კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მინდვრიდან – ყინულზე


ილჰან მანშიზი თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი თურქეთის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და მუნდიალზე გოლიც გაიტანა. მერე კარიერა გერმანიაში გააგრძელა, თუმცა, მას გზაზე გადასვლისას, მანქანა დაეჯახა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. ორი წლის განმავლობაში, მანშიზი ამ ტრავმას მკურნალობდა, მერე კი დიდ ფეხბურთში დაბრუნება სცადა. თუმცა, არაფერი გამოუვიდა და შარშან კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება. ამის მიუხედავად, ილჰანი აქტიური სპორტიდან არ წასულა და ციგურებზე შედგა. ყინულზე სრიალი მანშიზს ისე მოეწონა, თავის პარტნიორ, სლოვაკ ოლგა ბესტანდიკოვასთან ერთად მონაწილეობა თურქეთის ჩემპიონატში მიიღო და... ოქროს მედალიც მოიპოვა.

„კარიერა ოლგასაც დასრულებული ჰქონდა და ძლივს დავიყოლიე, რომ ისევ ყინულზე დაბრუნებულიყო. ჩვენ კიდევ მივიღებთ შიდა ჩემპიონატში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონის ტიტულს შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე თურქეთის სახელით ვისრიალოთ“, – ასეთია მანშიზის ოცნება და ვნახოთ.


скачать dle 11.3