კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე უთხრეს მერილ სტრიპმა და ჯესიკა ლანჟმა უარი დათო გომართელს და რომელ ქალაქში უჩერდება გული მას ლამაზი ქალების დანახვისას


მომღერალ დათო გომართელს ნამდვილად გაუმართლა, – მოგზაურობის მოყვარულმა უამრავ ქვეყანაში დადგა ფეხი, თავგადასავალიც მრავლად გადახდა თავს და საინტერესო ამბებიც ბევრი აქვს მოსაყოლ-გასახსენებელი. უცხო მხარეში ჩასული ცდილობს, ყველაფერი ნახოს, დრო ფუჭად არ დაკარგოს და არც მეგობარ-ნაცნობებისთვის ავიწყდება საჩუქრების შეძენა.



დათო გომართელი: მოგზაურობა ძალიან მიყვარს და თუ ადამიანს საშუალება აქვს, აუცილებლად უნდა იმოგზაუროს. არ აქვს მნიშვნელობა, მაინცდამაინც უცხო მიწაზე დადგა ფეხი, საქართველოშიც უამრავი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილია. მის მოსანახულებლად, ქალაქიდან თუნდაც ორი-სამი დღით გასასვლელად, დასასვენებლად ან უბრალოდ, განტვირთვისთვის, აუცილებლად უნდა გამონახო დრო კაცმა. თავგადასავლებიც ძალიან მიყვარს და ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბევრი ამბავი მაქვს გასახსენებელი. თვითმფრინავით და მატარებლით მგზავრობა ძალიან მიყვარს. მოკლედ, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ახლა მათი ჩამოთვლა გამიჭირდება. შემიძლია გითხრათ, სად არ დამიდგამს ფეხი. ესენია: ბრაზილია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა. ევროპის ყველა ქვეყანა შემოვლილი მაქვს, ტაილანდშიც ვიყავი და ამერიკაშიც. აზიური და ექსტრემალური ქვეყნები არ მიყვარს, უფრო დალაგებულ და კომფორტულ ქვეყნებს ვამჯობინებ. არ მაქვს სურვილი ინდოეთში ან ეგვიპტეში ვიმოგზაურო. მართალია ამბობენ, მისტიკური ქვეყნებია, მაგიური და უძველესი კულტურისო, მაგრამ, რა ვქნა, მე ამ ყველაფერს, კულტურული დასვენება მირჩევნია. ასე რომ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტს. ინდოეთში გავლით ვიყავი და ისეთი ბინძური ქუჩებია, იქ გავლა არ მომინდა. ახლახან კი ჩემი მეგობარი წავიდა აფრიკაში და დავირუსდა. ასეთ რამეებს, ნამდვილად ვერიდები. გველის კბენა, ბედუინებისგან მოტყუება და დავირუსება მინდა? თან, ისეთ ასაკში ვარ, მსგავსი თავგადასავლები აღარ მიზიდავს.

– გასამგზავრებლად რომ აპირებ წასვლას, მოსამზადებლად დიდი დრო გჭირდება?

– ადრე, იმდენ რამეს ვტენიდი ჩემოდანში, ძლივს ვკეტავდი. რომ მახსენდება, მეცინება (იცინის). თანაც, იქიდან უმეტესობას არ ვიცვამდი. ახლა ბევრი ტანისამოსი არ მიმაქვს. იმ ნივთებს ვალაგებ, რაც აუცილებლად მჭირდება. არც დიდ დროს ვანდომებ მომზადებას. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს, სანამ წავა, სამი-ოთხი დღით ადრე იწყებს ჩემოდნების ჩაბარგებას. მე ასეთი ტიპი არ ვარ. ჩემთვის მთავარია, ჰიგიენის საშუალებები და საჭირო ტანსაცმელი ჩავალაგო ჩემოდანში. თან, როცა სამოგზაუროდ მივდივარ, არასდროს მავიწყდება და სულ თან მიმაქვს, წმიდა დავითის ხატი.

– ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ მოახდინა შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

– ტაილანდი, მართლაც საოცრებაა და ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა-ქვეყანა იყო. საერთოდ, ძალიან მიყვარს ევროპა. იტალია მომწონს და ამერიკამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნიუ-იორკი მართლაც თავისუფალი, საოცარი და თავისებური სტილის ქალაქია. ერთადერთი დისკომფორტი ამ ქვეყნის ის არის, რომ შორსაა, სხვა გალაქტიკაზეა და აბსოლუტურად სხვა ცხოვრების სტილია. იქ რომ შოკი არ მიიღო, ისე ვერ გადარჩები (იცინის). ყველა ადამიანს თავისი პრინციპი, დამოუკიდებელი ცხოვრება და სამუშაო გრაფიკი აქვს. ამერიკაში თუ ცხოვრობ, არ გაქვს უფლება წამით მოეშვა და ჩამორჩე მისი ცხოვრების რიტმს.

– ამერიკაში ძალიან ბევრი კაზინო და გასართობი კლუბია. იქ თუ დადიხარ?

– კაზინოში სიარული არ მიყვარს, თუმცა იქ რომ არ შეხვიდე, არ არსებობს. მონტე-კარლოში ვიყავი და კაზინოში მეგობრებთან ერთად წავედი, თუმცა მივხვდი, რომ იქ დაძაბულად ყოფნას და დროის ხარჯვას, ჯობდა, კარგ გარემოში მხიარულად და საინტერესოდ გამეტარებინა დრო. უცხო მხარეში სულ სხვა საქმეა კლუბებში გართობა. არ დამავიწყდება, მეგობარმა გეების კლუბში წამიყვანა. სანამ წავიდოდით მკითხა, არ გაინტერესებს? წავიდეთ და ნახე რა ხდებაო. ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი. სხვათა შორის, ეს კლუბი მარტო გეებისთვის კი არ არის. იქ გეების გარდა, შეყვარებული წყვილები და ლესბოსელებიც ვნახე. ისეთი გოგონები ვნახე ამ კლუბში, დღესაც თვალიდან არ ამომდის (იცინის). ასე რომ, სულაც არ არის აუცილებელი, გეი-კლუბში მიხვიდე და მამაკაცებს დაუწყო ყურება. მე გოგონებთანაც კარგად გავერთე და მოვილხინე.

– დათო, რადგან ქალებზე ჩამოვარდა საუბარი, მოდი, ალალად მითხარი, რომელი ქვეყნის ქალებმა მოგხიბლეს თავისი შარმით, იდუმალებითა და სილამაზით?

