რომელი უკრაინელი მილიარდერი ფლობს ორ საფეხბურთო კლუბს და ვისი სიძეა მილიარდერი ვიქტორ პინჩუკი
უკრაინულმა ჟურნალმა „დელომ“ თავის ერთ-ერთ ნომერში ექვსი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი – ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები ყოველწლიურად „ფორბსის“ ყველაზე ცნობილი, მილიარდერების რეიტინგის წევრებად სახელდებიან და მათი კაპიტალი შვიდი ნულით განისაზღვრება. დღევანდელ ნომერში უკრაინის ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის შესახებ მოგახსენებთ და დავამატებთ, რომ „დელოს“ ვერსიით, ზოგიერთი მილიარდერის კაპიტალი განსხვავდება „ფორბსის“ მონაცემებისგან.
რინატ ახმეტოვი – 17,8 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1966 წელს დონეცკში; განათლება – დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კარიერა – მუშაობდა კომპანია „არსში,“ 1995 წელს დააფუძნა დონეცკის საქალაქო ბანკი, უკრაინის რადის მე-6 მოწვევის დეპუტატია; ბიზნესი – „სისტემ კეპიტალ მენეჯმენტის“ დამაარსებელი; ძირითადი აქტივები – „მეტინვესტ ჰოლდინგი“, „დონგორბანკი“, სადაზღვევო კომპანიები – „ასკა“ და „ასკა“, „ცხოვრება“, „ვეგა“, „სატელიტი“, ტელე-რადიოკომპანია „უკრაინა“, „სეგოდნია მულტიმედია“, სუპერმარკეტების ქსელი: „ბრუსნიცა“; ავტოგასამართი სადგურების ქსელი: „პარალელი“, „ესტა ჰოლდინგი“, სტადიონი „დონბას არენა“; პირადი ინფორმაცია – ფილანტროპი, საქველმოქმედო ფონდ „რაზვიტიე უკრაინის“ დამფუძნებელი, საფეხბურთო კლუბ „შახტარის“ (დონეცკი) პრეზიდენტი.
იგორ კოლომოისკი – 6,5 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1963 წელს დნეპროპეტროვსკში; განათლება – დნეპროპეტროვსკის მეტალურგიული ინსტიტუტი; კარიერა – სამეწარმეო საქმიანობა 80-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, დააარსა საფინანსო ჯგუფი „პრივატი“; ბიზნესი – ჯგუფ „პრივატის“ აქტივების მფლობელი; ძირითადი აქტივები – „პრივატბანკი“, მეტალურგიული და ფეროშენადნობის ქარხნები, „უკრნაფტა“, „ნაფტოხიმიკ პრიკარპატია“, ტელეარხები „1+1“ და „ტეტ“, ჰოლდინგ „გლავრედმედია“ (საინფორმაციო სააგენტო „უნიან“, ჟურნალი „პროფილი“, ინტერნეტგაზეთი „ტელეკრიტიკა“, ტელეარხი „სითი“); პირადი ინფორმაცია – გატაცებულია ფეხბურთით, ფლობს ორ უკრაინულ საფეხბურთო კლუბს – „დნეპრსა“ და „კრივბასს“.
გენადი ბოგოლიუბოვი – 6,3 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1962 წელს დნეპროპეტროვსკში; განათლება – დნეპროპეტროვსკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „დნეპროვსკპრომსტროიში“, 90-იანი წლებიდან, იგორ კოლომოისკისთან ერთად დააარსა „პრივატბანკი“; ბიზნესი – „პრივატბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – ჯგუფი „პრივატი“; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია სპორტით (ცურვა, ჩოგბურთი). არის დნეპროპეტროვსკის ებრაელთა სათვისტომოს პრეზიდენტი.
ვიქტორ პინჩუკი – 3,1 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1960 წელს კიევში; განათლება – დნეპროპეტროვსკის მეტალურგიული ინსტიტუტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – დაიწყო ლაბორანტის თანამდებობით, ჭრიდა ცივ მილებს ქარხანაში, ეკავა საინჟინრო და სამეცნიერო თანამდებობები სხვადასხვა ინსტიტუტებში, 1990 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააარსა კომპანია „ინტერპაიპი“, უკრაინის რადის მე-3 და მე-4 მოწვევის დეპუტატია; ბიზნესი – „ინტერპაიპის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – „ინტერპაიპი“, მედიაჰოლდინგი „სტარლაითმედია“ (ტელე-რადიოკომპანიები, ჟურნალ-გაზეთები); პირადი ინფორმაცია – მეცენატი და ფილანტროპი, დაქორწინებულია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ქალიშვილ ელენაზე.
