გია მურღულიას კოლექციიდან
ერთი ეუბნება მეორეს:
– ცოლი მოვიყვანე.
– კეთილი და პატიოსანი!
– კეთილი კია, მაგრამ პატიოსნების რა გითხრა...
***
მეთაურმა ოცეული ხაზზე გაჭიმა.
– რიგითო გიორგაძე, გამოდი მწყობრიდან!
გიორგაძე გონწასული გრუხუნით დაეცა.
– რა მოუვიდა? – იკითხა მეთაურმა.
– მწყობრიდან გამოვიდა, პატივცემულო!
***
სვანს გაუჭირდა და ფულის საბეჭდი მანქანა გაყიდა.
***
შვილი ეუბნება მამას.
– ცირკში წავიდეთ რა!
– არ მცალია!
– ლომები და შიშველი ქალები ყოფილან.
– ჰო, ჰო, წავიდეთ, დიდი ხანია ლომები არ მინახავს.
***
მოსამართლე ეკითხება მსჯავრდებულს:
– კიდევ რამის დამატებას ხომ არ ისურვებდით?
– არა, არა! ხუთი წელიც მეყოფა...
***
– ვერ წარმოიდგენ, რა ძნელია ცოლის დაკარგვა.
– ძნელი კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
***
ბნელ შესახვევში ქალი მამაკაცს ხვდება:
– ქალბატონო, უროს ხომ არ იყიდდით?
– რა ჯანდაბად მინდა ურო?
– მაშინ საათი და ბეჭედი მოიხსენით!
– კარგი, – თანხმდება ქალი, რა ღირს თქვენი ურო?
– აღარ იყიდება.
***
მგელი მელას გადაეკიდა და ყოველ დღე ხმარობს. მელიამ ლომთან იჩივლა. ლომმა ჰკითხა მიზეზი. მგელმა – ძალიან მიყვარსო. ლომმა ნება დართო – კვირაში ერთხელ. მგელმა ხუთშაბათს იხმარა, მერე პარასკევსაც. მელიამ იკითხა – აკი კვირაში ერთხელო? მგელმა უთხრა – ეს იქით კვირის ანგარიშში იყოსო. მერე შაბათსაც, მერე კვირასაც – სულ იქითა და იქითა კვირის ანგარიშში. მელია: კარგი მხმარობენ მხმარობენ, ეს ბუღალტერია რაღაზე ავიკიდეო.
***
– ისეთი სიცხე და გვალვა იყო, რომ ძროხები რძის ფქვილს იწველიდნენ.
***
– მარო, გიყურებ და ვფიქრობ:
– კიდევ დავლიო თუ უკვე მამწონხარ?!
***
ახალბედა გინეკოლოგი პირველ მშობიარობაზეა. როცა ყველაფერი დასრულდა პროფესორს აზრი ჰკითხა. მას გაეღიმა და უთხრა:
– დასაწყისისთვის ძალიან კარგია, მაგრამ მომავლისთვის დაიმახსოვრეთ, რომ ტრაკზე ბავშვს უნდა დაუტყაპუნოთ და არა დედას.