კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი კურთხევით შეიძლება ოჯახში სასწაულმოქმედი წმიდანის ხატის მიბრძანება და როგორ გადადის ამ დროს ოჯახი ცხოვრების ახალ რეჟიმზე


დღეს ძალიან ბევრი ტაძრიდან მართლმადიდებლურ ოჯახებში მიბრძანდება სხვადასხვა წმიდანის ხატი და გარკვეული დროის განმავლობაში იმ ოჯახებში რჩება. ოჯახის წევრები კი მის წინაშე ლოცვებს აღავლენენ. რა შემთხვევაში შეიძლება, მიბრძანდეს ხატი ოჯახში, როგორ უნდა ლოცულობდნენ მის წინაშე, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


– ოჯახებში ხატების მიბრძანება თანამედროვე ტრადიცია არ არის. ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელმა ანდრია მოციქულმა აწყურში შემოაბრძანა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმის სრული საფუძველი გაგვაჩნია, რომ ამა თუ იმ ოჯახში მივაბრძანოთ ხატი. ამ შემთხვევაში, სასურველია, იყოს მღვდელმთავრის ან სასულიერო პირის, მღვდლის კურთხევა და ოჯახის წევრების სურვილი. როდესაც ეკლესიიდან მოძღვრის კურთხევით მობრძანდება შედარებით დიდი ზომის ხატი, ამ შემთხვევაში ოჯახი განსაკუთრებულ რეჟიმში გადადის. ოჯახი მასპინძლობს ამ ხატს, კითხულობს დაუჯდომლებს, პარაკლისებს და ნაკლებად უთმობს დროს საერო საკითხებს, გართობას. ამ დროს სასურველია, ნაკლებად ვუყუროთ ტელევიზორს, ნაკლებად ვიფიქროთ ამ სოფლის ამაო საზრუნავზე და უმჯობესია, ის პერიოდი, რა პერიოდის განმავლობაშიც ხატი ბრძანდება ოჯახში, გამოვიყენოთ უფალთან დასაახლოვებლად. ბუნებრივია, ყველა ოჯახშია განსაცდელი და ყველა ოჯახი, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ, საჭიროებს სულიერ გაძლიერებას, სულიერ სიმტკიცეს, უფალთან დაახლოვებას. როდესაც ოჯახში მობრძანდება ხატი, მას თან მოყვება სულიერი პირი და ამ დროს ხდება განსაკუთრებული ზეიმი. ოჯახის წევრები იკრიბებიან, ეკურთხება სახლი და იწყებენ პარაკლისებისა და დაუჯდომლების კითხვას. თუ კარგად გადავავლებთ თვალს ჩვენი ცხოვრების სტილს, მივხვდებით, რომ იმ ხატებთან ძალიან ცოტა დროს ვატარებთ და ნაკლებად ვევედრებით მათ ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისა და წარმატებისთვის. როდესაც სასულიერო პირი მიაბრძანებს ოჯახში ხატს, სასწაულმოქმედი იქნება ის თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ ამ დროს ოჯახები სიხარულით ივსება. უფალმა ბევრ ოჯახში ინება ხატიდან სასწაულის გამოვლინება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ეკლესიური, როდესაც მის ოჯახში მობრძანება ინება ამა თუ იმ ხატმა. სასურველია, მეზობლებმა, ახლობლებმაც მოიყარონ იმ ოჯახში, იმ ხატთან თავი. რადგან ხატის მიბრძანება არ არის მხოლოდ იმ ოჯახის ზეიმი, დაახლოვება ღმერთთან, არამედ მთელი კორპუსის, უბნის, სოფლის დაახლოვებაა უფალთან. ამიტომ, როგორც კი გავიგებთ, რომ ჩვენს მეზობელთან, ახლობელთან მიბრძანებულია ამა თუ იმ წმიდანის ხატი, ის სიწმიდე და სიხარული ყველამ უნდა გავიზიაროთ. როგორც გვიყვარს სტუმრის მოწვევა ნათლობაზე, ჯვრისწერაზე, ჭირსა თუ ლხინში, ასევე უნდა მოვიწვიოთ ადამიანები ხატის მოსლაოცადაც და ყველამ მოვიდრიკოთ მუხლი მის წინაშე, უნდა შევავედროთ და ვთხოვოთ განსაცდელში დახმარება ხატზე გამოსახულ წმიდანს. დამერწმუნეთ, უფალი