კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა თამთა ჭელიძე ექს-მეუღლის შეყვარებული


მომღერალი თამთა ჭელიძე ზაფხულის ცხელ დღეებს შვილთან ერთად ფასანაურში ატარებს. ოჯახი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გაემგზავრა დასასვენებლად და თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ზაფხულის დასასრულს თამთას, გეგმის მიხედვით, რამდენიმე დღით თურქეთში უნდა, რომ გაემგზავროს ვერიკო ტურაშვილთან ერთად. სექტემბრიდან კი სიახლეებით დაუბრუნდება მსმენელს. ჩაწერა ახალი სიმღერები და შემოდგომაზე ერთ-ერთ მათგანზე კლიპის გადაღებასაც გეგმავს.



თამთა ჭელიძე: 4 ივლისიდან ფასანაურში ვარ ბავშვთან ერთად. უკვე ოთხი წელია, აქ ვისვენებთ და ლიზას ძალიან მოსწონს აქაურობა. მე, როგორც ყოველთვის, წინ და უკან დავდივარ თბილისი-ფასანაურის გზაზე. ახლოს არის და პრობლემა არაა გადაადგილება. ბათუმშიც ვიყავი 4 დღით, ქობულეთში კონცერტი მქონდა. გეგმაში გვაქვს და შეიძლება, მე და ვერიკო ტურაშვილი თურქეთში წავიდეთ დასასვენებლად 10 დღით. სექტემბერშიც გვინდა ეგვიპტეში წასვლა და ვნახოთ, შეიძლება ორივე გეგმა გამოგვივიდეს. სექტემბერში აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდებით და მუშაობას განვაგრძობთ „სითი კლუბში.” შეიძლება, ჩვენი პროგრამა სხვა კლუბებშიც გავაკეთოთ. ხშირად შეიძლება არა, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც შევთავაზებთ მსმენელს ჩვენს სიმღერებს.

– ახალი სიმღერები ხომ არ ჩაგიწერია ბოლო დროს?

– 2 ახალი სიმღერის ჩაწერა მაქვს დაწყებული, რომელსაც სექტემბერში აუცილებლად დავამთავრებ და მესამესაც ჩავწერ. მინდა, რომელიმეზე კლიპიც გადავიღო. სამივე სიმღერა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

– ყველა სოლო სიმღერაა?

– კი, ყველა სოლოა. ამ სამიდან, რომელიც უფრო კარგი გამოვა და საინტერესო იქნება, კლიპის გადასაღებად, იმას ავირჩევ.

– აქტიურ დასვენებასთან ერთად საკმაოდ კარგად ითავსებ დედობას. ხომ არ გიჭირს?

– სხვა გზა არ არის, უკვე მიჩვეული ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ მხრივ. მარტო ვართ მე და ლიზა და თავს მშვენივრად ვგრძნობთ.

– ლიზას თუ უხარია თავის დედიკოს რომ ცნობენ?

– შენ წარმოიდგინე, არ უხარია. რამდენიმე დღის წინ თქვა: ო, დავიღალე, აღარ შემიძლია, სულ თამთას და ჯაბას იძახიანო.

– „შუა ქალაქს” თუ უყურებს?

– ადრე ძალიან უყვარდა და სულ უყურებდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ აინტერესებს. რამ გამოიწვია ეს, არ ვიცი.

– შენს პირად ცხოვრებაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის?

– არა. ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ.

– ბევრს ეგონა, რომ ჯაბასთან განშორების შემდეგ მალე იპოვიდი ახალ სიყვარულს, რადგან უყურადღებოდ არავინ დაგტოვებდა. მაგრამ, თამთა ჭელიძე კვლავ მარტოა.

– მეც არ მეგონა, ასე თუ იქნებოდა. შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე არც მიფიქრია.

– ახალ სიყვარულს, ალბათ, სიფრთხილეც ახლავს შენი მხრიდან.

– კი, ეს ისეთი ნაბიჯია, კარგად უნდა აწონ-დაწონო და ისე გადადგა, მით უმეტეს, როცა გარკვეული მაგალითი უკვე გქონდა ცხოვრებაში. აღარ გინდა, მეორედ შეცდომა გაიმეორო.

– გამომდინარე აქედან, მეორედ ოჯახის შექმნა, გაცილებით გაგიჭირდება პირველთან შედარებით.

– რა თქმა უნდა, უფრო გამიჭირდება.

– არიან მანდილოსნები, რომლებიც პირველი ქორწინების დანგრევის შემდეგ, მარტოობას ეჩვევიან, ეგუებიან, რომ სახლში მეორე ნახევარი არ არის და დროთა განმავლობაში წარმოუდგენელიც კი ჰგონიათ მეორედ შექმნან ოჯახი. შენ?

– მგონი, მეც მაქეთ მივდივარ, იცი? რომ ვუყურებ ჩემი მეგობრებს ოჯახებს, ვფიქრობ, არ შემიძლია, ისევ მეორე ნახევარი მყავდეს და მასთან ერთად ვიცხოვრო. ბოლო დროს მარტოობას შევეჩვიე და ამით თავს კომფორტულად ვგრძნობ. გაუცხოება დამემართა და ვერ წარმომიდგენია, ვინმესთან ერთად ვიცხოვრო.

– პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ალბათ, იმაზეც დაფიქრებულხარ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელსაც საკუთარ ბედს დაუკავშირებ.

– კი, რა თქმა უნდა, მიფიქრია. მამაკაცს, რომელსაც ჩემს ბედს დავუკავშირებ, უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, იყოს ერთგული, სერიოზული და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, რადგან მე ეს ნაკლებად მაქვს. უფრო მეტი იუმორი ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი იქნებოდა. ძალიან მიყვარს, როცა მამაკაცს იუმორის გრძნობა აქვს. კიდევ რა... რაც, ყველაზე მთავარია, მამაკაცის გვერდით დაძაბული არ უნდა ვიყო და არანაირი შეზღუდვა არ უნდა მქონდეს, ამას ვერ ვიტან. მამაკაცის გვერდით არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რის გამოც შენიშვნას მივიღებ მისგან. ნამდვილად ვერ გავჩერდები ისეთი ადამიანის გვერდით, რომელთანაც დაძაბული ვიქნები.

– არც შენ დაძაბავ მამაკაცს?

– მე ქალი ვარ და აქედან გამომდინარე, ქალები უფრო ვძაბავთ კაცებს პატარ-პატარა რაღაცეებით. თუ საბაბს არ მომცემს, ვეცდები, რომ არ დავძაბო.

– ეჭვიანი ხარ?

– ისე, თუ ცუდ ხასიათზე და შარზე ვარ, შეიძლება უაზრობაზე ვიჩხუბო, მაგრამ თუ არავინ არაფერს დამიშავებს და ეჭვიანობის საბაბს არ მომცემს, გიჟი კი არ ვარ. ტყუილად ავიშალო ნერვები ეჭვიანობით.

– როცა შენზე ეჭვიანობენ?

– მაგას ვერ ვიტან. ეგ არის ყველაზე საშინელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეჭვიანობის საბაბს არანაირად არ ვაძლევ ადამიანს. აქედან გამომდინარე, მცირედი ეჭვიანობაც შეურაცხყოფის ტოლფასია ჩემთვის. ვერაფრით ავიტან ამას.

– მაშინ რას იზამ თუ შენი საყვარელი მამაკაცი ერთ მშვენიერ დღესაც ეჭვიანი გახდა?

– აუ, რას ამბობ, არ ვიცი რა მოხდება. ალბათ, ერთად აღარ ვიქნებით. შეზღუდვა და დაძაბვა არავისგან არ შემიძლია.

– რას შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?

– ყველაზე ძალიან უსამართლობა, უმადურობა და ამბიციურობა მაღიზიანებს. ტყუილი ხომ, თავისთავად, მეზიზღება.

– ზოგი ამბობს, რაღაც დოზით ადამიანში აუცილებელია ამბიცია, რადგან სხვებმა ისწავლონ მისი დაფასებაო.

– ეს მართლა ასეა. ამბიცია ჩემშიც არის და მეც ვარ რაღაც დოზით ამბიციური. მთავარია, საკუთარი ამბიციის და გრძნობების გაკონტროლება შეგეძლოს.

– ლიზა თუ მღერის?

– ისე რა. რომ გითხრა, ლიზას საერთოდ არ აქვს სმენა-მეთქი, არა. მაგრამ, მის ასაკში მე ჰიუსტონის სიმღერებს ვმღეროდი.

– გინდა, რომ დედის კვალს გაჰყვეს და ისიც მომღერალი გახდეს?

– თუ იმღერებს, კარგი იქნება, მაგრამ საერთოდ, მინდა, აბსოლუტურად სხვა პროფესიის იყოს და არა ხელოვანი. ჩემი აზრით, ეს უფრო კარგი იქნება.

– თამთა, პროფესიით მსახიობი ხარ და ერთი პერიოდი, თეატრში მუშაობის სურვილიც გქონდა, შესაბამისად. ახლა რა აზრზე ხარ?

– „თავისუფალ თეატრშიც” აღარ ვარ, წამოვედი და სხვაგანაც არ მივსულვარ. ბოლო დროს დავიწყე ამაზე ფიქრი და მინდა, ისევე როგორც ყველა მსახიობი, მეც მივიდე ქასთინგზე და ბედი ვცადო.

– ერთი პერიოდი სერიალ „ჩვენი ოფისის” პერსონაჟი იყავი.

– ნახევარი წელი ვმუშაობდი ამ სერიალში, რისთვისაც ქასთინგი არ გამივლია. დამირეკეს და მივედი, დამტკიცებული ვიყავი როლზე. სხვა სერიალებში რამდენჯერმე გავიარე ქასთინგი და ხანდახან მირეკავენ.

– „შუა ქალაქიდან” რომ დაგირეკონ და გითხრან, რომ ყოფილი მეუღლის, ანუ სანდრო მახარაძის შეყვარებული უნდა განასახიერო.

– არ არსებობს (იცინის), ასეთი რამ არ მოხდება.

– ანუ, უარს იტყვი?

– აუ, არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან სასაცილო იქნება. მე მგონი, რეიტინგი დაუვარდება „შუა ქალაქს” ამის შემდეგ.


скачать dle 11.3