სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1940 წელი
30 აგვისტოს ბაღდადში ერთმანეთთან დაპირისპირებულ შიიტებსა და სუნიტებს შორის საშინელი შეტაკება მოხდა. ამ ორი რელიგიური დაჯგუფების 400-მდე წარმომადგენელმა ერთმანეთს ერთ-ერთი მეჩეთის წინ წვეტიანი ქვები და მძიმე საგნები დაუშინეს. შემდეგ კი ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ და ოთხსაათიანი შეტაკება რომ დასრულდა, მეჩეთის წინ 370 ადამიანის დამახინჯებული ცხედარი დარჩა.
31 აგვისტოს ოკუპირებული ვენის ერთ-ერთ უბანში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, „ესესელები“ შეიჭრნენ. მათ ჯერ მშვიდობიანი მოსახლეობა გაძარცვეს, შემდეგ 25 ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ქუჩაში გამოიყვანეს და ადამიანებზე დაგეშილ ძაღლებს დააგლეჯინეს.
2 სექტემბერს რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციული მოტოკროსის დროს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ერთ-ერთ მოტოციკლს ბენზინის ავზი აუფეთქდა და 9 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა. ამის გამო, რიოს მოტოკროსში მონაწილეთა რაოდენობა მკაცრად შეამცირეს და მასში მხოლოდ პროფესიონალებს უშვებენ.
60 წლის წინათ – 1950 წელი
30 აგვისტოს იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის სოფელ კოვში 11 შეიარაღებული ნაციონალისტი შეიჭრა. ისინი ვინმე კომუნისტი კოშიტოს ადგილსამყოფლის გამხელას სთხოვდნენ გლეხებს. თუმცა, გლეხებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ და გააფთრებულმა ნაციონალისტებმა 30 გლეხი ბრინჯის ქვეშ ცოცხლად დამარხეს.
2 სექტემბერს ოკლაჰომის პოლიციამ 36 წლის ჯინჯერ სკოტი დააპატიმრა და მას 9 ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაუყენა. მებუფეტე ქალი მანიაკი-მკვლელი იყო. მას ბავშვობაში უმძიმესი ინფექციური დაავადება ჰქონდა გადატანილი. პირომანიით იყო დაავადებული და თავის მსხვერპლს ჯერ თიშავდა, შემდეგ კი ბენზინს ასხამდა და ცოცხლად წვავდა. მანიაკი შეურაცხადად ცნეს, საგიჟეთში მოათავსეს, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.
3 სექტემბერს რუსეთის ქალაქ სარატოვის საავიაციო პოლიგონზე აუხლესი სამხედრო თვითმფრინავის გამოცდა მიმდინარეობდა და პილოტმა, რომელიც „მკვდარ მარყუჟს“ ასრულებდა, გონება დაკარგა. ამის შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდა და 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
50 წლის წინათ – 1960 წელი
30 აგვისტოს „მურმა“ 41 წლის ანატოლი კოლივანოვი დააპატიმრა, რომელიც პროფესიით ინჟინერი იყო და მილიციამ ის 19 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. კოლივანოვი თავის მსხვერპლს ჯერ აუპატიურებდა, შემდეგ ანაწევრებდა და ნაწილებს სამშენებლო ობიექტის კედლებში ატანდა. მანიაკი გაასამართლეს და ბუტირკის ციხეში დახვრიტეს.
4 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ კოლეჯში მოსწავლეთა საკალათბურთო პირველობის ფინალური მატჩი იმართებოდა. ორიათასკაციანმა დარბაზმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. 400 გულშემატკივარი გამჭვირვალე სახურავზე მოთავსდა და ამის გამო ჭერი ჩაინგრა. 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
5 სექტემბერს მოსკოვში ლომონოსოვის უნივერსიტეტის სახურავზე ამძვრალმა 43 წლის ფილოსოფიის ლექტორმა მაქსიმე პროშკინმა ქუჩაში 2 ცალი ხელყუმბარა გადააგდო. ამის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10 დაიჭრა და თავად პროშკინი კი სახურავიდან გადახტა და ფილაქანზე დაენარცხა.