კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაასაიდუმლოვა საერთაშორისო ფესტივალზე წასვლის წინ თეო თევზაძემ და რაში დაამყარა მან რეკორდი ბულგარეთის საზღვარზე


18 წლის თეო თევზაძე სულ ახლახან დაბრუნდა ბულგარეთიდან, სადაც ის პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. თეოსთვის ეს დებიუტი წარმატებული იყო – მის მიერ შესრულებულმა ქართულმა ქალაქურმა სიმღერამ ჟიურიც მოხიბლა, მაყურებელიც, რის გამოც ბულგარეთში ჩვეული ტრადიცია დაირღვა. ქართულ კონკურსებში „დაწუნებულ” გოგონას ამ ფესტივალმა გზა ახალი სამყაროსკენ გაუხსნა – ახალგაზრდა მომღერალმა უცხოეთიდან უკვე ბევრი მოწვევა მიიღო და ექსპრომტად დაარსებულ კვარტეტთან ერთად ახალი ფესტივალებისთვის სამზადისს შეუდგა.



თეო თევზაძე: სიმღერა საკმაოდ გვიან დავიწყე. პროფესიონალი მუსიკოსი ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ არის, თუმცა ოჯახში ყოველთვის იყო ქართული სიმღერის კულტი. დედაჩემი დებ ჭოხონელიძეებთან მეგობრობდა ბავშვობაში, ცოტ-ცოტას მღეროდა კიდეც, მაგრამ მუსიკასთან დაკავშირებული ოცნებები ვერ აიხდინა, ალბათ, ამიტომაც, მთელი თავისი ენერგია ჩემში ჩადო და მე ავუსრულე ბავშვობის ოცნებები (იცინის). თავიდან რობერტ ბარძიმაშვილთან მიმიყვანეს, მან თქვა: ჰარმონიული სმენა გაქვსო, მაგრამ ბატონი რობერტი მალე გარდაიცვალა და მასთან მუშაობა ვერ მოვახერხე. მერე ანსამბლ „ნერგებში“ მივედი, მაგრამ სულ რაღაც სამი თვე ვიყავი იქ. 16 წლისამ, მონაწილეობა მივიღე პროექტში „ნუცას სკოლა”, სადაც ნახევარფინალამდე მივედი. ვმონაწილეობდი „პირველი სტერეოს“ პროექტში „სმს სკოლა”, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, უცხოეთში გამართულ კონკურსშიც მეცადა ბედი. ჩემი მასწავლებლების – ნუცა ჯანელიძისა და ნანა ჟღერიას დამსახურებით, დავუკავშირდი მამუკა სააკაშვილს. ის ძალიან დამეხმარა, მამუკამ ჩემი მონაცემები გაგზავნა ბულგარეთში, საიდანაც მოგვივიდა მოწვევა საერთაშორისო ფესტივალზე. ივნისში, გვქონდა მოწვევა ქალაქ დობრიჩიდან, მაგრამ ბოლო წუთს, როცა უკვე ბილეთებიც კი მზად გვქონდა, კონსულმა ვიზა არ ჩაგვირტყა და იმ კონკურსზე ვერ მოვხვდი. ამაზე ძალიან დამწყდა გული, მაგრამ საბედნიეროდ, მალევე მივიღე მეორე შემოთავაზება.

– თუმცა, როგორც ვიცი, არასასიამოვნო ინციდენტს ვერც ამჯერად გადაურჩი.

