კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამარცხა ოსები ქართლის მეფე ამაზასპმა


ისტორიაში არის, რომ ზოგიერთი წყაროს გადმოცემა, მთლიანად ცვლის ამა თუ იმ პიროვნების ნამოღვაწარს. ასე მაგალითად, „მეფეთა ცხოვრება” ამაზასპის შესახებ გადმოგვცემს, რომ მან „შეიყვარა სპარსნი”, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სპარსეთის ქვეშევრდომი შეიქმნა და ქართული საქმე სრულიად მიატოვა. ბევრი ისტორიკოსი ამ აზრის გამზიარებელი გახდა და ამაზასპის ადრეული ნამოღვაწარიც დაივიწყა. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი მირიან მახარაძე, სწორედ ამ მონარქის შესახებ გვესაუბრება.


– როდის მოღვაწეობდა ამაზასპი და როგორი იყო მისი თანამედროვე საქართველო?

– ამაზასპი ხელისუფლებაში მოვიდა მესამე საუკუნის 30-იანი წლებიდან. იგი იყო ფარსმან ქველის შვილიშვილი, რის გამოც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართლის ეს მეფე თავის წინაპრის ერთგვარ ჩრდილში მოექცა. მინდა აღვნიშნო, რომ მას მოღვაწეობა მოუხდა იმ პერიოდში, როდესაც დასუსტებული პართიის ადგილას, წარმოიშვა სასანიანთა ძლევამოსილი იმპერია.

224 წელს ფარსის პროვინციიდან გამოსულმა მმართველმა არდაშირმა დაამარცხა პართიის უკანასკნელი მეფე არტაბან მეხუთე და ჩამოაყალიბა სეფიანთა ირანი. სულ მოკლე დროში მან პართიის მთელი ტერიტორია დაიპყრო. გამარჯვებებს მიაღწია რომის იმპერიასთანაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი ქართლსაც დაემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი წყაროები არდაშირისა და ამაზასპის ურთიერთობის შესახებ არ მოგვეპოვება, მოვლენათა განვითარებიდან ჩანს, რომ ამაზასპმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ახლად წარმოქმნილ ძლევამოსილ სახელმწიფოსთან.

1940 წელს არმაზის ხევის გათხრების დროს, მცხეთაში აღმოჩენილია ოქროს თასი. ეს თასი სასანიანთა ირანის ერთ-ერთმა გავლენიანმა პიტიახშმა აჩუქა ქართლის პიტიახშს. ამ პერიოდში პიტიახშების ერთ-ერთი მოვალეობა დიპლომატიური მოლაპარაკებები იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დიპლომატიური მორიგების საფუძველზე ამაზასპმა მიაღწია იმას, რომ გადაარჩინა თავისი სამფლობელო ირანელთა შემოსევებისგან. მეტიც, ეს გადარჩენა იყო არა ხარკის სანაცვლოდ, არამედ, ეს იყო დიპლომატიური კონტაქტი თანასწორ სახელმწიფოთა შორის.

– რა არის ცნობილი ამ მეფის შესახებ?

– თვითონ „მეფეთა ცხოვრება” ამაზასპის შესახებ მოგვითხრობს, რომ იგი იყო ძლევამოსილი. მსგავსი მისი წინაპრისა ფარსმან ქველისა. მეფობის პირველ პერიოდში ამაზასპმა შეძლო შეენარჩუნებინა ყველა ის ტერიტორია, რაც მეორე საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა მისმა წინაპარმა.

აღმოსავლეთ საქართველოს გარდა, ამაზასპი ფლობდა დიდ ტერიტორიებს დასავლეთ საქართველოში და კლარჯეთშიც. მისი ტერიტორია ზღვაზე გადიოდა. 40-იანი წლების შუა ხანებამდე მის სამფლობელოზე ვერანაირ პრეტენზიას ვერ აცხადებდა ვერც რომის იმპერია და ვერც სასანიდური ირანი. მან შეძლო, ქართლში შემოსეული ოსური ტომების არა მარტო განდევნა, არამედ მათ სამფლობელოში ლაშქრობაც კი, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ალანთა სამკვიდრო კავკასიონის ქედს გადაღმა მდებარეობდა.

