ანეკდოტები
***
– მე ჩემს ქმარს ვულკანს ვეძახი.
– რა‚ ასეთი ცხელი და ბობოქარია?
– არა‚ წელიწადში მხოლოდ ორჯერ იფრქვევა ხოლმე.
***
ჭიჭიკია თავის შეფთან ერთად სანადიროდ წავიდა. არაფერი გამოუვიდათ. შეფი უკმაყოფილოა და გაბრაზებული ეუბნება ჭიჭიკიას:
– მიდი‚ კურდღელი მაინც მოკალი და მოხარშე!
– კურდღელი საიდანღა მოვიყვანო?
– არ ვიცი‚ საიდანაც გინდა! მე ცოტას წავთვლემ და რომ გავიღვიძებ‚ მოხარშული იყოს.
ჩრდილში მძინარე შეფს ხორცის სუნმა შეუღიტინა და გახარებულმა წამოწია თავი.
– აი‚ ყოჩაღ! აკი ვერაო?!
– რა ვიცი‚ მოვინდომე... ავიღე თოფი და გავწიე საძებნელად‚ ვხედავ‚ კურდღელია‚ ბახ!!! დაკნავლებაც ვერ მოასწრო‚ აპა?!
***
სასამართლოზე:
– ბრალდებულო‚ თუ სახლში გასაქურდად შეხვედით‚ რატომ მოკალით ყრუ‚ უსინათლო მოხუცი‚ რომელსაც მეორე ოთახში ეძინა?
– აბა‚ რა მექნა‚ იმ ყუთს ეწერა‚ „გახსენით მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგო“.