მოისმენს, შეისმენს ჩვენს ვედრებას და მოხდება ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული ფერისცვალება. ეს არის ოჯახში ხატების მიბრძანების მთავარი დანიშნულება. თუ ინებებს და უფლის ნებით, მოძღვრის კურთხევით მიბრძანდება ხატი, იმ ოჯახში უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება. ის ოჯახი ხატის მიბრძანების შემდეგ აუცილებლად უნდა შეუდგეს უფალს და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი და ოჯახის წევრების პირადი ახირება, რაღაც ცრუ რწმენა. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თუ მის ოჯახში ხატი მიბრძანდება, იქ გარკვეული მატერიალური დოვლათი და ბარაქა შევა. მთავარი დანიშნულება ხატისა ის არის, რომ სულიერად იშვას ეს ოჯახი, მოხდეს ოჯახის წევრების სულიერი კათარზისი. თუ ხატის წაბრძანების შემდეგ. ოჯახი ჩვეული რიტმით გააგრძელებს ცხოვრებას, გამოდის, რომ ამ ოჯახში ტყუილად, ამაოდ მიბრძანებულა ხატი და მას არანაირი შედეგი არ დაუტოვებია. მადლი ყველგან არის, მადლის მიტანა, მიბრძანება ყველგან შეიძლება, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, მაგრამ მთავარი ამ მადლის მიღებაა. შეიძლება, არამართლმადიდებელმა ოჯახმაც მოისურვოს ხატის მიბრძანება. თუ ისინი მოინათლებიან, მათ ხატის მიბრძანების სასოება და რწმენა გააჩნიათ. შეიძლება, მათთან სასულიერო პირი მიბრძანდეს, გარკვეული ღვთისმსახურება აღასრულოს, ეს იქნება სახლის კურთხევა თუ დაუჯდომლების, პარაკლისების კითხვა. ღვთის წყალობა, რომელიც ეკლესიამ დაადგინა ოჯახში ხატის მიბრძანებით არ არის კერძო, გარკვეული ადამიანებისთვის – ეს არის საყოველთაო მოვლენა. ადრე ხატების გადაბრძანება ლიტანიობით, ბაირაღებით, ჯვრებით ხდებოდა. სამღვდელოება მრევლთან ერთად ხატებს დააბრძანებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოფელში იყო გარკვეული ჭირი, გვალვა, მოუსავლიანობა, განსაცდელი. არც დღეს გვაქვს ქართველებს დალხინებული ცხოვრება და როცა ვხედავთ, რომ არის საყოველთაო უმუშევრობა, გაჭირვება, გაუტანლობა, უსიყვარულობა, ჩამორჩენილობა, ერთმანეთის უპატივცემულობა, ვფიქრობ, ხატების ოჯახში მიბრძანებამ, ჩვენში უნდა გააღვივოს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, ქვეყნის, ნათესავების სიყვარული. შეიძლება, ხატმა შეარიგოს მეზობლები, ნათესავები და ბევრი სიკეთე მოგვიტანოს, თუ გონივრულად და ნაყოფიერად მივიღებთ ხატის მობრძანებას ჩვენს ოჯახში. ხატის მობრძანება არ უნდა იყოს მატერიალური კეთილდღეობის გარკვეული სურვილი – ხატი როგორც კი მობრძანდება, ჩვენ მაშინვე სახლს გავაფართოვებთ, უკეთესს შევიძენთ, ავტომობილს გამოვცვლით. ესეც ინებოს უფალმა, მაგრამ ჩვენ, პირველ ყოვლისა, ხატებისგან სულიერი მადლი უნდა მივიღოთ. რადგან ხატი იმიტომ დაიწერა, რომ ადამიანები დააკავშიროს ღმერთთან, ეს არის სარკმელი, რის გარეშეც ადამიანს ძალიან გაუჭირდება წმიდანებთან ურთიერთობა. ხატის სახლში მიბრძანებით ჩვენში უნდა გამოისახოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, იმედი, რწმენა, სიყვარული. ხატის მიბრძანება ასევე ხდება საპყრობილეებში, საავადმყოფოებში, ოჯახებში და ხატის მიბრძანებით, ძალიან დიდი ნუგეში, სიყვარული ჩაისახება ამ ადამიანებში.

