კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უსწორდებოდა „კაგებე“ მოღალატეებს


გთავაზობთ ნაწყვეტს ცნობილი საბჭოთა მზვერავის, ვიქტორ მეერის წიგნიდან „ნიღბის გარეშე“. პოლკოვნიკი მეერი თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურა საბჭოთა უშიშროებას და მის მიერ წარმოებული საქმიანობა „ცივი ომის“ პერიოდში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა საბჭოთა საგარეო პოლიტიკას. მეერი მრავალმხრივი მზვერავი იყო. წმინდა ინტელექტუალური სამუშაოს გარდა, მას, ეგრეთ წოდებული „ჭუჭყიანი“ საქმეების შესრულებაც უხდებოდა და საბჭოთა მთავრობის დავალებით არაერთი ადამიანი ჰყავდა ლიკვიდირებული.

არასასურველი დავალება

მზვერავი ბევრად უფრო რთული ფენომენია, ვიდრე ეს მძაფრსიუჟეტიან ჰოლივუდურ ბლოკბასტერებშია ასახული და ბევრად უფრო რთული და სახიფათო სამუშაოს შესრულება უხდება, ვიდრე, ფართოდ რეკლამირებულ და ყბადაღებულ ლიტერატურულ კინოპერსონაჟს ჯეიმს ბონდს, რომელიც სიმსუბუქით ასრულებს ურთულეს დავალებებს და წარმატებით უსწორდება ყველა მტერს. თუმცა, ეს ყველაფერი არცთუ ისე იოლია და მზვერავისგან უდიდესი პროფესიონალიზმის გარდა, კოლოსალურ ფსიქოლოგიურ მდგრადობას მოითხოვს. მზვერავი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის, არასასურველი დავალებების შესრულებისთვისაც. უფრო სწორად კი, მზვერავისთვის არასასურველი დავალება არ უნდა არსებობდეს.

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს სამხრეთ ამერიკაში ვმუშაობდი. ცენტრის დავალებით, ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ვაგროვებდი ცნობებს და მოსკოვში გადავცემდი. პირობითი შტაბბინა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მქონდა და ყველა ძირითად შეხვედრას, აგენტებთან თუ ცენტრიდან გამოგზავნილ ადამიანებთან, იქ ვმართავდი. ისე კი, მთელ კონტინენტზე ვმოგზაურობდი, რადგან ოფიციალური სტატუსით არგენტინელი ბიზნესმენი პაბლო ლოპესი ვიყავი და რეგიონში ამერიკული საქონლისთვის ბაზრის გაფართოებით ვიყავი დაკავებული.

1959 წლის მაისში მოსკოვიდან დაშიფრული რადიოგრამა მივიღე, რომელშიც ეწერა, რომ ვინმე რაულ პერკინსონი უნდა მომეკლა რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც საბჭოთა კავშირიდან 1957 წელს იყო გაქცეული და ბრაზილიას აფარებდა თავს. პერკინსონის ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლი დავიდოვი იყო, „კაგებეს“ ყოფილი მაიორი, რომელიც ადრე სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა. დავიდოვმა საბჭოთა უშიშროების რამდენიმე ტექნოლოგიური მიღწევა გაიტაცა, ამერიკულ დაზვერვას მიჰყიდა და აღებული ფულით რიოში გადაბარგდა. მისმა ყოფილმა სამშობლომ კი 50 მილიონი მანეთით იზარალა, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო.

მაშინ სულ რაღაც 5 წლის მუშაობის სტაჟი მქონდა და საკუთარ თავს დამწყებ მზვერავად ვთვლიდი. ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანებაც პირველად მივიღე და უნდა გამოგიტყდეთ, მისი შესრულება ძალიან გამიჭირდა. ერთი პერიოდი, იმასაც კი ვფიქრობდი, უარს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ, სამშობლოს სიყვარულმა და პროფესიონალიზმმა ყველა დანარჩენი გრძნობა დათრგუნა და დავალების შესასრულებლად რიოში გავემგზავრე. ბრძანებაში მკაცრად იყო მითითებული, რომ მოქალაქე სამაგალითოდ უნდა მომეკლა. ეს კი ჩვენს ენაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ნიშნავდა. სამაგალითო მკვლელობა კი შინაურებისთვისაც იყო გამიზნული და უცხოებისთვისაც. პირველებს რომ ღალატი არ ჩაედინათ, და მეორეებს კი – მოღალატეებისთვის მფარველობა არ გაეწიათ.

რიოში 30 მაისს ჩავედი და რაულ პერკინსონის საცხოვრებელი დავადგინე – სასტუმრო „გლობოში“ იყო დაბინავებული. თუმცა, მისი მოკვლა არცთუ იოლი საქმე გახლდათ. სამი პირადი მცველი ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც გვერდიდან არასოდეს შორდებოდნენ. „მით უარესი მათთვის“, – გავიფიქრე გუნებაში და დავალების შესრულებისთვის დავიწყე მზადება. 8 ივნისს სასტუმრო „გლობოს“ მიმტანის ფორმაში გამოვეწყვე და პერკინსონის ნომერში ვახშამი მივიტანე. კარი პირადმა მცველებმა გამიღეს და შემოწმება რომ დამიპირეს, სამივე თითო გასროლით დავხოცე. შემდეგ პერკინსონს ჯერ მუხლში ვესროლე და მოძრაობის საშუალება შევუზღუდე, ბოლოს პირში ჩოგბურთის ბურთი ჩავჩარე და საწოლზე მივაბი, მის წინ კი მინი-კინოკამერა დავაყენე და გადავიღე, როგორ დავანაწევრე მოღალატე ელექტროხერხით... ეს ფირი მოსკოვში გადავაგზავნე და „კაგებემ“ ის მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ბრაზილიური გაზეთები კი, მეორე დღეს პერკინსონის დანაწევრებული სხეულის ფოტოებით იყო აჭრელებული.

მე არგენტინაში დავბრუნდი და ორი კვირის შემდეგ სხვა რეგიონში გადამისროლეს სამუშაოდ. ამ პირველი არასასურველი დავალების შესრულებისთვის კი წითელი ვარსკვლავის ორდენი მომანიჭეს.


скачать dle 11.3