სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1940 წელი
6 სექტემბერს მოსკოვში, ბუტირკის ციხეში 50 წლის ივანე ლავკინი დახვრიტეს, რომელიც სანეპიდსადგურის თანამშრომელი იყო და 80 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მან ერთ-ერთი რაიონის წყალგამანაწილებელში მომწამვლელი ნივთიერება დარიშხანი, „მიშიაკი“, ჩაყარა და ადამიანები დახოცა. ლავკინი საბჭოთა მთავრობის მოწინააღმდეგე იყო და პროტესტი ასეთი ფორმით გამოხატა.
7 სექტემბერს კიევიდან მე-16 კილომეტრზე მდებარე სარკინიგზო ხაზზე კატასტროფა მოხდა, რასაც 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200 კი დაშავდა. დისპეტჩერის შეცდომის გამო ერთმანეთს ორი საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.
8 სექტემბერს ნიუ-იორკში 39 წლის ერნესტ კოტმანი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 9 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კოტმანი პროფესიით მძღოლი იყო და ორკაციანი რელიგიური სექტა ჩამოაყალიბა, რომელშიც მისი ცოლიც იყო გაერთიანებული. ის ღმერთის სახელით ხოცავდა ადამიანებს და საკუთარ თავს მესიის მახვილს უწოდებდა.
60 წლის წინათ – 1960 წელი
6 სექტემბერს იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში სეტყვა მოვიდა. ძირს ჩამოცვენილი გაყინული წვეთების საშუალო დიამეტრი 6 სანტიმეტრი იყო და 80 გრამს იწონიდა. ამ გიგანტური წვეთების ცვენა 30 წუთს გაგრძელდა და 300-ზე მეტი შენობა, 2 ათასი მანქანა და 400 ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 11 დაიღუპა.
7 სექტემბერს რიო-დე-ჟანეიროს მკაცრი რეჟიმის ციხის პატიმრებმა მასობრივი გაქცევა სცადეს და 50 ადამიანი მძევლად აიყვანეს, ციხეს ცეცხლი წაუკიდეს და შექმნილი არეულობით უნდოდათ ესარგებლათ. თუმცა, შემთხვევის ადგილას მისულმა პოლიციის რაზმმა ცეცხლი გაუხსნა ამბოხებულებს, რასაც 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 150 კი – დაიჭრა.
10 სექტემბერს მოსკოვში 30 წლის ევგენი ზახაროვი დახვრიტეს, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ის სანიტრად მუშაობდა და სექსოპათოლოგიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. თავის მსხვერპლს ის ჯერ ასისხლიანებდა, შემდეგ აუპატიურებდა და კლავდა.
50 წლის წინათ – 1950 წელი
6 სექტემბერს, პეკინში 35 წლის ხუან ჯაო-სინი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 16 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ჯაო-სინი პროფესიით მსახიობი იყო და თავის მსხვერპლს კოლეგებს შორის არჩევდა. მათ ენას, ცხვირსა და ყურებს აჭრიდა, თვალებს სთხრიდა და ყრიდა. მანიაკის განცხადებით, ის ამგვარად ებრძოდა კონკურენტებს.
11 სექტემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის ერთ-ერთ მცირე ზომის საფეხბურთო სტადიონზე ტრიბუნა ჩაინგრა, მაყურებლები ქვეშ მოიყოლა და 19 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი – დაშავდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ერთმანეთს ორი სტუდენტური საფეხბურთო გუნდი ეთამაშებოდა და შეხვედრას 2 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
12 სექტემბერს ალჟირის ქალაქ ალჟირში ერთმანეთს ორი რელიგიურ-ექსტრემისტული სექტის წევრები დაერივნენ და ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს, რომელშიც 300 ადამიანი მონაწილეობდა. მოწინააღმდეგეები ერთსაათიანი ჩხუბის დროს უმოწყალოდ ჩეხავდნენ ერთმანეთს. დაიღუპა 90 ადამიანი.