– კი ასე იყო. ჩვენ თვრამეტში უკვე ბულგარეთის საზღვართან ვიყავით, მაგრამ ვიზა 19 რიცხვიდან იყო ძალაში. იძულებული გავხდით, 12 საათი საზღვართან გაგვეტარებინა. მთელი ღამე გარეთ გავათენეთ, ისეთ პირობებში, თითქოს ტყვეები ვიყავით. მე ისე გავცივდი, რომ სულის მოსაბრუნებლად რეკორდული რაოდენობის ჩაის დალევა მომიწია. აკლიმატიზაციას ძალიან რთულად განვიცდი და გადავრჩი, რომ ხმა საერთოდ არ წამერთვა. არასასიამოვნო ინციდენტებთან ერთად, ამ ფესტივალიდან კარგი მოსაგონარიც ბევრი დამრჩა. არასდროს დამავიწყდება ჩვენთვის უცხო, ქართველი ფეხბურთელი ბიჭი, რომელმაც, როცა სტამბულში გაიგო, ქართველი ვიყავი, მაჩუქა თავისი თილისმა, მინაში გამოხატული ღვთისმშობლის ხატი და მითხრა: როცა საქართველოდან მოვდიოდი, მეც ეს თილისმა მაჩუქეს და წარმატება მომიტანა. თქვენც დაგეხმარებათო. ეს თილისმა მართლაც ძალიან დამეხმარა. ფესტივალის პირველ დღეს, პირველ ტურში ქართული ნაციონალური სიმღერა უნდა მემღერა, პირით დუდუკის იმიტაციას ვაკეთებდი. ეს იყო შალახოს მელოდიაზე აგებული, ოთხთემიანი სიმღერა. თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, როგორ გაიგებდა ბულგარელი მსმენელი ქართულ სიმღერას, ამას ისიც ემატებოდა, რომ ძალიან მტკიოდა ყელი, არ მქონდა ხმა, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისეთი აპლოდისმენტები მივიღე, აღარც ყელი მახსოვდა, აღარც ტკივილი, გალა კონცერტზეც ქართული სიმღერის შესრულება მთხოვეს, თუმცა უცნაური რაღაც მოხდა – ექსპრომტად „კაბარე” მამღერეს (იცინის).

– ფესტივალს ჰყავდა გამორჩეული ფავორიტები, შენ კი უცხოეთის კონკურსისთვის ძალიან ახალბედა იყავი, როგორ მოახერხე გრანპრის მოპოვება და ჟიურის მოხიბვლა?

– ეს ჩემთვის დებიუტი იყო, მე არ მივდიოდი ბულგარეთში თანხის მოპოვების მიზნით, მინდოდა გამოცდილება მიმეღო, თუმცა გამარჯვებასთან ერთად სიმბოლური ფულადი პრემიაც მომცეს (იცინის). ვინაიდან პირველად გამოვდიოდი ასეთ ფესტივალზე, ისე ვნერვიულობდი, სცენაზე გასვლის წინ დედას ვალიდოლს ვთხოვდი ხოლმე, თან ჩვენ რიგითობის მიხედვით ბოლოები ვიყავით და ორივე დღეს, სცენაზე კონკურსანტებს შორის ყველაზე ბოლოს მე მომიწია გამოსვლა, რის გამოც ათმაგად ვღელავდი. ფესტივალს ჰყავდა გამორჩეული ფავორიტი, ის იყო ბულგარელი გოგონა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა. ყველას ეგონა, რომ გრანპრის ის მოიპოვებდა, რადგან როგორც წესი, ამ ფესტივალის გრანპრის ყოველთვის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი იგებს, წელს ეს ტრადიცია დაირღვა, ფესტივალი გაიმართა ქალაქ ტუტრაკანში, ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელი ვიღებდით მონაწილეობას. ზოგიერთ ქვეყანას რამდენიმე მონაწილე გამოჰყავდა, ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. კონკურსისთვის საკმაო ხანს ვემზადებოდი, ისე გავიპარე თბილისიდან, ამის შესახებ არავინ იცოდა. რომ ვერ გამემარჯვა, ალბათ, ძალიან შემრცხვებოდა, ამიტომაც დავმალე ეს ამბავი (იცინის).

