კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადუღებულები


მართალია, საბოლოო ციფრები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუმცა საქართველოს მთავრობას „სახეზე ვატყობთ კმაყოფილებას“, რა თქმა უნდა, ბათუმის საკურორტო სეზონით. შესაძლოა, ამიტომაც (მადა ჭამაში მოდისო) ტურისტთა სამომავლო რაოდენობაზე გაცილებით ოპტიმისტური დასკვნები კეთდება: (ორი-სამი მილიონი არ ვიკმარეთ და) რამდენიმე წელიწადში თეორიულად 10 მილიონ ტურისტს ველით (მათ პირსა და მოლოდინებს – შაქარი!). ამ მოლოდინით გაცხოველებულ ბათუმში კი ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. აქეთ – უცხოელი დიჯეები ჩამოდიან, იქით – იძულების წესით (ზოგიც – ნებაყოფლობით) ვუცქერთ და ვუსმენთ სოფო ნიჟარაძისა და კრის დებურგის სახელდახელო დუეტის ასეთსავე სახელდახელო რგოლს და ასე შემდეგ.

მეტიც, გასულ კვირას ბათუმში ჯეკსონის გარდაცვალების თარიღიც აღნიშნეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხონებული მართლაც პოპის მეფე იყო, ეს ღონისძიება სავსებით ბუნებრივია, თუმცა იმის ეჭვსაც ბადებს, რომ მას უფრო მეტად საჩვენებელი ფუნქციაც ჰქონდა. კერძოდ ის, რომ აჭარის საკურორტო ცენტრს ხელი უდევს მსოფლიო შოუ-ბიზნესის მაჯისცემაზე. შესაძლოა, მწარე გამოცდილების გათვალისწინებითაც, ქართული ესტრადასავით ეს უკანასკნელიც არ გაგვეპაროს ძილ-ღვიძილში.


скачать dle 11.3