კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინური ბანკების შემოსავლები გასამმაგდა


ჩინეთში საკრედიტო ბუმია. ამ ქვეყანაში ფინანსური წინსვლა ჯერ კიდევ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაიწყო. საბანკო სექტორის შემოსავლები ამ ქვეყანაში ელვისებური სისწრაფით იზრდება, თუმცა ამან კრედიტების დაუბრუნებლობა და ამის გამო ჩინური ბანკების პირადი შემოსავლების შემცირება გამოიწვია. ჩინური ბანკი isbs-ს შემოსავალმა 2010 წლის პირველ ნახევარში 84,6 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც 12,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ეს მაჩვენებელი 27 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მონაცემი. ექსპერტები და ეკონომიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ isbs-ს უკვე ზედიზედ მესამედ ეძლევა შანსი მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიან ბანკად დასახელდეს. თუმცა, ამ ბანკის მსგავსად სხვა ჩინური ბანკების შემოსავლებიც გაიზარდა. 2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთან შედარებით, ჩინური ბანკების შემოსავლები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 20-30 პროცენტით გაიზარდა. ექსპერტებმა ჩინური ბანკების წარმატების ძირითადი საიდუმლო ადვილად ამოხსნეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკები ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ და გაძლიერებულად ახდენენ ქვეყნის ეკონომიკის კრედიტირებას მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დასაწყისიდან. 2009 წლის პირველი ნახევრიდან კრედიტების გაცემა სამჯერ გაიზარდა, რამაც შემოსავლების ზრდაც განაპირობა. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შემოსავლების ზრდა მოკლევადიანი იქნება და 2011 წლისთვის მისი მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.


скачать dle 11.3