კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სარგებლობა მოაქვს ჯარს



„ქუჩა-ქუჩა დავდივარ და გულით სევდას დავატარებ“



საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამ ბედკრული ქვეყნის ისტორიას არა მხოლოდ ვარცხნილობით შემორჩება: მომავალ თაობებს ბ-ნი გილაური იმითაც დაამახსოვრდება, რომ სწორედ მისი პრემიერმინისტრობისას გავიდნენ მინისტრები ქუჩაში. ამ გასვლის მიზეზი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, თავის დროზე, ანუ ქუჩაში გასვლამდე, ასე ახსნა: ტელევიზიებით საკუთარი მუშაობის წარმოჩენის საშუალება არ გვაქვსო (მართლაცდა, აბა, როგორ ექნებათ, როდესაც ქართული საერთო მაუწყებლები სრულიად დამოუკიდებლად არჩევენ სამაუწყებლო თემებს?!). მინისტრები, მართალია, ერთი მხრივ, ქუჩა-ქუჩა დადიან თვალსაჩინოებებით ხელში (დაახლოებით, ასე: „ქუჩა-ქუჩა დავდივართ და თვალსაჩინოებებსაც დავატარებთ“), მეორე მხრივ კი, პრეზიდენტსაც შეხვდნენ (ალბათ, პრინციპით: ანგარიში ჯერ ხალხს, შემდეგ – პრეზიდენტს!). პირველმა პირმა მინისტრები შეაქო – თავდაპირველად ცოტა უხერხულად გრძნობდით თავს, მაგრამ შემდეგ თავდაჯერებულობა შეგემატათო! მეტიც, აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა (და მერე რა, რომ „ვედეენხა“ საბჭოეთის სავიზიტო ბარათი იყო?!). ასეა თუ ისე, მთავრობა კმაყოფილია და ამ კმაყოფილებაში მარტო რომ არ დარჩეს („ვიწყებთ მეორე განყოფილებას“), სულ მალე მინისტრები პარლამენტსაც ეწვევიან, „რათა პარლამენტის ფორმატში გააანალიზონ მოსახლეობის შეკითხვები და შეფასებები“! მეორე მხრივ, მთავრობისვე ინფორმაციით, ხალხი ნანახით კმაყოფილია, განსაკუთრებული ხალხმრავლობა კი, თურმე, თავდაცვის სამინისტროს პავილიონთან შეინიშნება, რაც, თავისთავად, ბადებს რიტორიკულ კითხვას: რა სარგებლობა მოაქვს შეიარაღებას, თუკი ბრძოლის ველიდან უკანმოუხედავად გამოიქცევი?!


скачать dle 11.3