კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: მაქვს მშრალი კანი და შესამჩნევად მცვივა თმა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიმზადო სახლის პირობებში გამაჯანსაღებელი და თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი?

პასუხი: ასეთი სახის ნიღბების მომზადება იოლია და ხელმისაწვდომიც. მშრალი კანისთვის კარგია ნიღაბი თაფლითა და აბუსალათინის ზეთით. 1 ჩაის კოვზ თაფლს შეურიეთ 3 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ოდნავ შეათბეთ და შეიზილეთ თმაში. ასევე, შეგიძლიათ, დაამზადოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი. წყალში გააზავეთ ცისფერი თიხა, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ და ეს ფაფა წაისვით თმის ძირებზე. ასეთი ნიღაბი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის თმისთვის.

კითხვა: გამიგია, რომ ძალიან ეფექტურია მთელი სხეულის მასაჟი თაფლით, მაგრამ არ ვიცი, როგორ კეთდება ეს. იქნებ მირჩიოთ?

პასუხი: შემოგთავაზებთ განსაკუთრებით პოპულარულ იურმალურ მასაჟს თაფლით. მაგრამ ამისთვის, ალბათ, დაგჭირდებათ დამხმარე. თავდაპირველად, სხეული შეითბეთ ცხელი წყლით (წყლის ტემპერატურა – 38-39 გრადუსი ცელსიუსით). შემდეგ მუცელზე, დუნდულებსა და ბარძაყებზე სქლად წაისვით თაფლი. გადაიხვიეთ ცელოფნით და დამხმარეს საშუალებით ჩაიტარეთ გულმოდგინე მასაჟი. მსუბუქი კაკუნისმაგვარი მოძრაობით დაამუშავეთ პრობლემური ზონები. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, მიიღეთ შხაპი.

კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ, რა ადგილებზე უნდა ვიპკურო სუნამო და უფრო დიდხანს სხეულის რა ადგილებში ინარჩუნებს სურნელებას?

პასუხი: თუ განსაკუთრებით ფაქიზად აღიქვამთ არომატებს, სუნამო იპკურეთ იმ ადგლებზე, სადაც პულსის ცემა იგრძნობა – მაჯის შიდა მხარეს, იდაყვის ნაკეცში, ყვრიმალებზე, ყურის ბიბილოსა და მუხლის უკანა ღრმულებში. ისე, ცნობისთვის: არომატს ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს თმა. უმჯობესია, დაბანისა და ფენით გაშრობის შემდეგ, სუნამო თმაზე შეისხუროთ.

კითხვა: სახის კანის გასაწმენდად მინდა, გამოვიყენო სკრაბი, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევარჩიო შესაფერისი საშუალება. ან იქნებ, სახლის პირობებში შეიძლება, მოვამზადო სკრაბის შემცვლელი?

პასუხი: თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეარჩიეთ ისეთი სკრაბი, რომლის შემადგენლობაში შედის ზღვის მარილი და პიტნის გრანულები, რომლებიც არ დაგიკაწრავთ კანს. თუ ნორმალური კანი გაქვთ, ეს საშუალება შეგიძლიათ, გამოიყენოთ კვირაში ერთხელ, ცხიმიანი კანისთვის კი – ყოველ მესამე დღეს. თუმცა, საუკეთესო პილინგი კანისთვის თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაიკეთოთ. შვრიის ბურღულს ან ყავის ნალექს დაასხით რძე, დაამატეთ კიტრის წვენი (ცხიმიანი კანისთვის).

კითხვა: მაინტერესებს, რა სარგებლობა მოაქვს კანისთვის ზღვის პროდუქტებზე დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს?

პასუხი: ზღვის პროდუქტებზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები, იმის გამო, რომ შეიცავს ამინომჟავებს, მცენარეულ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისთვის და ატენიანებს კანს. კერძოდ, ზვიგენის ცხიმის ექსტრაქტზე დამზადებული კრემები აუმჯობესებს კანის სტრუქტურას; მოლუსკების შემადგენლობა განსაკუთრებით მდიდარია ამინომჟავებითა და მინერალებით, შესაბამისად, მის ექსტრაქტზე დამზადებული ნიღბები ძალიან სასარგებლოა კანისთვის.

კითხვა: თუ შეიძლება, სახლის პირობებში მივიღო ისეთი აბაზანა, რომელიც სხეულსაც დაასვენებს, კანსაც გაახალისებს და გააახალგაზრდავებს. მგონი, ეგვიპტური რეცეპტია ასეთი.

პასუხი: დიახ, ეგვიპტის კურორტებზე ძალიან პოპულარულია ასეთი სახის აბაზანები და შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თქვენც. მაშ ასე, 100 მილილიტრ რძეს დაამატეთ 3 წვეთი ლავანდის, როზმარინისა და კიდევ რამდენიმე სხვა ყვავილის ეთერზეთების ნაზავი. შემდეგ კარგად აურიეთ და ჩაასხით აბაზანაში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი ცელსიუსი. პროცედურა გრძელდება 20 წუთს. აბაზანის შემდეგ სასურველია, მიირთვათ ცივი, არომატული ჩაი.


скачать dle 11.3