კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ბრალია გარდატეხის ასაკში არსებული უცნაურობები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე


ბავშვობიდან დიდობისკენ გარდამავალ ხანას, გარდატეხის ასაკს უწოდებენ. გოგონებში ეს ასაკი 10-11 წლიდან იწყება, ხოლო ბიჭებში 12-14 წლიდან და მთავრდება 15-16 წლის ასაკში. ამ პერიოდში ორგანიზმში მიმდინარეობს ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები, რის გამოც მოზარდის ცხოვრება საგრძნობლად იცვლება. ეს მათ გარეგნობაზეც აისახება. გოგონებს ეზრდებათ სარძევე ჯირკვლები, ბიჭებს ამოსდით წვერ-ულვაში და სხვა უამრავი ცვლილება ხდება. ამ ასაკში გასათვალისწინებელია უამრავი რამ. რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას მოზარდს გარდატეხის ასაკში და რისი ბრალია ეს უცნაურობანი, ამ თემებზე გვესაუბრება გინეკოლოგი მეგი ბერუჩაშვილი.


– რა პრობლემები იჩენს თავს ყველაზე ხშირად მოზარდ გოგონებში?

– როდესაც ახალგაზრდა გოგონა მიდის გინეკოლოგთან და აქვს რაიმე სახის ჩივილი, ამ შემთხვევაში, უნდა გაიმიჯნოს ორი სახის პრობლემა. პირველი, ეს არის ადრეული სქესობრივი ურთიერთობა და ეს შეიძლება იყოს არარეგულარული, რასაც მოჰყვება სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა სახის დაავადებების მანიფესტაცია. იმის გამო, რომ არ აქვთ ზოგადი ცოდნა გინეკოლოგიური პათოლოგიების შესახებ, ხშირად ხდება, რომ ასეთი დაავადებები ღრმა პროცესებში გადაიზრდება ხოლმე. ეს უმეტესწილად, ხდება ახალგაზრდა გოგონებში; მეორე საკითხი, რომლის გამოც ასევე ხშირად აკითხავენ გინეკოლოგს, ეს არის ახალდაქორწინებულ წყვილებს შორის არსებული პრობლემები. როდესაც გოგონა 16 წლამდე ან ნაკლები ასაკისაა, ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ის პროცესები, რომელიც ქალს შვილოსნობისთვის ამზადებს.

– სანამ ახალგაზრდა გოგონა დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, თუ არის აუცილებელი გინეკოლოგთან კონსულტაცია?

– რა თქმა უნდა, სასურველია, სანამ გოგონა სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს, გაესინჯოს გინეკოლოგს და ანალიზები აიღოს, რამე პრობლემა ხომ არ აქვს. ახლახან დაიწყო ახალი პროგრამა, ქალბატონი სანდრა რულოვსის ინიციატივით, ახალგაზრდა გოგონებში კეთდება ახალი სახის აცრა. ეს არის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა. ეს ვირუსი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. ეს სიმსივნე იმდენად მომრავლდა, რომ, პროცენტული მაჩვენებლით, პირველი ადგილი უჭირავს სიმსივნეებს შორის. ამიტომ, საჭიროა, მას დიდი ყურადღება მივაქციოთ.

– ყველაზე ხშირად რა ჩივილებით გაკითხავენ მოზარდი გოგონები?

– გასათხოვარ გოგონებში უფრო მეტად სოკოვანი დაავადებების რისკი არსებობს, რომლის დროსაც აწუხებთ ქავილი, გამონადენი, ეგრეთ წოდებული შლა და ამაში საგანგაშო არაფერია, იმ თვალსაზრისით, რომ ამის მკურნალობა შეიძლება. ხოლო, თუ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული აქვთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მეტი პრობლემები იჩენს თავს. ძირითადი ჩივილები, ეს არის სხვადასხვა ვირუსმატარებლობა. ეს იქნება ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, – ეს არის ვირუსები, რომლებიც შეიძლება, ჰქონდეს ქალს და იგი ამას ვერ გრძნობდეს. ამიტომ, ადამიანი ყოველთვის უნდა იტარებდეს სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რათა ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას.

– სხვა რა პრობლემები შეიძლება, შეექმნათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში და როგორ გავუმკლავდეთ მათ?

