კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გახდება მაკა ცინცაძე ვერასოდეს მილიონერი


მაკა ცინცაძე: კომფორტი ძალიან მიყვარს, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. ჩემთვის გარემო უნდა იყოს უპირველესად კომფორტული და ამაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო არ იგულისხმება. ეგეც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ურთიერთობები არ მაქვს კომფორტული, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ყველაზე დიდ დისკომფორტს კონფლიქტი და კონფლიქტური სიტუაციები მიქმნის. სულერთია, ახლობლებთან, თუ უბრალოდ ნაცნობებთან. ასე რომ, კომფორტი იმაზე გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

– შეგიძლაით „ველური“ დასვენება?

– კარავში და საძილე ტომრით? კი, შემიძლია. თუმცა მოგატყუებ, რომ გითხრა, ძალიან მომწონს-მეთქი, ან დიდხანს გავუძლებ ამას-მეთქი. მაქსიმუმ, ორი დღე. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ყინვაში კლდეზე ჩამოკიდებულებმა დაიძინონ და თქვან, არაჩვეულებრივად დავისვენეთო.

– როცა სახლში რაღაც ფუჭდება, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთი, მშვიდად ხართ?

– შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდად ვარ. საკუთარი ხელით ბევრს ვერაფერს შევაკეთებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადავდებ პრობლემის მოგვარებას შემდეგისთვის. ვერ ვუყურებ დიდხანს შესაკეთებელ ნივთს. გამორიცხულია. თუ სახლში ვარ და მცალია, მაშინვე გამოვიძახებ ხელოსანს.

– ჩხირკედელა იყავით, ბავშვობაში?

– არა. არ ვყოფილვარ მავნე და აბეზარი ბავშვი. მომწონს და ვაფასებ, თუკი ქალს ესმის ელექტროობა და აქვს უნარი რაღაც თავისი ხელით შეაკეთოს, მაგრამ მე ვერ დავიკვეხნი ამით. კერვა შემიძლია, რაღაც დონეზე (იცინის).

– მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩხირკედელობა უფრო კაცის საქმეა.

– კი, უნდა მოახერხოს კაცმა და სასურვლია, რომ გააკეთოს. მაგრამ, შენც თუ იცი, რა არის ამაში ცუდი. მე მიმაჩნია, რომ თუ კაცმა ხელში ჩაქუჩის ჭერა არ იცის, მაგრამ ამას სხვა ღირსებებით აკომპენსირებს, ნაკლად არ უნდა ჩავუთვალოთ.

– მოდი, ყველაზე ხალისიან თემაზე გადავიდეთ – „შოპინგი“!

– ოჰ, ეგ მართლაც ძალიან სასიამოვნო თემაა (იცინის). მხარჯველი ვარ, თუ არა? – ფული იმიტომ არის, რომ დაიხარჯოს. კი, ვარ მფლანგველი. ხომ ხედავ, გამოვტყდი. თანაც შეუდარებელი მფლანგველი. აბსოლუტურად ყველაფერში შემიძლია, დავხარჯო ფული. მთავარია, დასახარჯი იყოს. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა ჩანთები, ფეხსაცმელები, აქსესუარები. კაფეშიც სიამოვნებით დავხარჯავ, გემრიელ ვახშამში, მეგობრებთან. ერთი სიტყვით, ფული კარგია მაშინ, როცა გაქვს და იხარჯება (იცინის).

– ვინც ასე ფიქრობს, ვერასოდეს აგროვებს ფულს.

– ვიცი, მე რომ ვერასოდეს გავმდიდრდები და ვერც მილიონერი გავხდები, თუ ვიღაცამ ერთბაშად მილიონი არ მომცა, ან ლატარიაში არ მოვიგე, ამასაც ვხვდები (იცინის). პირდაპირ მილიონიც რომ მომცე, მაინც არაფერი შეიცვლება. იმიტომ, რომ ძალიან მალე გაიფლანგება, რა თქმა უნდა, სიამოვნებაში. მაგრამ, მარტო ჩემს სიამოვნებაში არა. აბსოლუტურად ყველას გავახარებ და ვასიამოვნებ, ვინც ჩემს გარშემოა. ძალიან ხელგაშლილი ვარ და მსიამოვნებს, როცა ჩემ საყვარელ ადამიანებს გულს ვუხარებ. მე თუ მაქვს, ყველასთვის მაქვს.

– ყოფილა შემთხვევა, გიყიდია რამე და მერე აღარც კი მიკარებიხარ?

– როგორ არა. ყოფილა შემთხვევა, მართლაც გადავრეულვარ რაღაცაზე, მიყიდია მაგრამ მერე აღარ მომწონებია. ეს, ძირითადად, სამოსს ეხება. ბრენდები მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ უცხოეთში შეიძლება კარგი ნივთებისა და ბრენდის ყიდვა. აქაც ბევრი ხარისხიანი და კარგი ნივთი მიყიდია.

– სამზარეულოში როგორ არის საქმე?

– ძალიან კარგად (იცინის). როცა მინდა, რაღაც კარგად მოვამზადო, ვაკეთებ. მაგრამ, არ ვეთანხმები იმას, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, მის კუჭზე გადის. ძალიან დიდი სისულელეა. ნებისმიერ ქალს შეუძლია სულ უბრალო კერძი განსხვავებულად და თავისებურად მოამზადოს. ინდივიდუალიზმი კერძის მომზადებაშიც ვლინდება, თუკი ის საერთოდ გაქვს.


скачать dle 11.3