კოულის ცოლი მანქანიდან ჩამოსვეს
ინგლისში ფეხბურთელების ქონებაზე ნადირობა გრძელდება და კრიმინალებს ძირითადად ვარსკვლავები ჰყავთ ამოჩემებული. გასულ კვირას, მათ „ჩელსიდან” „ლივერპულში” გადასული ჯო კოული ასიამოვნეს. როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები იუწყებიან, ეს იყო თავხედობის უმაღლესი გამოვლინება.
კოული სახლიდან გადიოდა, მისი მეუღლე კი მანქანაში იჯდა და ქმარს მოთმინებით ელოდა. ამ დროს, მანქანასთან სამი ნიღბიანი მივიდა, ჯოს ცოლი – კარლა ცუკერი „აუდიდან” თმებით გადმოათრიეს და სანამ ფეხბურთელი სახლიდან გამოვიდა, „აუდი” წაიყვანეს. სამართალდამცველები დამნაშავეებს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ, კარლას კი შიშები დასჩემდა და მას შემდეგ საჭესთან ვეღარ ჯდება.