– მე ერთს გეტყვით, კაი რუს ქალს ვერავინ შეედრება. საერთოდ, ეს აღიარებულია, რომ რუსებს მასობრივად ლამაზი ქალები ჰყავთ. ეს მე არ მომიგონია და მარტო მე არ შემინიშნავს. კიევში, ქუჩაში რომ გავედი, იმდენი ლამაზი გოგო დადიოდა, კინაღამ ჭკუიდან გადავედი და გული გამისკდა (იცინის). ლამაზი ქალები, რასაკვირველია იტალიაშიც, ამერიკაშიც და საფრანგეთშიც არიან, ამდენი ერთად კიევში რომ დადიან, არსად შემხვედრია. იქ თუ არიან ლამაზმანები, ისინი თავისი მაგარი მანქანებით, პატრონებით და პროტეჟეებით დადიან, კიევში კი მეტროში, ქუჩაში, მაღაზიაში, ყველგან მარტო და თავისუფლად მიდი-მოდიან. ასე რომ, ევროპის ვერც ერთ ქალაქში ვერ შეხვდებით იმდენ ლამაზ ქალს, როგორც უკრაინასა და რუსეთში. კი ამბობენ პარიზი სიყვარულის ქალაქიაო, მაგრამ ვფიქრობ, ამის თქმის საშუალებას ის იძლევა, რომ იქ მაქსიმალური კომფორტი გხვდება. ეს კი ხელს გიწყობს თავი კარგად იგრძნო. სამხრეთ იტალიელები კი ნამდვილად ჰგვანან ქართველებს, თავიანთი ხასიათით, ტემპერამენტით, გემოვნებით და ვიზუალურად. ნიუ-იორკში ძალიან უშუალო ხალხი ცხოვრობს და ეს ძალიან მხიბლავს მათში. ბევრი ვარსკვლავი თავისუფლად დადის ქუჩაში და გამვლელებსაც თბილად ესაუბრება. ერთხელ, ნიუ-იორკში, ქუჩაში შემხვდა მერილ სტრიპი და ჯესიკა ლანჟი. იდგნენ და საუბრობდნენ. მივედი და მივესალმე. გამიღიმეს. გავუბი საუბარი, მე საქართველოდან ვარ-მეთქი. ბოლოს, ვთხოვე სურათის გადაღება, მაგრამ უარი მითხრეს, შვებულებაში ვართ და ფორმაში არ ვართ, ამიტომ, ბოდიშიო. ზოგი კი არც გამოგხედავს ისე ჩაგივლის, დალაპარაკებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. რამდენიმე წლის წინ კი კანარის კუნძულებზე ვიყავი და იქ იყო ჩამოსული ფრანგი მსახიობი, კატრინ დენევი, ახლოს არ მიგვიკარა. თავი ისე ეჭირა, სურათის გადაღებას ვაკადრებდი? ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს, რას ვიზამთ. ამიტომ ვამბობ, ამერიკაში, მიუხედავად თავისი სტატუსისა, უშუალო, ლაღი და ადამიანური ხალხი ცხოვრობს-მეთქი. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ნიუ-იორკში ან იტალიაში. ისე, ყველაზე უცნაური და „გარეკილი სასტავი” ამერიკაში ვნახე. მოდიან და თავისთვის საუბრობენ, არ აინტერესებთ, ვინ რას იტყვის მათზე.

– ვიცი, გურმანი ხარ. ეგზოტიკური საკვები თუ დააგემოვნე და როგორ შეირგე?

– მართალია, გურმანი ვარ და ვცდილობ, უცხო მხარეში იქაურ სამზარეულოსაც გავუსინჯო გემო. ბაყაყი პარიზში დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა. გველი კი ნამდვილად არ მიჭამია. ჩემი აზრით, უცხო მხარეში რომ ჩახვალ, ყველაფერს უნდა გაუსინჯო გემო.

– „შოპინგებზე“ თუ დადიხარ?

– რასაკვირველია, დავდივარ და სულ ვცდილობ, მეგობრებს, ნაცნობებსა და ოჯახის წევრებს პატარ-პატარა საჩუქრები ჩამოვუტანო. ბოლოს პარიზსა და პრაღაში ვიყავი და იმდენი რამ ვუყიდე ჩემს პატარა დარიას, ვერ ჩამოგითვლით. ისეთ ასაკშია, ყველაფერს აკვირდება და ყურადღებით აღიქვამს. ამას წინათ, ფეხსაცმელები ვუყიდე. ისე მოეწონა, ფეხზე კი არ ჩაიცვა, ხელში დაიჭირა, იღლიაში ამოიჩარა და ისე დადიოდა (იცინის). ახლა, ძირითადად, მისთვის უფრო მეტ რამეს ვიძენ უცხოეთში, ვიდრე ჩემთვის. პირველად მივდივართ დასასვენებლად მე და ჩემი შვილი დედიკოსთან ერთად თურქეთში და ეს მისი პირველი გასვლაა უცხოეთში. საცურაო კოსტიუმი მისმა ნათლიამ ჩამოუტანა პარიზიდან, რომ ჩავაცვით, ისეთი სასაცილო იყო... ვნახოთ, როგორ მოეწონება იქ დასვენება და ჭყუმპალაობა (იცინის).


скачать dle 11.3