ანეკდოტები
***
– ძვირფასო‚ შენ რა ეჭვიანი ყოფილხარ?
– შენთან სხვაგვარად არ შეიძლება...
– შეიძლება‚ უბრალოდ‚ არ უნდა დაინახო ჩვენს კარადაში მჯდომ ყველა კაცში ჩემი საყვარელი...
***
– თქვენ ხართ ლომების მომთვინიერებელი? რამდენი ხანია? ცოცხალი როგორ გადაურჩით? თქვენ ხომ ასეთი სუსტი და გამხდარი ხართ.
– საქმეც ეგაა‚ ელოდებიან‚ როდის მოვსუქდები...
***
– მამა‚ ბებია დღეს საშინელი სიტყვებით იწყევლებოდა, – მიეგება სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ბიჭი.
– როგორ?
– ღმერთო‚ ეს ტელევიზორი სწორედ ფეხბურთის დაწყების წინ გააფუჭეო.
***
– იცი‚ როგორ უნდა დააღწიო თავი აბეზარ მამაკაცს? როცა შეგეკითხება‚ ამ საღამოს რას აკეთებო‚ უპასუხე: სამი საათისთვის ვენეროლოგთან ვარ დაბარებული‚ შემდეგ კი თავისუფალი ვარო.
***
ექიმი პაციენტს ეკითხება:
– აბა‚ როგორაა საქმე‚ უკეთესობაა‚ აღდგა მეხსიერება?
– რა თქმა უნდა, უკეთესობაა‚ მაგრამ შენ ვინ გკითხავს‚ რა შენი საქმეა‚ რაში გაინტერესებს ჩემი ამბავი?
***
პატრულმა მანქანა გააჩერა:
– თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარეს!
– კი მაგრამ‚ აქ ხომ საგზაო ნიშანია – „გასწრება აკრძალულია“.
– მერედა‚ ეს რა შუაშია?
– სწორედ ეგ გავითვალისწინე და ისეთი სიჩქარით მოვდიოდი‚ ვინმეს რომ არ გაესწრო.