შავი შოკოლადი თრომბის წარმოქმნას აფერხებს
ნონა დათეშიძე
შავი, მწარე შოკოლადი აქვეითებს სისხლის წნევას და აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ საკვები პროდუქტებიდან შაქრის შეწოვას. შავი შოკოლადი შეიცავს ფლაკონოიდ-ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე, აფერხებს თრომბების წარმოქმნას.
იმ ადამიანებს, ვინც ხშირად მიირთმევს ამ შავ სასუსნავს, ურეგულირდებათ წნევა და ემატებათ ინსულინისადმი მგრძნობელობა.
თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მწარე შოკოლადი კალორიულია და კერძოდ, ასი გრამი მწარე შოკოლადი, დაახლოებით, 500 კალორიას შეიცავს. ამიტომ, მისი დიდი დოზით ჭამა არ არის რეკომენდებული.