კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სეზონზე ესევა ხიფენეს მავნებლები და რას ნიშნავს კამელიაზე გაჩენილი შავი ლაქები


„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, იმ მცენარეებზე ისაუბრებს, რომლებიც ზაფხულში მაღალ ტემპერატურას უძლებენ. თუ რა მცენარეებია ესენი და როგორ უნდა მოვუაროთ მათ ზაფხულში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა ხიფენე?

– ხიფენე პალმის ერთ-ერთი სახეობაა. იზრდება საკმაოდ მაღალი და ძალიან კარგი თვისებებით ხასიათდება. მას უცნაური აგებულება აქვს, შეგიძლიათ მოღუნოთ ნახევარსფეროდ და არ გადატყდეს. მის შიგთავსს ტროპიკებში კანაფად იყენებენ.

– როგორ პირობებს ეგუება ეს მცენარე?

– ეს მცენარე თავის სამშობლო აფრიკაში უკიდურეს გვალვებსაც ეგუება და ტროპიკულ წვიმებსაც. მისი ფოთლები ამტანია სიგრილის და სინოტივის მიმართ. საქართველოშიც ძალიან იოლი შესანახია მცენარე. ტემპერატურა ამ პალმაზე არ მოქმედებს. მას შეუძლია, რამდენიმე კვირა გაუძლოს 45 გრადუს სიცხეს. თუ თქვენ ახლა გაქვთ ხიფენე, ნუ შეუშინდებით ამ სიცხეს, რადგან მცენარე აუცილებლად გაუძლებს. ის ძალიან უპრეტენზიო და ამტანი პალმაა. მისთვის ნორმალური ტემპერატურა საქართველოს პირობებში, ზაფხულში 25-30, ხოლო ზამთარში – 15-20 გრადუსია. ასეთ პირობებში მცენარე იდეალურ მდგომარეობაშია და ძალიან ლამაზია.

– როგორ ადგილას გვირჩევთ მცენარის დადგმას?

– მას უყვარს ნათელი და ჟანგბადიანი ადგილი. ამიტომ, დადგით კარგად განათებულ გარემოში. ახლა ეზოში ან აივანზე უნდა გაიტანოთ. შეგიძლიათ, სექტემბრის ბოლომდე იქ დატოვოთ და შემდეგ ბინაში შეიტანოთ.

– ხშირად თუ უნდა მოვრწყათ და რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგოთ?

– ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ხოლო ზამთარში წყლის დასხმა 20 დღეში ერთხელაც საკმარისია. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ერთი წილი ფოთლის მიწა, ორი წილი ნაკელი, ერთი წილი ტორფი და სამი წილი მიწა. სასურველია, თუ ხიფენეს ნიადაგს ზაფხულში კალიუმით და აზოტით გაამდიდრებთ. ეს დაეხმარება მცენარეს უკეთ კვებაში.

– შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა ან გადარგვა?

– ხიფენეს გასხვლა არ სჭირდება, ხოლო რაც შეეხება გადარგვას, ეცადეთ არ გადარგოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზრდის პროცესშია. ამ დროს შეიძლება, დაუზიანდეს მთავარ ფესვთა სისტემა და პალმა დაიღუპოს. ამიტომ, მიწის გამოცვლის ნაცვლად, უმჯობესია, ზემოდან მოაყაროთ ერთი მესამედი ახალი მიწა და ასე შეუცვალოთ ნიადაგი.

– რით მრავლდება ხიფენე?

– ის თესლით მრავლდება. ამ მცენარის თესლის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში. იგი ისეთ ლამაზ ტროპიკულ გარემოს ქმნის, ყველას ვურჩევ, შეიძინოს და გაზარდოს.

– რა მავნებელი შეიძლება გაუჩნდეს მცენარეს?

– ხიფენეს შემოდგომით აწუხებს ტკიპა და ცრუფარიანა. მათი მოშორება შეგიძლიათ ქიმიური პრეპარატებით. გახსენით ორი გრამი კარბოფოსფატი ერთ ლიტრ წყალში და შეასხურეთ თვეში ორჯერ. ამის შემდეგ თქვენი პალმა სრულიად განიკურნება და გამოჯანმრთელდება.

– იოლი გასახარებელია თუ არა კამელია ოთახის პირობებში?

– ეს მცენარე არ არის რთულად გასახარებელი. ოთახის პირობებს მშვენივრად ეგუება. მთავარია, დადგათ კაშკაშა სინათლეზე. მართალია, ამ მცენარეს კარგი განათება უყვარს, მაგრამ ვერ იტანს მცხუნვარე მზეს.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ კამელია?

– ეს იმდენად უპრეტენზიო მცენარეა, რომ 5 გრადუსსაც კი უძლებს, თუმცა ზაფხულში მისთვის იდეალურია 16-21, ზამთარში კი – 10-16 გრადუსი.

– როდის მოვრწყათ ხოლმე მცენარე და დამატებითი კვება ხომ არ სჭირდება ახლა კამელიას?

– მორწყეთ რბილი წყლით. ზამთარში მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს, ზაფხულში კი ბევრი წყალი სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია. დაყვავილების შემდეგ ზაფხულის ბოლომდე ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.

– როდის ყვავილობს ეს მცენარე?

– ამ მოხდენილ, მარადმწვანე ბუჩქს პრიალა, მუქი მწვანე, ტყავისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები ამშვენებს. ვარდისფერი, თეთრი ან წითელი ყვავილები წყვილ-წყვილად ან თითო-თითოდ ამოსდის და ზამთრის მიწურულს ან ადრიან გაზაფხულზე იწყებს გაშლას. ეს ბუჩქი სიგანეში იმხელა იზრდება, რომ ზოგჯერ ბინაში ვეღარ ეტევა. ამიტომ, გირჩევთ, ბაღში მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გადარგოთ. კოკრები შუა ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე იწყებს განვითარებას. ამ დროს მცენარე უნდა გამოაშროთ, თორემ კოკრები გაშლამდე დასცვივდება. კამელიას სიგრილე უყვარს. სითბოში მცენარე ფორმას კარგავს და ყვავილობაც შედარებით ხანმოკლეა.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის ყვავილობისას?

– დაყვავილების შემდეგ გაკრიჭეთ, რათა საშუალოზე მაღალი გაიზარდოს. ხშირად შეუმოწმეთ ასევე ფოთლები. თუ შავი ლაქები გაუჩნდა, ესე იგი, ბუგრი ან ცრუფარიანები დაესია.

– სად გვირჩევთ ბინაში მის მოთავსებას?

– თუ ბინაში ნათელი და გრილი ჰოლი გაქვთ, მისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილი იქ იქნება.


скачать dle 11.3