– ანუ ხატის მიბრძანება ნებისმიერ ოჯახში შეიძლება და არ შეიძლება ადამიანების გამორჩევა?

– ძირითადად, ხატები მორწმუნე ადამიანებთან მიბრძანდება, მაგრამ ვინც უკვე ჭეშმარიტად მორწმუნეა, შეიძლება, მას ნაკლებად სჭირდებოდეს ხატის მიბრძანება. ამიტომ, იქ უფრო შეიძლება ხატის მიბრძანება, სადაც ნაკლებად სწამთ, ნაკლებად სასოებენ ღმერთს, რათა ხატის მიბრძანებამ ამა და იმ პიროვნებაში, ოჯახში გარკვეული სულიერი დაბადება წარმოშვას. ინდივიდუალურად, პირადი სურვილით, რაღაც ახირებით და მოძღვრის კურთხევის გარეშე, ხატების გადაბრძანებამ, შეიძლება, გარკვეული ზიანი მოუტანოს ადამიანს. სიწმიდესთან ურთიერთობა არის ეკლესიის გარკვეული მოვალეობა და მისი კურთხევით შეიძლება, ადამიანმა გადააბრძანოს ხატი და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. ეკლესიაში არიან „ხატის მცველები“, ვისაც დაავალა მოძღვარმა, რომ ხატს თან ახლდეს და გარკვეული სწავლება, შეგონება დანერგოს ოჯახში, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ხატთან ურთიერთობა. არამეულ ენაზე „ხატი“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ჩემი და“. როდესაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში შემოაბრძანა ხატი, ამბობდა „ჩემი და“, ანუ ღვთისმშობელს უწოდებდა საკუთარ დას. აქედან გამომდინარე, ხატზე არის გამოსახული ან ჩვენი და – ღვთისმშობელი, ან რომელიმე წმიდანი – ანუ ჩვენი ძმა ქრისტეში. სწორია თუ არა ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაში შეიძლება გარკვეული სიმართლე იდოს. ხშირად ადამიანებს ბევრი და ძვირფასი ხატი აქვთ სახლში, ამით ამაყობენ, მაგრამ ხატებს შესაფერის პატივს არ მიაგებენ, არ უნთებენ კანდელს, სანთელს, საკმეველს, არ ლოცულობენ და თითქოს დატყვევებული ჰყავთ ისინი. თუ შენ ხარ ქრისტიანი და სახლში გაქვს ხატები, კეთილი ინებე და მათ წინ ლოცვა აღასრულე. სხვა შემთხვევაში, ამ ხატებიდან შენთვის არანაირი მადლი არ გადმოვა. წარმოუდგენელია, სახლში იყოს ხატები და ჩვენ უხამს ფილმებს ვუყურებდეთ, ვეწეოდეთ თამბაქოს, ვჩხუბობდეთ. ამიტომ გთხოვთ ყველას, როდესაც ოჯახში შებრძანდებით, ან თქვენთან მობრძანდება ხატი, ყოველთვის თავმდაბლობით და მოშიშებით მოეპყროთ ამ დიდებულ სიწმიდეს.


скачать dle 11.3