ამაზასპის შესახებ ცნობას გვაწვდის ზარდოშტის ქააბის ტრილინგვა, სადაც სამ ენაზეა გადმოცემული სასანიდი მეფის, შაბურ პირველის ხელქვეითების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქართლის მეფეს საპატიო მეოთხე ადგილი უჭირავს, ამან მისცა საფუძველი ზოგიერთ ქართველ ისტორიკოსს, ეფიქრა რომ ამაზასპი მართლაც ირანის ქვეშევრდომობაში შევიდა და მათი დახმარებით ცდილობდა დასავლეთ საქართველოს ერისმთავრების დამორჩილებას. მინდა გითხრათ, რომ ეს ტრილინგვა 262 წელსაა შესრულებული და მანამდე ამაზასპი არანაირ ქვეშევრდომობას არ უწევდა სასანიანთა ირანს. თუმცა, აღმოსავლეთში დიდი მოვლენები ვითარდებოდა, რითაც ამაზასპმა ერთგვარად მიაღწია იმას, რომ თავისი სამფლობელო ამ მოვლენებისგან დაიცვა.

– კერძოდ, რა მოვლენებზეა საუბარი?

– 242 წელს სასანიანთა ირანის ტახტზე ადის შაბურ პირველი. იგი ძლევამოსილი ხელმწიფეა და მას წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. 2 წლის შემდეგ შაბური ბიზანტიას ართმევს სომხეთს და ჯერი ამაზასპის სამფლობელოზე მიდგა. თუმცა, ქართველი მეფე ახერხებს იმას, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს. შაბური მთლიანად ცვლის შეტევის მიმართულებას და ბრძოლა ჩრდილოეთ კასპიისპირა რეგიონში გადააქვს. მაგრამ, აქ ხდება ერთი მოულოდნელი ფაქტი. გაძლიერებული ლაზთა სამეფო ბიზანტიელების დახმარებით ამაზასპს ართმევს დასავლეთ საქართველოს რეგიონებს და კლარჯეთს. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ამაზასპი არ მოუხმობს ირანელებს დასახმარებლად, როგორც შემდგომში ამას „მეფეთა ცხოვრება” გადმოგვცემს.

256 წელს შაბურ პირველი კვლავ ანახლებს რომთან საომარ მოქმედებებს. იგი კვლავ იპყრობს სომხეთს, კილიკიას, კაბადოკიას, შავი ზღვის სანაპიროებს და მათ შორის, ამაზასპის იმ ტერიტორიას, რომელიც შავ ზღვაზე გადიოდა. ეს არის ის ცნობილი მოვლენა, როდესაც, არდაშირს ტყვედ ჩაუვარდა რომის იმპერატორი ვალერიანი. არდაშირმა რომის იმპერატორი კაშხალზე სამუშაოდ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ირანის ტერიტორიაზე დღესაც არსებობს ამ კაშხლის ნანგრევები და მას იმპერატორის კაშხალს ეძახიან. სწორედ ასეთი დამპყრობლის შესაჩერებლად დაამყარა ამაზასპმა საქორწილო კავშირი სასანიანთა მმართველთან. მან თავისი და მიათხოვა არდაშირის შვილს, სომხეთის გამგებელ ჰორმისდს, რომელიც მოგვიანებით, სასანიანთა ირანის შაჰი ჰორმისდ პირველი გახდა. ჰორმისდს ამ ქართველ მეუღლესთან შეეძინა ქართლის შემდგომი მეფე, სასანიდების შტოს წარმომადგენელი – რევ მართალი.

