კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: სამი თვის წინ მოქალაქემ მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩემს მეუღლეს. სამკურნალოდ დასჭირდა მედიკამენტები და ოპერაცია. მას ძალიან შეერყა ჯანმრთელობა და ვეღარ მუშაობს. აუნაზღაურდება თუ არა ზარალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამნაშავეს დაიჭერენ?

პასუხი: მან უნდა შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ზარალის ანაზღაურების თაობაზე.

კითხვა: ბანკის სალაროს ერთ-ერთმა მოლარემ კლიენტს 1 000 ლარის ნაცვლად 1 500 ლარი გადასცა. კლიენტმა მოლარის შეცდომა შენიშნა, მაგრამ ამის შესახებ არ აცნობა. ისჯება თუ არა ასეთი მოქმედება?

პასუხი: დიახ, რადგან ამ შემთხვევაში კლიენტის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – თაღლითობა.

კითხვა: ადმინისტრაციული წარმოებისას გადაწყვეტილება, აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, გამოიცა ზეპირად, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს. კანონიერია თუ არა ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების ზეპირად გამოცემა?

პასუხი: კანონიერია, ვინაიდან გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება მოსახლეობის ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს, კანონმდებლობის მიხედვით, გადაწყვეტილება შეიძლება ზეპირადაც გამოიცეს.

კითხვა: მოქალაქემ საცხოვრებელი სახლი მიაქირავა სხვას, რომელმაც გაუფრთხილებლობით გააჩინა ცეცხლი. ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაიტბორა მეზობლების საცხოვრებელი ფართი. მეზობლები ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ გამქირავებელს. სამართლიანია ეს თუ არა?

პასუხი: არა, რადგან ხანძრის ჩაქრობით მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.

კითხვა: მოქალაქე რძალს შეჰპირდა, რომ საცხოვრებელ სახლს ანდერძით მას დაუტოვებდა. ამ იმედით, რძალმა ჩაატარა სახლის კაპიტალური რემონტი. მოგვიანებით კი პატრონმა მთელი თავისი ქონება დისშვილს უანდერძა. რძალმა მოითხოვა კაპიტალური ხარჯების კომპენსაცია. კანონიერია თუ არა მოთხოვნა?

პასუხი: დიახ, რადგან პირს, რომელიც გადასცემს მეორე პირს რამეს, არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს რაიმე ქმედება, შეუძლია, გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელის მიზანს.

კითხვა: არის თუ არა გათვალისწინებული ვადები სარეკლამო მასალის შენახვისთვის, თუ არის, როგორი?

პასუხი: რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი ვალდებულნი არიან, შეინახონ სარეკლამო მასალები ან მათი ასლები, მათში შემდგომი შეტანილი ყველა ცვლილებების ჩათვლით, რეკლამის უკანასკნელად გავრცელების დღიდან 2 თვის განმავლობაში. ხოლო, თუ სარეკლამო მასალა გახდა სადავო – შესაბამისი ორგანოების მიერ ამ დავის გადაწყვეტამდე.

კითხვა: მოქალაქემ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვა მოქალაქე მამათმავალია. დაისჯება თუ არა ის ასეთი საქციელისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობით?

პასუხი. არ დაისჯება, რადგან მას არ გაუვრცელებია ინფორმაცია აღნიშნული მოქალაქის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მამათმავლობა კი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი საქმიანობა არ არის.

კითხვა: გამყიდველმა მომხმარებელს მიჰყიდა გადასაყრელად გამზადებული, ვადაგასული ძეხვი, რის შედეგადაც მყიდველი გარდაიცვალა. აგებს თუ არა ის პასუხს?

პასუხი: დიახ, რადგან მისი ქმედება შედეგის დადგომის აუცილებელი პირობა იყო.

კითხვა: საჯარო მოსამსახურეს დაედო დისციპლინური სასჯელი, რომლის მოქმედების პერიოდში მან განცხადებით მიმართა უფლებამოსილ თანამდებობის პირს საშვებულებო დახმარების შესახებ, რაზედაც უარი მიიღო. კანონიერია თუ არა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოქმედება?

პასუხი: კანონიერია, ვინაიდან უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს უფლება, დისციპლინური პასუხისმგებლობის პერიოდში მოსამსახურეს საშვებულებო დახმარება საერთოდ არ მისცეს.

კითხვა: მოსამართლემ განიხილა სამოქალაქო საქმე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. აღნიშნული საქმე კვლავ იმავე მოსამართლემ განიხილა. ჰქონდა თუ არა უფლება მოსამართლეს მის მიერ ერთხელ განხილული საქმე მეორედ განეხილა?

პასუხი: დიახ, რადგან პირველი ინსტანციით საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს, ამ საქმის განხილვაში მონაწილეობა კანონით ეკრძალება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

კითხვა: ნათესავმა მეუღლესთან ერთად ააშენა საცხოვრებელი სახლი. სასამართლოს განჩინებით დადგინდა, რომ ეს ქონება მის მიერ შეძენილია დანაშაულებრივი გზით. დაზარალებულმა მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, აგარაკისა და სხვა ქონებიდან. კანონიერია თუ არა ასეთი მოთხოვნა?

პასუხი: ნაწილობრივ, რადგან ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარად, გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან, ან თანასაკუთრების მისი წილიდან, რომელსაც ქონების გაყოფის შემთხვევაში მიიღებდა.

კითხვა: მამკვიდრებლის სიცოცხლეში შვილი ცნეს უღირს მემკვიდრედ. მოგვიანებით ორივე გარდაიცვალა. შვილიშვილმა მოითხოვა პაპის ქონებიდან ის წილი, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მის გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. სწორია თუ არა მოთხოვნა?

პასუხი: სწორია, რადგან მემკვიდრეობით უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით.

კითხვა: მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შემდეგ სასამართლოში სარჩელი აღიძრა მის მიმართ როგორც მამკვიდრებლის, ისე მემკვიდრის კრედიტორის მიერ. სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მამკვიდრებლის კრედიტორს და მისი მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: დიახ, რადგან არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

კითხვა: მამკვიდრებლის ქალიშვილმა სამკვიდროს გახსნის დღიდან ორი თვის გასვლის შემდეგ განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. სანოტარო ორგანომ იმავე დღეს გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის ქალიშვილზე, ისე რომ არ გაარკვია, მამკვიდრებელს ჰყავდა თუ არა სხვა მემკვიდრეები. სწორად ჩატარდა თუ არა სანოტარო მოქმედება?

პასუხი: სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.


скачать dle 11.3