კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდელის სტანდარტები თქვენთვის პრობლემა აღარ იქნება


ყველა ეპოქაში ქალის სილამაზეს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებდნენ. სულ ახლო წარსულში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, სულ სხვა სტანდარტები იყო – მომცრო, კოხტა ტანის ქალებს ანიჭებდნენ უპირატესობას და, ამას ისიც მოწმობს, თუ მაშინდელ კინოვარსკვლავებს გავიხსენებთ: ჯინა ლოლობრიჯიდა, მერლინ მონრო, ელიზაბეთ ტეილორი და ასე შემდეგ. მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეა და სილამაზის სტანდარტები შეიცვალა. ახლა აქცენტი სიმაღლეზეა გადატანილი და თქვენ წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა ლამაზი იყოს ქალი, თუ 175 სანტიმეტრი მაინც არ არის, კონკურსშიც კი ვერ მიიღებს მონაწილეობას, თორემ გამარჯვებასა და „მისობაზე“ ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თან, რა პოპულარულია ეს სილამაზის კონკურსები! თითქმის ყველა გოგონას ოცნებაა, გახდეს „მისი“ ან მოდელი. ასე კარიერის გაკეთებას თუ ვერ მოახერხებთ, წარმატებით გათხოვება მაინც გარანტირებული გაქვთ. დღეს ასეთი რეალობაა, კონკურსში გამარჯვებული ყველა გოგონა საუკეთესო, ყველაფრით უზრუნველყოფილ მამაკაცზე, ძირითადად, წარმატებულ სპორტსმენზე თხოვდება.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იმ გოგონათა დასამშვიდებლად ვიტყვით, რომ სიმაღლეში გაზრდა, გარკვეული ნორმების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია – რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუმთავრებია ზრდის პროცესი, ანუ 18 წლამდე მოზარდებს.

არ გეგონოთ, რომ ქირურგიული ჩარევაა. ამის მოგვარება სულ უბრალოდ, დიეტით შეიძლება, თუ რაციონში საკმარისად იქნება ინოზიტოლი ან ინოზიტი. ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი სიმაღლე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამ ვიტამინისებრ ნივთიერებაზე, უფრო ზუსტად – ექვსატომიან სპირტზე. ეს ნივთიერება მონაწილეობს ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში, ნაწილობრივ უზრუნველყოფს ქოლესტერინის ნორმას სისხლში; მოქმედებს ცილების ცვლაზე, შედის ფერმენტთა შემადგენლობაში; აუცილებელია ზოგიერთი სასარგებლო მიკროორგანიზმის გამრავლებისთვის და აწესრიგებს საჭმლის მონელებას; ასტიმულირებს საკვების გადამუშავებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამით ამცირებს ყაბზობის რისკს.

ამგვარად, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, ზემოხსენებული ნივთიერება ბევრ რამეშია სასარგებლო ორგანიზმისთვის. მის მარაგს კი სხვადასხვა პროდუქტი შეიცავს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთ-ერთი რეცეპტი, რომელიც ძალიან ეფექტურია სწორედ სიმაღლეში ზრდის თვალსაზრისით.

წინა საღამოს დააყენეთ ასკილის ნაყენი პროპორციით: 20 ცალი დაჩეჩქვილი ასკილი + 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით თავდახურულ ჭურჭელში და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა შავი (ნატურალური) ღვინო + 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი + 1 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი + 1 ჩაის ჭიქა ბროწეულის წვენი + 3 სადილის კოვზი თაფლი (ნატურალური) + ერთი ლიმონის წვენი. გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის წვენი ახალგამოწურული უნდა იყოს. ყველაფერი ეს კარგად აურიეთ და მცირე ულუფებად დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივი კვების პარალელურად. იგივე უნდა გაიმეოროთ ზუსტად ერთ თვეში – სულ სამი თვე ზედიზედ. ეს არის ერთი კურსი. შემდეგი კურსი შეგიძლიათ, გაიმეოროთ ექვსი თვის შემდეგ. ნაყენი ძალიან გემრიელია, ასე რომ, ისიამოვნეთ და თან ტანიც აიყარეთ. გისურვებთ წარმატებას!


скачать dle 11.3