კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაფიქსირდა პლანეტების უმსხვილესი სისტემა


მეცნიერებმა, ასტროლოგიური დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში აღმოჩენილი პლანეტების სისტემებს შორის ყველაზე მსხვილი ეგზოპლანეტების სისტემა დააფიქსირეს. ანუ იმ პლანეტებისა, რომლებიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს.

სისტემა დედამიწიდან 127 სინათლის წლითაა დაშორებული და სამხრეთის ჰიდრას თანავარსკვლავედშია. ვარსკვლავი HD 10180 ბევრი რამით მოგვაგონებს მზეს. ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის მკვლევრებმა, იმ სინათლის მიხედვით, რომელსაც სისტემა ასხივებს, განსაზღვრეს პლანეტების მახასიათებლები. „თუ ვარსკვლავთან ახლოს არის ერთი პლანეტა, იგი ვარსკვლავის მოძრაობაში მცირე რხევებს იწვევს, ესე იგი ვარსკვლავი მიუახლოვდება პლანეტას, შემდეგ ხელახლა დაშორდება. ამასთანავე, რაც მართებულია ერთი პლანეტისთვის, სწორია რამდენიმესთვისაც. თუმცა, რამდენიმე პლანეტის ერთდროულად მოქმედება, მნიშვნელოვნად ართულებს ვარსკვლავის ქცევას“, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა ჟენევის უნივერსიტეტის დოქტორმა კრისტოფერ ლოვისმა. ვარსკვლავთა სისტემა „ჰარპსის“ დახმარებით აღმოაჩინეს, რომელიც დიდი სიზუსტით ზომავს ვარსკვლავთა რხევებს. ეს კი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს იმ პლანეტების არსებობა, თავისი გრავიტაციით რომ მოქმედებს ვარსკვლავზე. სწორედ ასე შეძლეს ახალაღმოჩენილი სისტემის პლანეტების რაოდენობის, მათი მასისა და ორბიტის გამოთვლა. ხუთი პლანეტა ძალზე მასიურია, ნეპტუნის მსგავსი. მასით ყველაზე მსუბუქი კი დედამიწას 13-ჯერ აღემატება, ყველაზე მძიმე კი – 25-ჯერ.

ჯერჯერობით, ასტრონომებმა 15 პლანეტების სისტემა აღმოაჩინეს, რომლებშიც მინიმუმ სამი პლანეტა არის.


скачать dle 11.3