მიუხედავად ნათესაური კავშირისა, ამაზასპი ირანის ქვეშევრდომობას მაინც არ აღიარებდა. უფრო მეტიც, როდესაც შაბურ პირველმა მას წერილი გაუგზავნა და აცნობა, იმპერატორის დატყვევება, ამაზასპს მისალოცი ბარათი არ დაუბრუნებია. პირიქით, იმპერატორ ვალერიანის ბიოგრაფის ცნობით, ქართლის მეფე დაჰპირდა რომაელ სარდალს რომ ყველანაირ სამხედრო ძალას იხმარდა ვალერიანის გამოსახსნელად.

– რა მოხდა ამის შემდეგ?

– ზარდოშტის ქააბის ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, რომელიც სასანიდების მთავარმა ქურუმმა შეადგინა, ვიგებთ, რომ შაბურმა იბერიაშიც ილაშქრა. შესაძლებელია, ეს ლაშქრობა არც მომხდარა, მაგრამ ამაზასპი იძულებული შეიქნა, ქვეყნის გადასარჩენად ირანის ქვეშევრდომობა ეღიარებინა. სწორედ ამ მოვლენის საფუძველზეა შექმნილი, ზემოხსენებული ზარდოშტის ქააბის ტრილინგვა.

– ამის შემდეგ დიდხანს იმყოფებოდა ირანის ქვეშევრდომობის ქვეშ საქართველო?

– ხსენებული წარწერის მიხედვით, მართალია, ამაზასპმა აღიარა ირანის ქვეშევრდომობა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყო. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, უკვე 263 წელს, ანუ შეთანხმებიდან 1 წლის შემდეგ იგი აუჯანყდა სასანიანთა ირანს და სწორედ მათთან ბრძოლაში დაიღუპა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არსებობს ამაზასპის დაღუპვის სხვა ვერსიაც, რომელიც დღესაც გაბატონებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში.

– გვიამბეთ ამ ვერსიის შესახებ.

– ვერსია, ისევ მეფეთა ცხოვრებიდან მოდის. საერთოდ, ეს გადმოცემა ერთგვარად აკნინებს ამაზასპის მოღვაწეობას. მეტსაც გეტყვით, ამაზასპის მეფობას იგი მეორე საუკუნით ათარიღებს და არა მესამეთი. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორს, ლეონტი მროველს მიზნად ჰქონდა დასახული, სასანიანთა მეფობის შტოს დაწყება საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის სახელთან დაეკავშირებინა. უფრო მეტიც, როდესაც იგი გადმოგვცემს „შეიყვარა სპარსნი“ – მროველი ამბობს, რომ ამაზასპის თავხედობას წინ აღუდგნენ დასავლეთ საქართველოს ერისმთავარნი. ამაზასპმა ირანის ჯარი შეიყვანა და სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა იგი. თუმცა, მოვლენათა განვითარება სულ სხვა სურათს გვიხატავს ამაზასპის ბოლო წლების შესახებ. თუ ამაზასპი ირანის ძალით მოქმედებდა და ირანის ერთგული ქვეშევრდომი იყო, რატომღა მისცა რომის სარდალს ირანის ტყვეობიდან გამოხსნის პირობა ხომ არ იყო აქ უფრო რეალური, რომ თვითონ ირანს არ აწყობდა დაუმორჩილებელი ამაზასპი? ამიტომ დაუკავშირდა იგი დასავლეთ საქართველოს ერისმთავრებს და მათთან ერთად გაილაშქრა ამაზასპზე. სწორედ მათთან ბრძოლაში დაეცა ქართლის ეს მეფე. ირანს ქართლის ტახტზე უკვე შერჩეული ჰყავდა დინასტიურად დამოყვრებული და გამართლებული სასანიანთა შტოს წარმომადგენელი რევ მართალი. ყოველივე აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ისტორიაში ერთი ფრაზის ცდომილებამაც კი შეიძლება, ადამიანს დაუკარგოს ის ღვაწლი, რაც მას იმჟამინდელი საქართველოს წინაშე გააჩნდა.


скачать dle 11.3