შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 10 მაისს, დილის 9 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, სადაც შეხვალთ, სტაბილურობა შეიტანოთ. ეს ეხება როგორც სამსახურსა და ოჯახს, ისე სამეგობრო წრესაც. ირგვლივ სიმშვიდესა და ჰარმონიას უნდა აფრქვევდეთ და არა აგრესიას და დეპრესიას. უნდა დაეყრდნოთ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფულობას, და მოთმინებას. მოთოკეთ საკუთარ თავში ნეგატიური თვისებები, კერძოდ, სიჯიუტე და სიზარმაცე.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 17 ივლისს, ღამის საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო აპარატის ზემაღალი სტრუქტურები, ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო საქმიანობა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, სამასაჟო საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია და სტომატოლოგია. ასევე, გასართობი ინდუსტრია, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 5 ივლისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რა საქმიანობაში მელის წარმატება?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: პედიატრია, რეანიმატოლოგია, ფსიქოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო ორგანიზაციები, საგადასახადო ინსპექცია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია. უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები, თურქეთი, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვეციის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა და უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 13 მარტს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიებში გამიმართლებს სამომავლოდ?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, ასევე, წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები; დაეყრდენით სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების. საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველ-გადამანაწილებელი. პროფესიებიდან კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო ფართო სპექტრი, პოლიტიკის სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1976 წლის 24 იანვარს, დილის საათებში. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელი პროფესიაა მისთვის უფრო წარმატებული?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმე, ფსიქოთერაპია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, რეანიმატოლოგია, ფსიქიატრია, ხალხური მედიცინა, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები, სამართალდამცავი სტრუქტურები. ამ სფეროებში მას მეტი წინსვლის უნარი აქვს.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 20 ივნისს. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში გაუმართლებს სამომავლოდ?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა. მეტი სერიოზულობით მიუდგეს საქმეს, გამოავლინოს პასუხისმგებლობა, იყოს მუდამ მოწესრიგებული. ნებისმიერ დეტალს მიაქციოს ყურაღდება, სადაც საჭიროა, გამოავლინოს არასტანდარტული მოქმედება და სპონტანური იმპროვიზაცია. იყოს დემოკრატი, დაიცვას სხვისი უფლებები. დაეყრდნოს ინტუიციას და გამოავლინოს დიპლომატია ურთიერთობებში. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღებია დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე.