კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი მომღერლები – რადიოწამყვანებად


სულ ცოტა ხნის წინ, მანქანით მგზავრობისას, რეკლამა მოვისმინე, სადაც გიორგი სუხიტაშვილი თავისი დამახასიათებელი ხმით გვპირდებოდა, რომ მის რადიოში მოვისმენდით რაღაც ახალს, სრულიად განსხვავებულს, რაც ჯერ არსად მოგვისმენია. გიორგისთან დარეკვის შემდეგ კი გაირკვა, რომ, გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, მან „ღამის ტრამვაი” უკვე დატოვა. როგორც გავიგეთ, წამყვანობისთვის ემზადება სალომე ბაკურაძეც. დუეტ „ჯორჯიას” წამყვანობის დიდი გამოცდილება რომ ჰქონდა, ეს აქამდეც ვიცოდი – „იმედის” ეთერში რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე დილის მუსიკალურ გადაცემას უძღვებოდნენ და მართლაც ძალიან კარგად გამოსდიოდათ. რამდენიმე დღის წინ კი სულ შემთხვევით გავიგე, რომ დუეტი განახლებული რადიო „აფხაზეთის ხმის” წამყვანობისთვის ემზადება. რადიოში რომ დიდი ხანია, რებრენდინგი მიმდინარეობს, ეს ვიცით, თუმცა, მისი მფლობელის, უფრო სწორად კი – დიასახლისის ვინაობას ჯერჯერობით გაუხმაურებელს დავტოვებთ, მაგრამ ამის შესახებ სულ ცოტა ხანში ისევ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით გაიგებთ. ისიც ვიცი, რომ ახალ ქართულ ცხელ-ცხელ სიმღერებს სწორედ ამ რადიოში მოისმენთ. რაც შეეხება რატისა და მაკას, საინტერესოა, რა ამპლუაში მოგვევლინებიან – მუსიკალურ გადაცემას წაიყვანენ, „ტოპ-ათეულს“ თუ დიჯეები იქნებიან. ასეა თუ ისე, ამას „აფხაზეთის ხმის” ეთერში მოვისმენთ.


скачать dle 11.3