კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნახვამდის, წარუმატებლობავ!


„ან გავაკეთებ ყველაფერს იდეალურად, ან საერთოდ არაფერს გავაკეთებ!“ – თუ თქვენი ცხოვრებისეული პრინციპი ამ კატეგორიულობისგან ბევრით არაფრით განსხვავდება, პერფექტონისტი ყოფილხართ და თქვენი ცხოვრება ისე გაივლის, მისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ. სრულყოფილებისკენ ლტოლვა ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერში იდეალური ვერ იქნებით. წარუმატებლობაც აქვეა ჩასაფრებული და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდება, ყველაფრის გასაფუჭებლად. კარგზე კარგს რა დალევს და ცნება „საუკეთესოც“ ფარდობითია. მთავარია, კონკრეტული მიზანი დაისახოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ემოციების გარეშე იაროთ მისკენ. არასოდეს აღიქვათ ტრაგედიად წარუმატებლობა, მით უფრო, პირად ტრაგედიად. ჯანსაღი რეაქცია მარცხზე დასაშვებია, მაგრამ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ისე, როგორც დავალებას. ემოციები, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ხელს შეგიშლით.

ნუ იფიქრებთ სისტემატურად თქვენი ცხოვრების იმ ეპიზოდებზე, როცა ფიასკო განიცადეთ. მით უმეტეს, ნუ აღადგენთ მათ წარმოსახვაში. ეს ის „ფილმი“ არ არის, რომელიც ხშირად უნდა ნახოთ. თქვენი წარსული სულ თქვენთან დარჩება, მაგრამ რეალობაში ნუღარ გადმოიტანთ, მით უფრო, ნუ „დააპროგრამებთ“ მისით მომავალს.

თუ რამე იდეა მოგწონთ, კარგად აწონ-დაწონეთ და ხელი მოკიდეთ მის ხორცშესხმას. წინასწარ ნუ იფიქრებთ მომავალზე: გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დაემშვიდობეთ, წარუმატებლობას! არ იცით, ეს როგორ უნდა გააკეთოთ?! – ძალიან ადვილად: თქვენს გულში და გონებაში სამუდამოდ უნდა დაუქნიოთ ხელი და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. თან, აუცილებლად უნდა ირწმუნოთ, რომ ამჯერად ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.


скачать dle 11.3