პომიდვრის ჭამა ორსული ქალებისთვის აუცილებელია
ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით თქვენ A ვიტამინის დეფიციტს ადვილად შეივსებთ.
დაახლოებით, ორასი მილილიტრი პომიდვრის წვენი ერთ მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა სამი მილიგრამია.
კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.
პომიდორში, ასევე, ბევრია სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინებიც, მაგალითად, C, B, B1, B12, PP და K, ასევე, ფოლის მჟავა, მინერალური მარილები.
პომიდორში მცირე რაოდენობით არის: ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავა. ეს უკანასკნელები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებენ ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.
პომიდვრის ჭამის დროს თქვენს ორგანიზმს კაროტინის მარაგით „კვებავთ“.
სხვათა შორის, პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს.
პომიდვრის რბილობი ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად უებარი წამალია. კალციუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო კი, ის, უბრალოდ, აუცილებელია ორსული ქალებისთვის.