კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა პეტრე პირველი ქართველი და იცოდა თუ არა მან, რომ იგი კახელი ბატონიშვილის უკანონო ძე იყო



დიდი ხანია, გრძელდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მამა. ჭორის დონეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ თანდათან პუბლიცისტიკაში და ისტორიოგრაფიაშიც გადაინაცვლა. ვინ იყო პეტრეს ნამდვილი მამა, ეს საიდუმლო საფლავში წაიღო თან მისმა დედამ, ნატალია ნარიშკინამ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ამჟამად ცნობილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე, გამოვთქვათ ვარაუდი ზემოხსენებულ საკითხზე. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.





– საიდან გაჩნდა ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმოშობის თაობაზე?

– მიჩნეული იყო, რომ ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის შესახებ შექმნეს ქართველებმა. ყოველ შემთხვევაში რუსებს დღესაც ასე სჯერათ. სინამდვილეში, ეს ვერსია, რუსული წყაროებიდან იღებს სათავეს. 1689 წელს რუსეთის ისტორიაში მოხდა გაუგონარი ამბავი. იმ ხანად, რუსეთში, მეფის საყრდენ ძალას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული სტრელცების (მსროლელთა) ჯარი. სტრელცებს ევალებოდათ მეფის დაცვა, ისინი ძირითადად, დედაქალაქში, მოსკოვში იყვნენ განლაგებულნი. სრულიად მოულოდნელად, 1689 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სტრელცები მოსკოვიდან აიყარნენ და დედაქალაქის მახლობელ სოფელში მყოფი პეტრე პირველის მოსაკლავად გაემართნენ. დიდხანს აუხსნელი იყო, თუ ასე რამ გააბოროტა მეფის მიმართ სტრელცები. პეტრე სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტრელცებთან 7 აგვისტოს საღამოს მივიდა პეტრეს ნახევარდა, მეფე ალექსის ქალიშვილი პირველი ცოლისგან – სოფიო და აუწყა მათ, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა არა მამამისის, მეფე ალექსი მიხეილის ძის კანონიერი შვილი, არამედ ქართველი ბატონიშვილის, ნიკოლოზისა და მეფე ალექსი მეორის ცოლის, ნატალია ნარიშკინას უკანონო შვილი – პეტრე. სოფიო ტახტისათვის იბრძოდა, მაგრამ ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა, სანამ ვაჟი მემკვიდრე, ანუ პეტრე ცოცხალი იყო. კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად სოფიოს სამეფო ოჯახისათვის მეტად სამარცხვინო საიდუმლო საქვეყნოდ უნდა გამოეცხადებინა, რადგან მითქმა-მოთქმით და ჭორებით პეტრეს ვერ ჩამოიცილებდა.

– რომელ ქართველ ბატონიშვილს გულისხმობდა პეტრეს ნამდვილ მამად სოფიო?

– ის, ვისაც რუსული წყაროები, ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიებენ, იყო კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე (შემდგომში ჯერ ქართლის, ხოლო შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე, ხოლო მოგვიანებით შაჰის გვარდიის სარდალი – ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი). ბატონიშვილი ერეკლე, ბაბუამ, თეიმურაზ პირველმა, რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა, სადაც მან 20 წელი დაჰყო. იგი ახლო ურთიერთობაში იყო მეფე ალექსი მიხეილის ძესთან და საერთოდ, რუსულ არისტოკრატიასთან. მოხდენილი გარეგნობის ქართველი ბატონიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. მან მეფე ალექსის მეორე ცოლი, დედოფალი ნატალია ნარიშკინა გაიცნო, მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. ნატალია ნარიშკინა იზრდებოდა თავისი ნათესავის, გავლენიანი თავადის, არტამონ მატვეევის ოჯახში. იმ დროს, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ ნატალია რუსეთის დედოფალი გახდებოდა. არტამონ მატვეევი დაინტერესებულიც კი იყო, რომ მისი ნათესავი, კახეთის მეფის შთამომავალს გაჰყოლოდა ცოლად. ასე რომ, ერეკლესა და ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა.