– გარდატეხის ასაკში ხდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. ამ პროცესს შეიძლება პატარ-პატარა პრობლემები მოჰყვეს. ამ დროს გოგონებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, აწუხებთ ტკივილი ჯირკვლების მიდამოში, უმუქდებათ კანი ძუძუსთავების გარშემო, ტანზე თმიანობა ემატებათ. ბიჭებს კი ამოსდით წვერ-ულვაში, უდიდდებათ ხორხის ფარისებრი ხრტილი, ეცვლებათ ხმის ტემბრი. რაც შეეხება გოგონებში დაწყებულ მენსტრუალურ ციკლს, იგი არ არის მხოლოდ გამონადენი, ეს არის ციკლური ცვლილებები, რომელიც იწყება თავის ტვინიდან. იქ ხდება გარკვეული ჰორმონების გამომუშავება. ეს ჰორმონები მოქმედებს სხვა ორგანოზე, შემდეგ კი იმპულსები მიდის საკვერცხეებზე, იქიდან გადადის საშვილოსნოში და ეს არის წრე, რომელიც იკვრება ერთად და გამოვლინდება მენსტრუალური სისხლდენით. მოზარდებს შორის, როდესაც ჰორმონები ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, რამდენიმე თვე შეიძლება არეული იყოს ციკლი. ამიტომ, ეს საშიში არ არის. გარდატეხის ასაკში აქვთ ასევე სახეზე გამონაყარი, ესეც ჰორმონებიდან გამომდინარეა. ასევე, საკმაოდ ხშირია მოზარდებში ჭარბთმიანობა. ამ ყველაფრის მკურნალობა შეიძლება და თავიდანვე უნდა მივხედოთ, რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა, ვინაიდან, ნებისმიერი პრობლემა ადვილად გადაიჭრება თუ დროულად მივაქცევთ ყურადღებას.

– სხვადასხვა სახის ვირუსები სქესობრივი გზის გარდა, კიდევ როგორ შეიძლება გადავიდეს მოზარდის ორგანიზმში?

– ყველა ახალგაზრდა გოგონამ, უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები. ვირუსი ნებისმიერი გზით შეიძლება გადაგედოთ – ზღვიდან, მდინარიდან, ნებისმიერი ადგილიდან. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა. როგორც გინეკოლოგმა, მინდა გირჩიოთ, რომ მოერიდოთ ნაადრევ სქესობრივ ურთიერთობებს. ეს ძალიან ხშირად არის სხვადასხვა დაავადებების მიზეზი. შეიძლება, ზოგიერთმა ამას ყურადღება არ მიაქციოს, გავიდეს რამდენიმე ხანი, გათხოვდეს და შემდეგ დახვდეს წინ. ამიტომ, ან მოერიდეთ ნაადრევ ურთიერთობებს, ან თუ ჩივილი გაგიჩნდებათ, დროულად მიაკითხეთ გინეკოლოგს.

– ბევრი ვისაუბრეთ ვირუსებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, სხვა რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას ბავშვს გარდატეხის ასაკში?

– ამ პერიოდში იზრდება ბავშვის გულიც, ის მოზრდილი ადამიანის გულზე ამტანი და ელასტიკურია. გულის გადიდების ტემპს ჩამორჩება სისხლძარღვთა სანათურის ზრდის პროცესი, რაც სისხლის მოძრაობას ართულებს. ამიტომ, ამ ასაკში ხშირია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სწრაფი გადაღლა. ამ ასაკში აუცილებელია, პირის ღრუს მართებული ჰიგიენური მოვლა, რადგან ბავშვის კბილების მინანქარი გაცილებით თხელია და ადვილად ზიანდება. გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელია აღგზნებადობა. ამის შედეგად ნერვული უჯრედები სწრაფად იქანცება, რაც ქცევის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს. მღელვარებას თან სდევს გულისცემის გახშირება, ქოშინი. აქტიურდება სასქესო ჰორმონები.

– რისი ბრალია ეს უცნაურობები?

– ყოველივე ამის მიზეზი გახლავთ ჰორმონები, რომელიც მოზარდის ორგანიზმი ძალზე ინტენსიურად ვითარდება. ამ წლებში იცვლება ორგანოების მუშაობა. იცვლება სუნთქვაც კი. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ, მომზადებულად შეხვდნენ ამ უცნაურობებს და მშვიდად მიიღონ ცვლილებები შვილის ხასიათში.


скачать dle 11.3