კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ბავშვის ელექტრონული ძიძა კომპიუტერი და ჩაანაცვლებს თუ არა ის წიგნს

არაერთხელ გაგვიგია ამა თუ იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწის მხრიდან, ოცდამეერთე საუკუნეში კომპიუტერი ჩაანაცვლებს წიგნსო. მათი სიტყვები, როგორც ჩანს, მართლდება, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ წიგნი მაინც რჩება განათლების მიღების უალტერნატივო საშუალებად. კერძოდ, როგორ, რა მეთოდით უნდა მივაჩვიოთ და შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა, რომ არ მიეჯაჭვოს კომპიუტერს, ამის შესახებ რჩევა ვკითხეთ ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტს, „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ პრეზიდენტს, ქალბატონ სოფო ვერულაშვილს.

– ქალბატონო სოფო, არაერთხელ გვსმენია მშობლებისგან, რომ ერთადერთი, რაზეც ისინი თანხას არ დაიშურებენ, ეს შვილების განათლებაა. თუმცა, შვილის სრულფასოვანი განათლების მიცემა მხოლოდ მშობელზე არაა დამოკიდებული. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?

– გეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში მშობელი მართლაც არაფერს იშურებს, მხედველობაში მაქვს, ფინანსური უზრუნველყოფა – ატარებს ბავშვს პრესტიჟულ სკოლაში, რეპეტიტორებთან, სხვადასხვა წრეზე და ასე შემდეგ. თუმცა, ეს არის პასიური დახმარება შვილის განათლების საქმეში, რადგან მშობელი ამ შემთხვევაში სპონსორია და არა შვილის განათლების პროცესის უშუალო მონაწილე. ძირითადად, მათზეა დამოკიდებული, როგორ განათლებას მიიღებს შვილი, რომლისთვისაც მშობლის უნარ-ჩვევები, ცხოვრების სტილი, ინტელექტი, ბავშვის განათლების დონის განმსაზღვრელია. დამოკიდებულება საწერ კალამთან, წიგნთან, შემეცნებით აქტიურობებთან, მნიშვნელოვანია შვილისთვის. დედას, ხშირ შემთხვევაში, შვილი პრესტიჟულ სკოლაში შეჰყავს და მას აბარებს ბავშვის განათლებას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილების აღზრდა ბევრად ადრე იწყება. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვის ჩასახვიდან ვიწყებთ შვილის აღზრდას. თუ როგორ ცხოვრობს დედა, როგორია მისი მიკროსოციუმი, გარემოცვა, როგორ ეპყრობიან ფეხმძიმე ქალს ახლობლები, – აქედან იწყება უკვე პატარაზე ზრუნვა – მის ჯანმრთელობაზე, აღზრდასა და განათლებაზე. დაბადების დღიდან კვებისა და ძილის ინსტინქტი თავისთავად აქვს ბავშვს განვითარებული, რაც შეეხება განათლებას, ამა თუ იმ უნარ-ჩვევის შესწავლას, ამის გენეტიკური წინაპირობა აქვს, მაგრამ, ამავდროულად, ის სწავლის შედეგადაც ვითარდება. არსებობს შესწავლის ფენომენი, როგორიცაა კითხვა, წერა, საუბარი. მეტიც – ფერის აღქმაც კი სწავლის შედეგია. ბუნებაში ფერიც კი არ არსებობს. დედა ასწავლის შვილს, ესა თუ ის საგანი რა ფერია.

– შესწავლის ფენომენით შესწავლილის გარდა, დაახლოებით, რა ასაკში ყალიბდება ბავშვის ღირებულებათა სისტემა?

