კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთში ეკონომიკურ სასწაულს აღარ ელიან

რუსეთში ეკონომიკურ სასწაულს აღარავინ მოელის. „მართალია, ბოლო ხანებში ნავთობი ისევ გაძვირდა და მისმა ფასმა 70 დოლარს მიაღწია, რაც რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ ისეთი ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ამ ქვეყანაში 2000-იან წლებში იყო, აღარ განმეორდება“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული ბანკის „მერილ ლინჩის“ ანალიტიკოსები. „რუსეთის ეკონომიკური განვითარების მოდელი კვლავ ნავთობის ფასზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულია ამ დასკვნაში. წლების წინათ რუსეთში არნახული ეკონომიკური ბუმი ნავთობის ფასების ზრდის პარალელური პროცესი იყო. „სწორედ ნავთობის ფასებზე ზედმეტი დამოკიდებულება და საბანკო სისტემის გაუმართაობა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი ეკონომიკურმა კრიზისმა ზომაზე მეტად აზარალა. ნავთობის ფასების დაცემიდან სამი თვის თავზე რუსეთის შიდა ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა მასზე მოთხოვნა. რუსეთის ხელისუფლება ვეღარ გამოძებნის ეკონომიკის სტიმულირებისა და მოდერნიზებისთვის საჭირო თანხებს“, – მიაჩნიათ ექსპერტებს.

скачать dle 11.3