ არ შეეგუება ნიადაგით კვებას. ამიტომ გირჩევთ, თესლით აღმოცენებას. დათესილი პანდანუსი კი მალევე აღმოცენდება და ზრდასაც მალევე იწყებს.

– ოთახის რომელ ადგილას დავდგათ ის?

– პანდანუსი ოთახში უნდა დადგათ ისეთ ადგილას, დილის და საღამოს მზე ხვდებოდეს. ზამთარში კი განათებულ ადგილას. ასევე, ზაფხულში მცენარე ხშირად უნდა „დაბანოთ“ ან წვიმაში გაიტანოთ, რომ ფოთლები ჩამოებანოს.

– თუ შეიძლება პანდანუსის გადარგვა?

– ეს მცენარე მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფესვთა სისტემის შეჭრა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში პანდანუსი დაიღუპება.

– ხშირად უნდა მოვრწყათ პანდანუსი?

– ახლა საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და ამიტომ ხშირად მორწყეთ. ზამთარში ხშირად არ სჭირდება წყლის დასხმა. პანდანუსს აქვს დამხმარე საჰაერო ფესვები, რომელიც ხელს უწყობს ტენისა და ჰაერის მიწოდებას.

– როგორი მცენარეა კურკულიგო და გვირჩევთ თუ არა მის გახარებას ბინაში?

– ეს მცენარე პალმის ოჯახს მიეკუთვნება, ძალიან ლამაზი და მოხდენილია. ის საკმაოდ მისაღებია ბინაში, რადგან ძალიან მაღალი არ იზრდება და ამავე დროს, ძალიან ლამაზია. თუმცა, ცოტათი პრეტენზიულიცაა. კურკულიგოს არ უყვარს ადგილის შეცვლა და გადარგვა.

– როგორ გავამრავლოთ მცენარე?

– კურკულიგო მრავლდება თესლით, მაგრამ უმჯობესია, თუ ამონაყარის გადარგვით გაახარებთ. მცენარე ამონაყარს 3-4 წელიწადში იკეთებს და ერთ ამოსვლაზე 10-მდე ამონაყარის გაკეთება შეუძლია. იმისთვის, რომ ამონაყარი კარგად გადაიტანოთ, ეცადეთ, რომ მეორე წელს ამოიღოთ მიწიდან, რადგან სასიცოცხლო ფესვები უკვე ჩამოყალიბებული ექნება.

– როგორ სინათლეზე დავდგათ კურკულიგო?

– ამ მცენარეს სჭირდება კარგი სინათლე, მზიანი ადგილი. კურკულიგო დადგით ისე, რომ ამომავალი და ჩამავალი მზის სხივები უყურებდეს. ზამთარში კი მოათავსეთ ფანჯარასთან ახლოს, რომ ფოტოსინთეზი კარგად წარიმართოს.

– რომელია ამ მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა?

– მისი ზაფხულის ტემპერატურაა 20-28, ხოლო ზამთრის – 18-22 გრადუსი. მას ზამთარში არ უყვარს ტემპერატურის ცვალებადობა. ამიტომ, ეცადეთ, ბინაში მცენარეს ერთნაირი ტემპერატურა შეუქმნათ. ახლა სასურველია, თუ კურკულიგოს გარე კლიმატში ამყოფებთ, დადგით აივანზე ან ბაღში.

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ კურკულიგო?

– ზამთარში მცენარე 10-12 დღეში ერთხელ მორწყეთ, ხოლო ზაფხულში მცენარეს ყოველ მეორე დღეს დაასხით წყალი. მას არ უყვარს ნიადაგის გამოშრობა.

– შესაძლებელია ამ მცენარისთვის ფორმის მიცემა?

– ნუ ეცდებით მცენარის გასხვლას ან ფოთლების შეკვეცას, რადგან ძალზე მგრძნობიარე და ფაქიზია. მცენარის გადარგვა მხოლოდ გვიან შემოდგომაზე შეგიძლიათ. ამ დროს მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ ამ მცენარეს?

– მცენარის ნიადაგში უნდა შედიოდეს ტორფი და გაამდიდრეთ საკვები სასუქებით.

– რა მავნებელი შეიძლება დაესიოს ამ მცენარეს?

– მას ტკიპა ემტერება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მათთან საბრძოლველად გამოიყენეთ ქიმიური პრეპარატები.

– როდის ყვავის კურკულიგო?

– მცენარე ივნის-ივლისში ყვავის და მისი ყვავილობა გრძელდება ერთ თვემდე. ყვავილობის დროს მცენარე გაიტანეთ ეზოში ან აივანზე, რომ დამტვერვა მოახდინონ მწერებმა. თუ თქვენ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, მისგან მშვენიერ ყვითელ ყვავილებს მიიღებთ.


скачать dle 11.3