– ბავშვის ღირებულებათა სისტემა დასწავლის, ანუ აღზრდის პროცესში ყალიბდება, ეს სკოლაში შესვლამდე ხდება. უნდა განვასხვავოთ ის დედები, რომლებსაც ბავშვები დაჰყავთ სკოლაში სხვადასხვა წრეზე – ესე იგი, მასწავლებელს და სკოლას აზრდევინებენ შვილს. ამ შემთხვევაში დედა პასიურად ერევა მის განათლებაში, ის არის სპონსორი და შუამავალი ბავშვსა და სკოლას შორის. როცა დედა უშუალოდ ამეცადინებს ბავშვს, უკითხავს წიგნს, აძლევს პირად მაგალითს, აჩვენებს, როგორ კითხულობს გაზეთს, წერს, ამით პატარას უნერგავს სიბეჯითეს. ამასთან ერთად, მშობელი შვილთან უნდა საუბრობდეს მიმდინარე მოვლენებზე, გარკვეულ ნაწარმოებებზე – საწყის ეტაპზე ზღაპარს უნდა უკითხავდეს მას და მის დადებით და უარყოფით გმირებზე ესაუბრებოდეს. ესაა მშობლის აქტიური მონაწილეობა შვილის განათლებაში. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ოჯახი ვიცი, სადაც შვილისთვის ზღაპარი ერთხელაც კი არ წაუკითხავთ. ამ საქმით შეიძლება დაკავებული იყოს ძიძა, მაგრამ იგი დედას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეცვლის. ყველაზე დიდი ავტორიტეტი შვილისთვის სკოლის პერიოდში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკამდე, არიან მშობლები. ბავშვთა ფსიქოლოგიაში აქტუალური საკითხია დედისა და შვილის ურთიერთობა, რაშიც პრობლემა აქვს მშობლებს და არა ბავშვებს. ბავშვს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც მის ოჯახში ხდება და როგორი დამოკიდებულება აქვს მისადმი მშობელს.

– დამეთანხმებით, ალბათ, რომ მთავარია, შვილს სწორად მიუდგე, გაუგო მას, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს შვილთან ურთიერთობას და ამ მისიას ბავშვის ძიძას აკისრებენ. საინტერესოა, თუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ძიძის და დედის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდილი ბავშვები?

– მთავარი მარტო გაზრდა არაა. გაზრდა ისაა, როცა მას აჭმევ, ასმევ, აცმევ, ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ასწავლი – როგორ ჭამოს, რა ხარისხის პროდუქტი მიიღოს. თუმცა, ხშირად ამასაც არ ასწავლიან. თუ მინდა, ჩემი შვილი გამოვიდეს ნაკითხი, კულტურული, განათლებული, უპირველესად, მე უნდა მივცე ამის მაგალითი. ზოგადად, ბავშვს ესმის ის, რასაც ხედავს. მხედველობა არის წამყვანი მოდალობა ადამიანის აღქმაში. ქართულ სივრცეში არის კიდევ ასეთი გამოთქმა: „თვალი ჭამს და თვალი სვამსო“. როცა მშობელი ბავშვს აძალებს, გინდა თუ არა, წიგნი იკითხეო და ამ დროს ბავშვს მის ხელში წიგნი არ დაუნახავს, შესაბამისად, არც ის შეიწუხებს თავს წიგნის კითხვით. მოტივაცია იმისა, რომ იყოს განათლებული, უპირველესად, იმ დამოკიდებულებებიდან და ქცევის წესებიდან მოდის, რაც ოჯახშია დამკვიდრებული. შვილზე მეტად მნიშვნელოვანი მშობლისთვის არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენი ძირითადი მოვალეობაა, დავტოვოთ შთამომავლობა განათლებული და იმ უნარ-ჩვევების მქონე, რომელიც მას სამომავლოდ გამოადგება. ეს მხოლოდ ადამიანური ფენომენი არაა – ცხოველი, გნებავთ, ნებისმიერი ფრინველი, სანამ თავის შვილს არსებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს არ ასწავლის, არ წყვეტს კავშირს მასთან. ცხოველთა სამყარო ამას პირადი მაგალითით აკეთებს. ჩვენ ცხოველებისგან განვსხვავდებით, გვაქვს ისეთი თვისებები, როგორიცაა: მორალურობა, შემოქმედებითობა. პირადი მაგალითის გარდა, შეგვიძლია, უფრო კრეატიულად, შემოქმედებითად მივუდგეთ ამ საკითხს და პატარა ბავშვს თამაშის საშუალებით მივაწოდოთ წიგნი, ვასწავლოთ ლექსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ანუ ძიძის ინსტიტუტს, გეტყვით, რომ იმ ბავშვს, რომელსაც უშუალოდ დედა ზრდის, ნაკლები პრობლემები ექმნება, ვიდრე ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ბავშვს. მაშინაც კი, თუ დედას არ აქვს აღმზრდელისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მაინც დედასთან ურთიერთობა უმჯობესია ბავშვისთვის. დედასა და შვილს შორის უპირობო სიყვარული არსებობს. რაც უფრო ხშირი კონტაქტი იქნება მათ შორის, მით უფრო სრულფასოვანი ბავშვი გაიზრდება. მე პირადად, უარყოფითად ვუყურებ ძიძის ფენომენს, ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე და არა ბავშვის აღმზრდელი. საქართველოში ძალიან ბევრი ძიძა არაა კომპეტენტური ბავშვის აღზრდაში. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძიძების უმრავლესობა ცხოვრებაში ან საქმეში ხელმოცარული ადამიანია. ძიძას, რომელსაც თავისი სამსახური ეთაკილება და ამას მხოლოდ ფულის გამო აკეთებს, ის, ბუნებრივია, ვერ იქნება სხვისი შვილის კარგი აღმზრდელი. უბრალოდ, ბავშვი და ძიძა ეჩვევა ერთმანეთს, თორემ უპირობო სიყვარული მათ შორის ძნელად წარმოსადგენია. იმ ბავშვს, რომელიც ძიძასთან დიდ დროს ატარებს, დედასთან გაუცხოების პრობლემა აწუხებს და ეს სამომავლოდ სავალალო შედეგის მომტანია.

