კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორს მრისხანება


მე მაინც მჯერა, რომ ადამიანი სიხარულისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის იბადება. აუცილებელი არ არის, ყოველდღე დღესასწაული გქონდეს. მთავარი შენი შინაგანი სამყარო და განწყობაა. ძირითადად, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, სიხარული გვექნება ბევრი თუ სევდა და მწუხარება. ის, რისი გადატანაც აუცილებელია, აუცილებლად გადავიტანთ. არსებობს გარდაუვლის გარდაუვალობის ცნება. ხოლო, რა გამოვა ამ გარდაუვლობისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მრისხანება არასოდესაა გამოსავალი. პირიქით, ის ახშობს გონების ხმას. განრისხებული, ნეგატიური ემოციებით სავსე გული კი ძალიან ცუდი მრჩეველია. თუ გვექნება ხვალინდელი დღის იმედი და საკუთარი თავის რწმენა ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ მაშინ, როცა დავძლევთ მრისხანებას, ვხდებით ძლიერები. ადამიანი ხშირად დგება გამოცდის წინაშე. მაგრამ, სწორედ ცხოვრების რთულ წუთებში გვჭირდება სიმტკიცე. თუ ამ გამოცდებს კარგად ჩავაბარებთ, მაშინ ბედნიერებაც მოსვლას არ დააყოვნებს.

შორს მრისხანება. შორს წყენა და ბოღმა. შორს ღვარძლი...

რა თქმა უნდა, წყენა არ არის ადვილად დასავიწყებელი. ადამიანური თვისებაა, გაბრაზდე, როცა ცუდად გექცევიან. მაგრამ, ის თქვენ ვერ გადაგარჩენთ. მხოლოდ კეთილშობილ გულში და სიყვარულშია ჩვენი ხსნა. განრისხებულმა, შესაძლოა, ვეღარც კი დაინახოთ, როცა თქვენს მხარს დააჯდება ბედნიერების ჩიტი და დააფრთხოთ, რასაც მერე, ცხოვრების ბოლომდე ინანებთ.


скачать dle 11.3