კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბოლო 5 წელიწადში სამუელ ელ ჯექსონმა და ვინ გახდა ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი „ფორბსის” ვერსიით


მსოფლიოში ცნობილმა და პოპულარულმა ჟურნალმა „ფორბსმა” ახლახან თავის ფურცლებზე უკანასკნელი 5 წლის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ტოპ-ათეული შეადგინა. რეიტინგის შემადგენლებმა 600-მდე მხატვრული ფილმი ნახეს, რომლებმაც, საშუალოდ, კინოგაქირავებაში 20 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა და სწორედ ამ ფილმების მონაწილე მსახიობებისგან გამოვლინდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდელი მსახიობი.

პირველი ადგილი წილად ხვდა ჰოლივუდის ახალ ვარსკვლავს, კომედიური ჟანრის მსახიობს სეთ როგენს. მან ბოლო ხუთ წელიწადში 10 ფილმში ითამაშა, რომელთა საშუალო შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ამ პერიოდში როგენმა 892 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მისი ფილმოგრაფიიდან აღნიშვნის ღირსია „ცოტათი ფეხმძიმე”, „40 წლის ვაჟიშვილი” და „ანანასის ექსპრესი”. აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე შედგება ორი პოტენციური ბლოკბასტერის პრემიერა სეთ როგენის მონაწილეობით – კომიქსების მიხედვით გადაღებული „მწვანე ონავარი” და ანიმაციური ფილმის „კუნ-ფუ პანდას” მეორე სერია, სადაც როგენი ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს. თითოეული ფილმიდან პროდიუსერები 100 მილიონამდე დოლარის მოგებას გეგმავენ და რა თქმა უნდა, როგენის გამომუშავებული თანხაც მოიმატებს.

მეორე პოზიციაზე განთავსდა ჰოლივუდის ვეტერანი, მორგან ფრიმენი, რომელმაც 2005 წლიდან დღემდე ცხრა ფილმში მიიღო მონაწილეობა. თითოეულის შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა, მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფილმის „შავი რაინდის” რელიზი, სადაც ფრიმენმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. ახლო მომავალში ფრიმენის კიდევ ერთი პოტენციური ბლოკბასტერის პრემიერაა ნავარაუდები, მძაფრსიუჟეტიან თრილერში – „რედ”. მისი პარტნიორები ბრიუს უილისი, ჯონ მალკოვიჩი და ჰელენ მირენი არიან.

მეთ დეიმონმა უკანასკნელ ხუთ წელიწადში მსახიობობით 696 მილიონი დოლარის მოხვეჭა მოახერხა და სამართლიანად განთავსდა „ფორბსის” რეიტინგის მესამე საფეხურზე. ამ ხუთწლიან პერიოდს დაემთხვა ოსკაროსანი „განდეგილების”, ბლოკბასტერ „ბორნის ულტიმატუმისა” და ვარსკვლავებით გადაჭედილი „ოუშენის 13 მეგობრის” კინოგაქირავებაში გამოსვლა. ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს დეიმონი პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს, რადგან მთელი რიგი ფილმების პრემიერა უნდა შედგეს, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს. ახლო მომავალში კი მისი ყველაზე ცნობილი კინოგმირის ჯეისონ ბორნის შესახებ ახალი ფილმის გადაღება დაიწყება.

კომედიური ჟანრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბრუტალური იერის მქონე უილ ფერელმა 2005-2010 წლებში გამოსული ფილმებით 607 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მეოთხე პოზიციაზე განთავსდა. კომედიური შოუების ხშირ სტუმარს და სატელევიზიო სერიალების ვარსკვლავ უილ ფერელს ახლო მომავალში კიდევ არაერთ ბლოკბასტერში ვიხილავთ. სულ ახლახან კი, ეკრანებზე გამოვიდა პოლიციური კომედია „სხვა ბიჭები”, რომელმაც გაქირავების პირველ კვირას 70 მილიონი დოლარი მოიტანა.

