კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ ზღვის კურორტიდან ჩამოსვლის შემდეგ ტერფებზე და როგორ დავუბრუნოთ ტუჩებს ძველებური სილამაზე


როგორც ვიცით, ზღვის წყალი და მზის სხივები ტერფებზეც ისევე ცუდად მოქმედებს, როგორც სახის კანზე, ფრჩხილებზე, თმაზე და ასე შემდეგ. მარილიანი წყალი აზიანებს ტუჩებსაც და ხდება, ისე, რომ, ზღვის კურორტიდან ჩამოსვლის შემდეგ არაჩვეულებრივი რუჯით ვიწონებთ თავს, მაგრამ სხეულის ესა თუ ის ნაწილი დაზიანებული გვაქვს. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა, შეიძლება. როგორ ვუშველოთ მარილიანი წყლით დაზიანებულ ტერფებს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ, რათა ტუჩებს ძველებური სილამაზე დავუბრუნოთ, ამ თემებზე გვესაუბრებიან სილამაზის სალონ „ანასტასიას” კოსმეტოლოგი ნაირა არუთინიანი და პედიკიურის სპეციალისტი ელა ამბარცუმიანი.


– მზის სხივები და მარილიანი წყალი ტერფებს ძალიან აზიანებს. რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?

ელა ამბარცუმიანი: ზღვის წყალი ნამდვილად ძალიან ცუდად მოქმედებს ტერფებზე. არ მახსოვს შემთხვევა, რომ დამსვენებელი ამ პრობლემის გარეშე ჩამოვიდეს ზღვის კურორტიდან. ძალიან ადვილად იმტვრევა ფრჩხილები, რაც, ჩემი აზრით, ქვების ბრალია. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ფრჩხილების ჩაბრუნება. მარილიანი წყალი ისედაც აშრობს კანს, მზის მოხვედრის შემდეგ კი საშინელ შედეგს ვიღებთ – ქუსლები ისე ზიანდება, რომ შემდეგ მის მკურნალობას დიდი ხანი სჭირდება. იცით, ეს რისი ბრალია? მზე აშრობს კანს და ფეხშიშველები ქვებზე რომ დადიან, კანი სკდება.

– როგორ ვუშველოთ დახეთქილ ქუსლებს?

– უამრავი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველ ყოვლისა, ფეხის ქუსლები კარგად უნდა დაიმუშაოთ და შემდეგ გაიკეთოთ აბაზანები. იყიდება ქუსლების სპეციალური ჯაგრისი, რომლითაც ჯერ მშრალ ფეხს დაამუშავებთ, შემდეგ კი წაისვამთ სკრაბს და ბოლოს გაიკეთებთ გვირილის ნაყენის აბაზანას: ფეხები წყალში გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით კრემი.

– ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხის ქუსლები ყვითლდება, ამას როგორ ვუშველოთ?

– ამ შემთხვევაში ძალიან კარგია ლიმონი: ერთი ცალი ლიმონი გაჭერით შუაზე და წაისვით ქუსლებზე მანამ, სანამ შედეგს არ მიიღებთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს და სიყვითლე თანდათან გადავა. უმჯობესია, თუ მანამდე გვირილის აბაზანებს გაიკეთებთ.

– ხშირია აგრეთვე ტერფებზე კანის აქერცვლის შემთხვევები. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

– ამ დროს ძალიან კარგია ვიტამინების შეზელა. აფთიაქში იყიდეთ ყველანაირი ვიტამინები: A, C, D, E აურიეთ ერთმანეთში, ძილის წინ შეიზილეთ ტერფებზე და გაიჩერეთ მთელი ღამით, ამ დროს კანი იკვებება ვიტამინებით, რაც ძალიან სასარგებლოა.

– გამომშრალი ტერფებისთვის რა ნიღაბს გვასწავლით, რომელსაც სახლის პირობებშიც დავამზადებთ?