– მაშ, როგორ გახდა ნატალია ნარიშკინა მეფე ალექსის კანონიერი თანამეცხედრე და რუსეთის დედოფალი?

– მეფე ალექსის პირველი მეუღლე იყო მარია მილოსლავსკაია. პირველი ქორწინებიდან, ალექსის ჰყავდა 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი. მეფის ხუთივე ძე, დაბადებიდანვე ავადმყოფები იყვნენ. ეს ავადმყოფობა მემკვიდრეობითი იყო და როგორც ჩანს გადადიოდა სისხლით. თვითონ ალექსი ძალიან კარგი პიროვნული თვისებების და ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ორგანიზმი მემკვიდრეობით ავადმყოფობას მაინც ატარებდა. ავადმყოფი იყო ალექსის მამა. პირველი რომანოვი მეფე – მიხეილი. კერძოდ, მისი ავადმყოფობა გამოიხატებოდა გონებრივ სისუსტეში და გადაადგილების უნარის შეზღუდვაში. ალექსი, თითქოს მამას არ ჰგავდა, გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ძლიერი იყო, ძალიან უყვარდა ნადირობა და პირადად მონაწილეობდა ომებში პოლონეთის წინააღმდეგ. დაახლოებით 40 წლის ასაკში მას ჯანმრთელობამ უმტყუნა, ერთბაშად მოტყდა და ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა. რაც, როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეობითი ავადმყოფობის შედეგი იყო. ალექსის 3 ვაჟი: დიმიტრი, ალექსი და სემიონი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ, 2 დანარჩენი, თევდორე და ივანე მძიმე ავადმყოფები იყვნენ. მართალია, თევდორე გონებრივად განვითარებული იყო, მაგრამ სისხლძარღვების დაავადება სჭირდა და ამის გამო გადაადგილების უნარი იმდენად ჰქონდა შეზღუდული, რომ პრაქტიკულად, სასახლიდან ვერ გამოდიოდა. უფლისწული ივანე კი გონებაშეზღუდულიც იყო და სუსტი მხედველობაც ჰქონდა. 1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე დედოფალი მარია. ცხადი იყო, რომ რუსეთს სამეფო ტახტზე ასაყვანად ჯანმრთელი უფლისწული არ ჰყავდა, ამიტომ უნდოდა თუ არა, ალექსის მეორედ უნდა ექორწინა. არადა, ამ დროისათვის, მეფე ფიზიკურად ძალზე დაუძლურებული იყო. ალექსიმ კარგად იცოდა – რომ ცოცხლად დარჩენილი მისი 2 ვაჟიდან, თევდორედან და ივანედან ვერც ერთი ვერ იმეფებდა, რაც დასაბამს მისცემდა ტახტისათვის ბრძოლას. მეფის კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, ის დაარწმუნეს, რომ უნდა ექორწინა, რადგან ქვეყანას, ჯანმრთელი უფლისწული სჭირდებოდა. მეფე როგორც ჩანს, მაინც ყოყმანობდა, მაგრამ მეორედ დაქორწინდა. ნატალია ნარიშკინა მეფეს გააცნეს თავად არტამონ მატვეევის ოჯახში.

– რატომ გაჩნდა ეჭვი, იმის თაობაზე, რომ პეტრე დიდის მამა არ იყო მეფე ალექსი?

– მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, ხოლო პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. ქორწინების დროისათვის, როგორც აღვნიშნეთ, მეფე ალექსი ფიზიკურად დაუძლურებული იყო, თუმცა ასაკი დიდი არ ჰქონდა – მხოლოდ 42 წლისა გახლდათ, ხოლო დედოფალი ნატალია ნარიშკინა 20 წლის ჯან-ღონით სავსე ლამაზი ქალი იყო. ერთ-ერთ სანდო, რუსულ წყაროში, დაცულია ცნობა, რომელიც იუწყება შემდეგს: სამეფო კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, კარგად იცოდნენ, რომ მეფე შვილს ვეღარ გააჩენდა და არ იყო არავითარი გარანტია იმისა, რომ თუ გააჩენდა, ისიც ისეთივე ავადმყოფი არ იქნებოდა, როგორიც ალექსის 5 ვაჟი. არადა, მეფე ალექსი, შეიძლებოდა, ძალიან მალე გარდაცვლილიყო (მეფე ალექსი ქორწინებიდან მეექვსე წელს გარდაიცვალა). შეშფოთებული ბოიარები იძულებული გამხდარან, ეღიარებინათ: მეფე ალექსი შვილს ვერ გააჩენს, მაგრამ შვილის გაჩენა შეუძლია ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზს, როგორც ისინი უწოდებდნენ ერეკლე ბატონიშვილს. ბოიარებისთვის, ხომ კარგად იყო ცნობილი ნატალიასა და ერეკლეს ინტიმური ურთიერთობა. მეფე ალექსისა და ნატალიას ქორწილზე, ულამაზესი ბატონიშვილი ერეკლე, ქორწილის მესტუმრე იყო, ანუ საპატიო სტუმრების მიღება მას ევალებოდა. ეს მოვალეობა, ალექსიმ მეგობრული ურთიერთობის გამო დააკისრა ერეკლეს.

– ნუთუ, სასახლის კარზე ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, რომ რუსეთის დედოფალს, ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბატონიშვილთან?

– ცხადია, აქცევდნენ, მაგრამ ბოიარები გარკვეულ დრომდე ითმენდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი ბატონიშვილი ერეკლე ცივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან. როგორც ჩანს, რუსების თავმოყვარეობა ზომაზე მეტად შეილახა. ერეკლეს მოსკოვიდან გამოძევებიდან ერთი წლის შემდეგ, მეფე ალექსიც გარდაიცვალა.

– როგორ ფიქრობთ, იცოდა თუ არა პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ?

– ძნელი სათქმელია, დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პეტრემ ჭორის დონეზე მაინც იცოდა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში, სრულიად მოულოდნელად მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან, როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში, ნატალია, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს, მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს (ამ წერილების ასავალ-დასავალი დღეს ჩვენთვის უცნობია). ნატალია ნარიშკინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იქნებოდა. მართალია, უკანონო შვილის გაჩენით, მას დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ როგორც მორწმუნე, თუ მანამდე არა, სიკვდილის წინ მაინც მოვალე იყო მოძღვრის წინაშე, აღსარებაში ჩადენილი ცოდვა მოენანიებინა და შვილისათვის ეთქვა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აღასრულა თუ არა ნატალიამ მორწმუნის ვალი, არავინ იცის. რაც შეეხება პეტრე პირველს, მას საქართველოს მიმართ სიყვარული არ გამოუმჟღავნებია, პირიქით, ქართლის მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, უღალატა კიდეც. სამაგიეროდ, პეტრე ძმასავით ეპყრობოდა ქართველ ბატონიშვილს ალექსანდრეს, რომელსაც რუსეთის არტილერიის უფროსობა უბოძა და დიდი ფულიც გაიღო იმისათვის, რომ ალქსანდრე შვედების ტყვეობიდან გამოეხსნა. არსებობს, არცთუ მთლად სანდო წყარო, იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლებისას, პეტრემ აღნიშნა, რომ იგი ძირძველი დინასტიის შთამომავალი იყო. რომელ დინასტიას გულისხმობდა, პეტრეს არ დაუზუსტებია, მაგრამ ცნობილია, რომ რომანოვები იმ დროს ძირძველ დინასტიად ვერ ჩაითვლებოდნენ, რადგან პირველი რომანოვი, ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდა.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3