ჰოლივუდის სექსსიმბოლო რობერტ დაუნი-უმცროსი ჟურნალმა „თაიმმა” უკვე დაასახელა პლანეტის „100 ყველაზე გავლენიან” ადამიანს შორის. „ფორბსის” მონაცემებით მისმა შემოსავალმა ბოლო 5 წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა „შერლოკ ჰოლმსის”, „რკინის კაცის” და „უიღბლო ჯარისკაცების” რელიზი.

ბოლო პერიოდის ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა აფროამერიკელმა მსახიობმა სამუელ ელ ჯექსონმა რეიტინგში მეექვსე პოზიცია დაიკავა. მისი შემოსავალი „ფორბსის” მიხედვით, ამ პერიოდში 600 მილიონ დოლარს უტოლდება. მისი მონაწილეობით გამოსულმა შვიდმა ფილმმა, რომელთა შორის „ვარსკვლავური ომების” მესამე ეპიზოდის, „გველების რეისის” და „ოთახი 1408-ის” გამორჩევა შეიძლება. კინოგაქირავებაში ამ ფილმებმა მილიარდამდე დოლარის შემოსავალი მოიტანა. ახლო მომავალში კი სამუელ ჯექსონის მონაწილეობით კიდევ არაერთ ბლოკბასტერს ვიხილავთ.

სანდრა ბალოკმა, „ქალის საუკეთესო როლისთვის” დაწესებული „ოსკარის” მფლობელმა, ფილმისთვის „უცნობი მხარე”, რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. იგი ქალებს შორის ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელსაც ჰონორარებმა და ფილმების გაქირავებიდან მიღებულმა პროცენტულმა მოგებამ, ბოლო ხუთ წელიწადში 600 მილიონამდე დოლარი მოუტანა.

„ოსკარის” თექვსმეტგზის ნომინანტი და ორგზის გამარჯვებული მერილ სტრიპი, მეორე ქალი მსახიობია, რომელიც „ფორბსის” რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა. ბოლო ხუთ წელიწადში სტრიპმა შვიდ ფილმში ითამაშა და ამ ფილმებიდან მან 547 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი შემოსავალი სტრიპმა მიიღო შვედური „აბბას” მუსიკით გაფორმებული მიუზიკლისთვის „მამა მია”.

მეცხრე პოზიციაზე განთავსდა ამ რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე შაია ლაბეფი, რომელიც სულ რამდენიმე წელია, რაც გამოჩნდა ჰოლივუდში, თუმცა ფილმებმა მისი მონაწილეობით უკვე კინოგაქირავების არაერთი რეკორდი მოხსნა. საუბარია, მეგაბიუჯეტის მქონე ფანტასტიკურ ბლოკბასტერზე „ტრანსფორმერების” ორ სერიაზე, სუპერპოპულარული „ინდიანა ჯონსის” ახალ, მეოთხე სერიასა და მძაფრსიუჟეტიან თრილერზე „პარანოია”. ლაბეფის ფილმების საერთო შემოსავალმა 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თვითონ მსახიობმა დაახლოებით, 500 მილიონამდე დოლარი მიიღო.

კრისტიან ბეილი, ახალი „ბეტმენისა” და „ტერმინატორის” ვარსკვლავი, პირველი ათეულის უკანასკნელ პოზიციაზეა. მისმა “შავმა რაინდმა” მსოფლიოს კინოგაქირავებაში ყოველგვარი რეკორდი მოხნა და „ავატარის” გამოსვლამდე, სამართლიანად ატარებდა ყველაზე მომგებიანი ფილმის სტატუსს. ბეილმა ექვსი კინოსურათის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა და თითოეულმა 20 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა შემქმნელებს.

„ფორბსის” ცნობით, მომავალ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი რადიკალურად შეიცვლება, რადგან 2010 წლის ზაფხულში გამოსული და შემოდგომაზე გამომავალი ბლოკბასტერების უმეტესობა, არ იყო გათვალისწინებული პოზიციების განაწილების პერიოდში.


скачать dle 11.3