– გამომშრალი ტერფისთვის ძალიან კარგია კომბოსტოს ნიღაბი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ. ადუღებულ წყალში ჩადეთ კომბოსტოს ფურცელი, რამდენიმე წამში ამოიღეთ, დასრისეთ კარგად, რომ წვენი გამოუვიდეს და წვენიანად დაიფინეთ ქუსლზე, შემდეგ შემოიხვიეთ ცელოფანი, ბოლოს კი ნაჭერი, გაიჩერეთ მთელი ღამით, ეს მეთოდი ძალიან კარგია მშრალი კანისთვის. კიდევ ერთ რეცეპტს გასწავლით: აფთიაქში შეიძინეთ სპეციალური თიხა, დაასხით 1 ჩაის კოვზი სპირტი და 2 კოვზი თხევადი საპონი. კარგად აურიეთ. მერე დაამატეთ ადუღებული წყალი, იმდენი, რომ, დაახლოებით, არაჟნის სისქის მასა მიიღოთ და წაისვით ქუსლებზე. როგორც კი გაშრება, დაიბანეთ ფეხები და შემდეგ აუცილებელია სკრაბის წასმა, რომელიც მშრალ კანს ძალიან უხდება.

– ბოლოს, იქნებ, გვირჩიოთ, როგორ უნდა დავიმუშაოთ ტერფები – რამდენ ხანში ერთხელ წავისვათ კრემები და ასე შემდეგ?

– პირველ ყოვლისა, აუცილებელია ფეხის ტერფების დამუშავება სპეციალური ჯაგრისით. ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ მაინც გაიკეთეთ, ყოველდღე, ძილის წინ, წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ ჯაგრისით არ დაამუშავებთ, სკრაბი მაინც უნდა წაისვათ, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება: დანაყეთ გარგარის კურკის გული, შეურიეთ მკვებავ კრემში, წაისვით ფეხის ტერფზე და გაიჩერეთ 5-7 წუთი; შემდეგ დაიბანეთ და წაისვით თქვენი მკვებავი. არის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება – პარაფინის პროცედურები, რომელიც ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის, ასევე, არაჩვეულებრივად კვებავს კანს და შველის ტერფის ნებისმიერ პრობლემას. ის კეთდება სალონებში, სახლის პირობებში არ გირჩევთ ამ პროცედურის ჩატარებას.

– ზღვის წყალი ასევე ცუდად მოქმედებს ტუჩებზეც. რა შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივებმა და მარილიანმა წყალმა?

ნაირა არუთინიანი: პირველ ყოვლისა, გამოიწვევს ტუჩების კანის დახეთქვას, ასევე, შეიძლება გაჩნდეს ჰერპესი ან ხაზები ტუჩებზე და ასე შემდეგ. მზის სხივებს არანაირი კარგი შედეგი არ მოაქვს ტუჩებისთვის, ამიტომ, უმჯობესია მაქსიმალურად მოარიდოთ მზეს ტუჩები. ყოველდღიურად იხმარეთ ჰიგიენური ტუჩის საცხი, რომელიც აფთიაქებში იყიდება – ის ტუჩებს იცავს მტვრისგან, მზის სხივებისა და საერთოდ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მას.

– როგორ ვუშველოთ დახეთქილ ტუჩებს, რაიმე ნიღაბს ხომ არ გვასწავლით?

– დაზიანებული ტუჩებისთვის ძალიან კარგია „ასლეროვინის” მალამო, წაისვით ყოველდღე ძილის წინ და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი ნიღბების დამზადება. ძალიან სასარგებლოა ბანანისა და თაფლის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ თაფლში შეურიეთ ნახევარი ბანანის პიურე, წაისვით ტუჩებზე და, საერთოდ, მთელი სახისთვისაც ძალიან სასარგებლოა ეს ნიღაბი. ზღვის კურორტიდან ჩამოსვლის შემდეგ ძალიან სასარგებლოა ლიმონისა და ბანანის ნიღბის წასმა მთელ სახეზე – თუ რაიმე პიგმენტური ლაქა გაქვთ, მაშინვე გაქრება. ერთი ცალი ლიმონის წვენი ასრისეთ ერთ ცალ ბანანთან ერთად და წაისვით მთელ სახეზე, თვალებზეც, ტუჩებზეც. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასევე, სასარგებლოა კარაქიც – ძილის წინ წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ მთელი ღამით – ის არბილებს და ანაზებს კანს.


скачать dle 11.3