კონკურსის მეორე დღეს ვიმღერე ლაიზა მინელის „კაბარე”, ამ სიმღერაზე არ ვნერვიულობდი, ისე მქონდა გამჯდარი. მე მიყვარს ცოცხალი და ხალისიანი სიმღერები, არც პლასტიკასთან და არტისტიზმთან ვარ მწყრალად. როგორც ჟიური ამბობდა, სიმღერის დროს სცენაზე სასწაულები ჩავიდინე. ჟიურის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო ეროვნებით უზბეკი, რომელიც ქართულ კულტურას კარგად იცნობდა. ბევრი რამ მიამბო ჰამლეტ გონაშვილზე, ისეთი ისტორიები იცოდა, გაოცებული დავრჩი. თვითონაც ძალიან კარგად მღეროდა, იცოდა ცნობილი ქართული სიმღერების ისტორია, პირველ ხმაში რომ იწყებდა სიმღერას, მომაძახებდა ხოლმე: აბა, მეორე ხმა მომეციო. როცა პირველი ტური დამთავრდა, ამ ადამიანმა ხმამაღლა განაცხადა – მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ძალიან მაგრები ხართო. მე ძალიან გამიხარდა, რომ ჟიურის წევრი ასეთი კარგი ადამიანი და ქართული მუსიკის არაჩვეულებრივი შემფასებელი იყო. ჟიურის სხვა წევრები მეუბნებოდნენ: თქვენ ისეთი ტექნიკა გაქვთ, ეტყობა, მალავთ, მაგრამ რაღაც დიდი სკოლა გაიარეთო. ამის გამო ფესტივალის ზოგიერთი მონაწილე ცოტა ალმაცერადაც კი მიყურებდა, ტუტრაკანში მძიმე მორალურ კონკურენციასაც გავუძელი (იცინის).

– და თქვენც ამბობდით, რომ ეს გამოცდილება „ნუცას სკოლის“ წყალობა იყო?

– მათ, რა თქმა უნდა, „ნუცას სკოლაზე“ წარმოდგენა არ ჰქონდათ. საერთოდ, ამ სკოლამ ბევრი გამოცდილება მომიტანა, თუმცა გულიც მატკინა. ეს პროექტი მოითხოვდა დილით სიმღერას, რაც იოლი არაა. მე ძალიან გამოუცდელი ვიყავი, ჩემს გვერდით კი ისეთი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც 50-მდე კონკურსში მაინც ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. მე მეტყობოდა გამოუცდელობა, ჟიურის ზოგიერთი წევრი საკმაოდ ცუდ შეფასებას მაძლევდა. დედას გული უსკდებოდა, როცა პირდაპირ ეთერში ისმენდა ამას. მაგრამ, პროექტიდან გამოსული ჩემს მოძღვართან მივდიოდი ხოლმე. ის ისე მამშვიდებდა, საერთოდ აღარაფერზე ვნერვიულობდი. ამის გამო ხელი არ ჩამიქნევია, პირიქით, უფრო მიზანდასახული გავხდი. უფრო მეტი ვიშრომე, რის გამოც იმ ადამიანების მადლიერი ვარ, ვინც მაშინ მაკრიტიკებდა. გასულ წელს „ჯეოსტარშიც” ვცადე ბედი, მაგრამ დამიწუნეს, არაეკრანული სახე ხარო. თუმცა, წელს კიდევ ვაპირებ „ჯეოსტარში” მოხვედრას, მინდა, ჩემი შესაძლებლობები დავანახვო, მათ, ვინც ამ სფეროში საქმიანობს.

– ალბათ, პროფესიულ არჩევანსაც მუსიკას დაუკავშირებ?

– არა, წელს ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში კინო-ტელე ფაკულტეტზე. ძალიან მინდა, ტელეწამყვანი გავხდე. წელს არ გამომიტოვებია არც ერთი კონცერტი, კონკურსი, ყველგან მივდიოდი, სადაც კი დამიძახებდნენ. დედა მეხუმრებოდა: ჭრიჭინ-ჭრიჭინში გახდი სტუდენტიო. ეტყობა, ძალიან იღბლიანი წელი იყო ჩემთვის, უშედეგოდ ხომ არ მიჭრიჭინია? (იცინის) მომავალში არც მუსიკისთვის ვაპირებ თავის დანებებას. უკვე საკმაოდ ბევრი მოწვევა მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუცილებლად წავალ პოლონეთში, ყაზახეთსა და ბულგარეთში. მომავალ წელს ამ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით ვიმღერებ. მეგობრებთან ერთად ექსპრომტად კვარტეტი გავაკეთე. მათთან ერთად გამოვალ პოლონეთის ფესტივალზე. აქაც ბევრ კარგ სიურპრიზს მოვუწყობთ მსმენელს, ოღონდ ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.


скачать dle 11.3