კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მთვარის ნატეხი“, კუჭაშლილი კონტრაბანდისტი და უკანალიდან გამოტყორცნილი ბრილიანტი


„მთვარის ნატეხი“

სამოციანი წლების დასაწყისში მოსკოვის უშიშროების სამმართველოში გამამწესეს სამუშაოდ და ჩემი პირველივე საქმე, რომელიც ცნობილ „მთვარის ნატეხს“ ეხებოდა, კურიოზულად წარიმართა.

„მთვარის ნატეხი“ ცნობილი 12-კარატიანი ბრილიანტი იყო, რომელიც ერთ-ერთი კერძო კოლექციიდან დაიკარგა და ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში, კერძოდ, დანიაში უნდა გაეტანათ. ჩვენ არც ქურდი გვყავდა დაკავებული და არც ბრილიანტის ადგილსამყოფელი ვიცოდით, მაგრამ დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ ქვა დანიაში უნდა წაეღოთ. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი დანიელისთვის თვალყურის დევნება დაგვავალა და თუკი რამე საეჭვოს შევამჩნევდით, უნდა დაგვეკავებინა. ის მოსკოვში ორი დღის ჩამოფრენილი იყო და შემდეგ ლენინგრადიდან ჰელსინკში უნდა გამგზავრებულიყო ავტობუსით.

– ამ სუბიექტს კარგად ადევნეთ თვალი და როგორც კი ბრილიანტს გადასცემენ, შეიპყარით, – გვითხრა პოდპოლკოვნიკმა კაჩურამ, რომელიც ჩვენს განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

დანიელი მოსკოვში ბევრს მოძრაობდა და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა, თუმცა არავის ეკონტაქტებოდა. საღამოს, როდესაც ძაღლებივით დაღლილები და მშივრები ვიყავით, დანიელმა ერთ-ერთ მოქალაქეს რაღაც ჰკითხა. როდესაც პასუხი მიიღო, ხელი ჩამოართვა და გზა განაგრძო.

ერთი ოპერი გვყავდა, გვარად ბალბესოვი. გვარიც თავისი შესაფერისი ჰქონდა და მაინცდამაინც არც გონება უჭრიდა. დაინახა თუ არა ხელის ჩამორთმევის მომენტი, იღრიალა:

– აი, ნამდვილად ბრილიანტი გადასცეს დანიელს და დავაპატიმროთო.

დანიელი არ დაგვიპატიმრებია, რადგან ფაქტი რომ არ აღმოჩენოდა, სკანდალს ვერ ავცდებოდით. თუმცა, იმავე ბალბესოვის დაჟინებული მოთხოვნით, რესტორან „კავკაზში“ ვახშმობის დროს, მზარეულმა საცივში ძლიერმოქმედი კუჭის ასაშლელი საშუალება შეურია.

10 წუთის შემდეგ დანიელს კუჭი აეშალა, ექიმებს გამოუძახეს და ჩვენც თეთრი ხალათებით მივედით რესტორნის მედპუნქტში. ბალბესოვის აზრით, ამ ხრიკის მიზანი დანიელის გაშიშვლება იყო. ის ფიქრობდა, რომ დანიელმა ბრილიანტი ტანსაცმელში ან სულაც სხეულში დამალა. დანიელის ტანსაცმელიც შევამოწმეთ და მისი სხეულიც, მაგრამ ბრილიანტი ვერ აღმოვაჩინეთ. დანიელს ნაწლავები დაუავადდა და ფაღარათი ისე გაუმიზეზდა, ჰელსინკის ნაცვლად კლინიკაში მოხვდა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

რაც შეეხება „მთვარის ნატეხს“, ის ბალბესოვმა იპოვა – ეს ძვირფასი ნივთი დანიელის უკანალიდან გამოიღო.

პოლკოვნიკ მერაბ ხობუას


скачать dle 11.3