კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენდე, მაგრამ...


ნდობის გარეშე შეუძლებელია მყარი და ჰარმონიული ურთიერთობა, მაგრამ არც ბრმად ნდობა შეიძლება. როგორი კარგიც უნდა იყოს ქმარი, ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ ენდოთ ბოლომდე, სანამ დრო არ გამოსცდის. მისი საქციელი შესაძლოა, სულაც არ იმსახურებდეს ნდობას. ერთი შეხედვით, საშინელებაა, ამოწმებდე ადამიანის თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ მერე სინანულს ისევ დასაწყისში უხერხულობის განცდა ჯობია. ერთმანეთს უნდა დაუმტკიცოთ, რომ იმსახურებთ ნდობას. ნუ მოგერიდებათ, დაუსვათ შეკითხვები, როცა რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, ან რაღაც გაშფოთებთ. არც ერთი მექალთანე მამაკაცი არ არის უარყოფითი „პერსონაჟი“. პირიქით, ისინი ძალიან მომხიბვლელები, ყურადღებიანები, გამგებიანი და თავაზიანები არიან. ადვილად მოახერხებენ თქვენი გულის მოგებას. ეჭვიც კი რომ შეგეპაროთ მის ალერსიან ღიმილში დაგარწმუნებთ იმაშიც, რომ სხვას ასე არასოდეს გაუღიმებს, მაგრამ... მოკლედ, თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა ენდოთ. ლამაზი სიტყვებით ნუ გაბრუვდებით. ეს მისი ხელობაა. იყავით რეალისტი და საღად შეაფასეთ მისი და საკუთარი შესაძლებლობები. როცა საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას დაიწყებთ, ნუ გათვლით იმაზე, რა შეიძლება იყოს მომავალში. შეაფასეთ ის, რაც ახლა გაქვთ. ნურასოდეს შეგეშინდებათ, გამოაჩინოთ საკუთარი სისუსტე. ქალს ეს ძალიან უხდება და მამაკაცებს მაშინვე უჩნდებათ მისი მფარველობის სურვილი.


скачать dle 11.3