– ისევ წიგნიერების პრობლემას დავუბრუნდეთ. ხშირად ისეც ხდება, როცა დედა ცდილობს, შეაყვაროს შვილს წიგნის კითხვა, მაგრამ ამაოდ. რა მეთოდითაა გამართლებული სიზარმაცის სინდრომის დაძლევა?

– თუ დედა თავიდანვე უნერგავს შვილს წიგნის სიყვარულს, საინტერესოდ აწოდებს მას, გამორიცხულია, შვილს სწავლა არ უნდოდეს. თუ თავიდანვე სწორადაა მიწოდებული სწავლისადმი დამოკიდებულება, ბავშვი არ გაზარმაცდება. შრომისმოყვარე მშობლების შვილი ზარმაცი ვერანაირად ვერ იქნება. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, თუ სკოლაში მაღალი გადასახადია, ჰგონიათ, რომ დამაკმაყოფილებელია იქ სწავლა და ამის მიხედვით არჩევენ სკოლას. მასწავლებლების დამოკიდებულება სწავლის პროცესისადმი უფრო მნიშვნელოვანია. თუ საინტერესოდ ხდება ნაწარმოების ახსნა, მისი მიწოდება მოსწავლისთვის, ბავშვი პროტესტს არ გამოთქვამს სწავლაზე. როცა მშობელი შვილს კითხვას აძალებს, მაშინ მისგან უკურეაქცია მოდის. მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდის ფსიქიკაში ნეგატივიზმია წამყვანი. თუ მშობელი ან მასწავლებელი სწორად ვერ უდგება ბავშვს, ამ შემთხვევაში ბავშვთა ფსიქოლოგს უნდა მიაკითხოს მშობელმა. მაგრამ, წიგნთან და სწავლასთან დამოკიდებულება ყალიბდება სკოლაში შესვლამდე ბევრად ადრე. ძალიან კარგი პრაქტიკაა, როცა ფეხმძიმე ქალი კითხულობს რომელიმე ნაწარმოებს ხმამაღლა. ასევე, თუ ის მუსიკას უსმენს, ნაყოფი ამას გრძნობს, იქიდან იწყება მისი შემეცნება. თუ როგორია ჩემი შვილის განათლებისადმი დამოკიდებულება, განპირობებულია სამი მიზნით: ბიოლოგიური, რომელიც გენეტიკას ეფუძნება; ფსიქოლოგიური, ანუ აღზრდის ფენომენი და სოციალური, რა გარემოში იზრდება ის. თუ ბავშვის ირგვლივ პრიორიტეტული არაა სწავლა, ის იქნება ზარმაცი. თუ განათლება ნაკლებად ფასობს საზოგადოებაში, ამგვარი დამოკიდებულება სწავლისადმი სახარბიელო ნამდვილად არაა. მაგალითისთვის გეტყვით, არიან ისეთი კატეგორიის ბავშვები, რომლებიც სიამოვნებით თამაშობენ ფეხბურთს, სამაგიეროდ, არ მეცადინეობენ. მათ მშობლებს კი იმის იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ კარგი მოთამაშეები დადგებიან, რომ კარგად გაიყიდონ. ჩვენ, პირობითად, ყველანი ვიყიდებით, რადგან საკუთარი მუშაობით ვიღებთ შემოსავალს. მაგრამ, პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდვაზე ორიენტირებული ადამიანი, არ მომწონს, რადგან მათ მიერ წიგნის უგულებელყოფა ხდება.