კონსტანტინ ჟევაგო – 2,4 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1974 წელს, სოფელ იულტინში (მაგადანის ოლქი, რუსეთი); განათლება – კიევის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – 1993 წლიდან უკავია მმართველი თანამდებობები ჯგუფ „ფინანსი ი კრედიტიში“, უკრაინის რადის სამი მოწვევის დეპუტატია; ბიზნესი – ჯგუფ „ფინანსი ი კრედიტის“ აქტივების მფლობელი; ძირითადი აქტივები – ბანკი „ფინანსი ი კრედიტი“ , „ფერექსპო“, სტახანოვის ვაგონმშენებელი ქარხანა, „ავტოკრაზი“, „ტურბოგაზი“, ფარმაცევტული კომპანია „არტერიუმი“; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია სპორტით და საფეხბურთო კლუბ „ვორსკლას“ საპატიო პრეზიდენტია.
ვიქტორ ნუსენკისი – 2,3 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1954 წელს უკრაინაში; განათლება – უმაღლესი; კარიერა – მუშაობა დაიწყო მაკეევკის, ბატობის სახელობის მაღაროში, მაღარო „ჟდანოვსკაიას“ გენერალური დირექტორი, ბიზნესშია 1989 წლიდან; ბიზნესი – მრავალპროფილიანი ჰოლდინგის „დონეცკსტალის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – ინდუსტრიული ჯგუფი „მაგნეტიტი“, „მაკეევკოკს“, იასენოვოს კოკსოქიმიური ქარხანა, ქარხანა „კუზბასი“, მაღაროები უკრაინასა და რუსეთში, „დონბასელექტრომოტორი“, „კრედიტპრომბანკი“, აგროჰოლდინგი „დონეცკსტალი“. პირადი ინფორმაცია – დაკავებულია ქველმოქმედებით, ეხმარება ეკლესია-მონასტრებს.
ალექსეი მარტინოვი – 2,1, მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1966 წელს ლუდივოვოში (რუსეთი); განათლება – დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; ბიზნესი – ჯგუფ „პრივატის“ აქტივების თანამფლობელი; ძირითადი აქტივები – ზაპოროჟიის ფეროშენადნობი ქარხანა, კომპანიები „სოლმ ლტდ“ და „სენტოზა“; პირადი ინფორმაცია – ქვრივია და ზრდის ერთ ქალიშვილს. გატაცებულია საწყლოსნო სპორტით.
ვიტალი გაიდუკი – 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1957 წელს სოფელ ხლებოდაროვკაში, დონეცკის ოლქი; განათლება – დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – მუშაობა დაიწყო 13 წლის ასაკში კოლმეურნეობაში, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობდა კათედრაზე, 90-იან წლებში დონეცკის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, 2000-იან წლებში იყო უკრაინის ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრის მოადგილე, მინისტრი, „ინდუსტრიული კავშირი – დონბასის“ ყოფილი მფლობელი, წილი 2009 წელს გაყიდა; ბიზნესი – „ინდუსტრიული კავშირი – დონბასის“ ექს-მფლობელი; პირადი ინფორმაცია – დაკავებულია მეცენატობითა და ქველმოქმედებით, ეხმარება ეკლესია-მონასტრებს.
იური კოსიუკი – 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1968 წელს სოფელ ჩერვონეში, კიროვოგრადის ოლქი; განათლება – კვების ტექნოლოგიების ინსტიტუტი; კარიერა – სტუდენტობის წლებში მუშაობდა ბროკერად საფონდო ბირჟაზე, 1995 წელს დააარსა კვების მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი, მოგვიანებით, ეს ცენტრი გარდაიქმნა „მირონოვის პურპროდუქტებად“, აწარმოებს ხორცეულის ნახევარფაბრიკატებს („ნაშა რიაბა“, „ლეგკო“); ბიზნესი – „მირონოვის პურპროდუქტების“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – საფრინველო ფაბრიკები, ფერმები, „კომბიკორმის“ წარმოებები; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია იახტების კოლექციონერობით.
ალექსეი ვადატურსკი – 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარი; დაიბადა – 1947 წელს ოდესის ოლქის, სოფელ ბენდზარიში; განათლება – ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; კარიერა – პურკომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი, 80-იან წლებში ეკავა მაღალი თანამდებობები ნიკოლაევსკის საოლქო ადმინისტრაციაში, მისდევდა მეფრინველეობის, მესაქონლეობისა და ხორბლის ბიზნესს; ბიზნესი – კომპანია „ნიბულონის“ გენერალური დირექტორი; ძირითადი აქტივები – ფერმები, საზღვაო ტერმინალები; პირადი ინფორმაცია – უკრაინის გმირი.