სერენამ ოპერაცია გაიკეთა
მსოფლიოს ჩოგბურთელ ქალთა პირველი ნომერი – სერენა უილიამსი ტრავმას იშუშებს და საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება, თუმცა, გასულ კვირას მან საქველმოქმედო ვახშამში მიიღო მონაწილეობა და გარშემო მყოფნი შოკში ჩააგდო. მართალია, სერენა ძლიერი ჩოგბურთელია, მაგრამ სილამაზითა და სხეულის ფორმებით აშკარად ვერ დაიკვეხნიდა. თუმცა, საქველმოქმედო ვახშამზე მისული უილიამსი აშკარად შეცვლილი იყო.
„სერენას არც ზედმეტი ხორცები ეკიდა, ცხვირიც აშკარად შეცვლილი ჰქონდა და ამასთან ერთად, ყვრიმალებთან და ყბებთანაც ეტყობოდა, პლასტიკური ქირურგის ხელი“, – წერს ამერიკული პრესა.
მართალია, თავად უილიამსმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, სულ ასეთი ვიყავიო, მაგრამ ამის ნაკლებად სჯერათ.