კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაავადებული ცხოველის რომელი ინფექციისგან არ არიან დაცული 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები


როცა გადაწყვეტთ ძაღლზე მეურვეობის აღებას, აუცილებელია, მას შესაფერისი დრო და ყურადღება დაუთმოთ. არავითარ შემთხვევაში, არ გაიზიაროთ დამკვიდრებული გამოთქმა: „ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება!“ ასე სულაც არ არის. ძაღლის ორგანიზმი ადამიანის იდენტურია და ბევრ დაავადებასა და ინფექციას ვერც ის იტანს იოლად. უფრო მეტიც, შეიძლება, რომელიმე დაავადების გამო მისი სიცოცხლე ნაადრევად დამთავრდეს. ამჯერად აქცენტი კანის სოკოვან დაავადებებზე გავაკეთეთ, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გქონდეთ საკმარისი ინფორმაცია. ყოველივე ამაზე კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრება.



ზაქრო ბაჯიაშვილი: დერმატოფიტები, კანის სოკოვანი დაავადებები (მკრეჭავი მუნი, ტრიქოფიტოზი, მიკოსპორია) ფართოდაა გავრცელებული. მათ მიერ გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები ძაღლების 50-70 პროცენტს, ხოლო კატების 90 პროცენტს აღენიშნება. ამ დაავადებების გამომწვევები განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან დაზიანებული თმის ღერის გარემოში. მან შეიძლება, გაძლოს 5-10 წელი, ხოლო ნიადაგში – 3 თვე.

– რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ამ დაავადებით?

– დერმატოფიტებით ავადდება თითქმის ყველა სახის შინაური ცხოველი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი და წვრილი შინაური ცხოველები – ძაღლი და კატა.

– თუ არის იმის საშიშროება, რომ დაავადებული ცხოველისგან ადამიანიც დასნებოვნდეს?

– აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სოკოვანი დაავადებებით ავადდება ადამიანიც, მაგრამ იმის საშიშროება, რომ მას შეიძლება, დაავადება შინაური ცხოველისგან გადაედოს, ძალიან მცირეა. დაავადება ემუქრება მხოლოდ მათ, რომლებიც განიცდიან იმუნოდეფიციტს, ანუ ბავშვებს 3-დან 5 წლამდე და ასაკოვან ადამიანებს.

უფრო ხშირად მიკოსპოროზით და ტრიქოფიტოზით ავადდებიან მოზარდი შინაური ცხოველები, ლეკვები და კნუტები 1 წლამდე ასაკში. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მოუვლელობა, შენახვის პირობები და სხვა. ცხოველთა თავშეყრის ადგილებში სანიტარიულ-ზოოჰიგიენური წესების დაუცველობა.

– რა ითვლება დაავადების წყაროდ?

– დაავადების წყაროდ ითვლება დაავადებული ცხოველი, რომელიც აავადებს ჯანმრთელ ცხოველებს კონტაქტის საშუალებით. დასნებოვნება ხდება ძირითადად დაზიანებული კანის საშუალებით, ნაკაწრებით, ნაკბენებით, ნაფხაჭნებით. დასნებოვნებაში, ასევე, დიდ როლს თამაშობს ცხოველის საყელოს, საყელურის, ალიკაპის, დაბინძურება.

– ინკუბაციის პერიოდს რაც შეეხება?

– ინკუბაცის პერიოდი დამოკიდებულია აღმძვრელის ვირულენტობის ხარისხსა და ცხოველის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ინკუბაცის პერიოდი საშუალოდ 6-30 დღეა. მოხვდება რა დაავადების აღმძვრელი კანის საფარველის ზედაპირზე, გამოყოფს ტოქსინებს და ფერმენტებს, რომლებიც იწვევს ადგილობრივ ანთებით პროცესებს და გაღიზიანებას კანის რქოვან შრეში. ამის შემდეგ აღმძვრელი აღწევს თმის ძირის ფოლიკულაში, აზიანებს ფოლიკულის სტრუქტურას და შედეგად იწვევს თმის ცვენას, კანის ზედაპირზე კი წარმოიშობა მრავლობითი ნაფხანი ადგილები ფუფხებით. ის კი ჩნდება გამხმარი ჩირქოვანი გამონადენისგან. გარდა ამისა, შეიძლება, აღმძვრელი კანის საფარველის უფრო ღრმა შრეებშიც შეიჭრას და გამოიწვიოს კანქვეშა ქსოვილის მძიმე დაზიანება. კლინიკური ნიშნები დერმატოფიტოზების დროს სხვადასხვანაირია. დამოკიდებულია აღმძვრელის სპეციფიკურობაზე. დიაგნოსტირებაც ხდება ლაბორატორიულად, რომ გაირკვეს მიკოსპოროზია თუ ტრიქოფიტოზი.

– რა მახასიათებლები ვლინდება?

– მიკოსპოროზისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და მტვრევა, კანზე მშრალი უთმო ლაქების გაჩენა. გრძელბეწვიან ცხოველებში მიკოსპოროზი კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს.

– რაც შეეხება ტრიქოფიტოზს?

– ტრიქოფიტოზი ძაღლებს ახასიათებს კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით და მასზე საერთოდ არაა თმის საფარველი ან ძალიან უმნიშვნელოდ. კლინიკური ნიშნებით მიკოსპოროზისგან განსხვავდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშობა ფუფხის საკმაოდ სქელი შრე. ამის გამო ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ, საერთოდ არ ამოდის ბეწვი, ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც დაავადების კლინიკური ნიშნების ეპიზოტიური მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

– რა სახის მკურნალობა სჭირდება ამ დროს ცხოველს?

– სამკურნალოდ გამოიყენება დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები.

– თვითნებური მკურნალობა თუ არის დასაშვები პატრონისთვის?

– არა, მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან აღნიშნული პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ხასიათდება მთელი რიგი უკუჩვენებით.

– პროფილაქტიკისთვის რა არის აუცილებელი?

– დერმატოფიტოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატოფიტოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ცხოველი უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით. ასევე მკაცრად დავიცვათ სანიტარიული და ზოოჰიგიენური წესები. მოარიდეთ ცხოველები ქუჩის მაწანწალა ძაღლებსა და კატებთან კონტაქტს.


скачать dle 11.3