– ქალბატონო სოფო, წიგნის უგულებელყოფა გარკვეულწილად კომპიუტერის საშუალებით ხდება. არაერთხელ თქმულა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში წიგნს კომპიუტერი შეცვლისო. სხვა თუ არაფერი, ამიერიდან სკოლაშიც კი ბავშვები კომპიუტერის საშუალებით ისწავლიან სხვადასხვა საგნებს. მოსაწონია ამგვარი მეთოდი?

– მინდა, დაგარწმუნოთ, რომ წიგნს კომპიუტერი ვერანაირად ვერ შეცვლის. ბევრად უკეთესია და კომფორტული, როცა ვკითხულობ წიგნს, ვიდრე ამას სტატიკური და მოუქნელი ნეფტოპით ვაკეთებ სხვა თუ არაფერი, თვალიც იღლება კომპიუტერთან მუშაობის დროს. კომპიუტერს ძალიან კარგი დატვირთვა აქვს, მისი საშუალებით ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ, მაგრამ ის არის დამხმარე სახელმძღვანელოსთვის. განათლების მიღება საწყის ეტაპზე კომპიუტერის მეშვეობით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. შეიძლება, ჩვენი ბავშვი ისე დაიკარგოს ინტერნეტში, რომ ვეღარ ავკრიფოთ და მოვძებნოთ, რადგან გაუფილტრავი ინფორმაციის მიღების დიდი საფრთხე არსებობს. კომპიუტერი მხოლოდ დამხმარე საშუალება უნდა იყოს დამამთავრებელი და არა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. საგნების ჩატვირთვა კომპიუტერში და ისე მისი სწავლება სულ ცოტა ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას დააზიანებს, იმაზე აღარაა ლაპარაკი, რომ არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება მშობელსა და შვილს შორის. როგორ უნდა გააკონტროლო, ის კომპიუტერში წიგნს კითხულობს თუ ინტერნეტთამაშებითაა დაკავებული? კომპიუტერი ბოლო დროს გახდა ბავშვის ელექტრონული ძიძა, რომლისგანაც, ხშირ შემთხვევაში, დიდი აგრესია მოდის. მიბაძვა არის მთავარი ფენომენი. ყოველთვის ასეა, უმცროსი ბაძავს უფროსს. ამიტომ, მშობლები უნდა გავხდეთ კარგი მაგალითის მიმცემი შვილებისთვის – სწორად მიდგომის მეთოდი ავირჩიოთ და დამერწმუნეთ, პრობლემები მათთან აღარ გვექნება.

ნათია ლებანიძე– ქალბატონო სოფო, არაერთხელ გვსმენია მშობლებისგან, რომ ერთადერთი, რაზეც ისინი თანხას არ დაიშურებენ, ეს შვილების განათლებაა. თუმცა, შვილის სრულფასოვანი განათლების მიცემა მხოლოდ მშობელზე არაა დამოკიდებული. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?

скачать dle 11.3