„თბილისელების“ სამზარეულო
სალათა ბერძნულად
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ცალი წითელი ხახვი, 2 სადილის კოვზი ლაიმის წვენი, 2 ცალი ყვითელი, ბულგარული წიწაკა, 4 ცალი პომიდორი, 1 ცალი კიტრი, 30 გრამი მწვანე სალათის ფოთლები, 150 გრამი ყველი, შავი ზეთისხილი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი გაარჩიეთ, გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად. დანამეთ ლაიმის წვენით და გააჩერეთ მაცივარში 10 წუთი. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით პატარა კუბიკებად. პომიდორი გარეცხეთ, კარგად შეამშრალეთ. კანი და შიგთავსი მოაშორეთ და რბილობი დაჭერით. კიტრი კარგად გარეცხეთ. არ გათალოთ, ისე დაჭერით კუბიკებად. სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ და ჩაყარეთ სასალათეში. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ამ ფოთლებზე. აურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთში არეული ლაიმის წვენი და მორთეთ ზეთის ხილით.