შეუძლია თუ არა დედას არასწორი საქციელით შვილს აურა დაუზიანოს და რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში მობილური ტელეფონის არასწორად გამოყენება
დღეს მობილური ტელეფონი ნებისმიერი ადამიანისთვის განუყოფელი და საჭირო ატრიბუტია. ხანდახან, გვიკვირს კიდეც, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მის გარეშე, როგორ აგვარებდნენ საქმეებს, როგორ ეკონტაქტებოდნენ შორ მანძილზე ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი რაისა ამბობს, ეს, ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი, თურმე ძალიან საშიშია და შეუძლია, ადამიანი ისე დააზიანოს, შემდეგ მისი შველა ვერავინ შეძლოს.
რაისა: დამეთანხმებით, ძნელია ადამიანმა წარმოიდგინო დღევანდელი ყოფა, მობილური ტელეფონის გარეშე. მაგრამ, მისი არასწორი ხმარება და გამოყენება, თუნდაც შენახვა, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ამაზე, ალბათ, არც კი ფიქრობთ და მეტყვით, ეს იმდენ საქმეს მიკეთებს, ისე მეხმარება და იმდენად შევეჩვიე, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროო. მართალია, ტელეფონი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უეჭველად საჭირო და აუცილებელი ნივთია, მაგრამ დაფიქრდით, ის რომ მავნე არ იყოს ჯანმრთელობისთვის, ამდენს დაწერდნენ უცხოურ პრესაში? არც მისი ადამიანზე ზემოქმედების კვლევას დაიწყებდნენ ასე საფუძვლიანად.
– როგორც ვიცი, პირადად თქვენც იყავით მსგავს კვლევაში ჩართული. საბოლოოდ რა გაარკვიეთ?
– ძალიან ბევრი რამ გავარკვიე და ვერც კი წარმოვიდგენდი მანამდე, რომ ასეთი საშიში და ზიანის მომტანი იყო მობილურთან ადამიანის ახლო კონტაქტი. მოკლედ, ახდენდა თუ არა მობილური ტელეფონი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით ზემოქმედებას, ამ საკითხით მეც დავინტერესდი და დავიწყე საფუძვლიანი კვლევა. გადავწყვიტე, ის სპეციალური აპარატის საშუალებით შემემოწმებინა, რომ გამერკვია როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე და ზოგადად კი, მისი ვიბრაცია ადამიანის აურაზე.
– რითი აწარმოებდით ამ დაკვირვებებს, რაიმე სპეციალური აპარატურა არსებობს?
– გაზომვას ვაწარმოებდი ბიოლოკაციის მეთოდებით მობილური ტელეფონების სხვადასხვა მოდელებზე. გავარკვიე, რომ ნებისმიერი მოდელის მავნე გამოსხივება ვრცელდება – გამორთულ მდგომარეობაში 0,6 სანტიმეტრ რადიუსში, ჩართულ და მუშა მდგომარეობაში კი – ერთი მეტრიდან, მეტრ და 40 სანტიმეტრამდე. მისი ზემოქმედების ხასიათი ადამიანის აურაზე ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედების ტოლფასია.
– ეს როგორ გავიგოთ?
– როგორ და, მობილური ტელეფონი იწვევს ადამიანის აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასზე და ეს, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გიდევთ ტელეფონი. ზოგჯერ უეცარი ტკივილი ეწყება ადამიანს სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, ექიმმაც ვერ დაადგინოს – რა მიზეზით არის ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი გამოწვეული. მაგალითად, თუ მობილურ ტელეფონს გულის ჯიბით ატარებთ, მაშინ გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია, თუ ქამარზე გაქვთ მარჯვენა მხარეს მიმაგრებული და ასე მამაკაცების უმრავლესობა დადის ქუჩაში, მაშინ იწყება საშარდე ბუშტის ტკივილი. თუ მამაკაცი მობილურ ტელეფონს ჯიბით ატარებს, მაშინ აუცილებლად შეექმნება პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ნორმალური აურის მქონე ადამიანი, ანუ, როცა ის სამოც სანტიმეტრს აღემატება, ამ ზემოქმედებას, ტელეფონის ტარებიდან დაახლოებით, ექვსი ან ერთი წლის შემდეგ იგრძნობს. აურის გასაფართოებლად კი აუცილებელია, ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს და გაუგებრობებს ადვილად აარიდოთ თავი.
– ეს კურსები, სახლის პირობებში, როგორ უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, ისე რომ, შედეგს მიაღწიოს, აურაც გაიფართოვოს და საფრთხეც აიცილოს თავიდან?
– ამისთვის საკმაოდ მარტივად გასათვალისწინებელი რჩევები და იოლი ვარჯიშებია საჭირო. ადამიანმა თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა დაჰყო. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები, უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ”. ამის შემოწმება ბიოლოკაციური ჩარჩოს მეშვეობითაა შესაძლებელი. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველამ, გაშალეთ პლედი მიწაზე და წამოწექით – უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს, განიტვირთეთ. მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები. ეს ემოცია, კი მერწმუნეთ, დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი გამოსხივებისგან. საერთოდ, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება.
– ამბობენ, ადამიანს გარკვეული პოტენციალი დაბადებისთანავე დაჰყვებაო. ეს მართალია?
– რასაკვირველია, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი. შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. არის ასევე შემთხვევები, როცა ადამიანს 5-6 დიამეტრის სისქის აურა აქვს. საერთოდ, რაც უფრო გრძელია ველი, უარყოფით ენერგიას მეტ წინააღმდეგობას უწევს და ისიც სხეულში ძნელად აღწევს. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ, – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს. შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ. მინდა, ყველას გასაგონად ხმამაღლა ვთქვა და გავაფრთხილო, რომ იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ილანძღებიან და კამათობენ, შვილსაც უზიანდება აურა. ზოგჯერ ადამიანი სხვასთან ურთიერთობის შემდეგ, იფიტება, ილახება, გრძნობს სისუსტეს და ეწყება თავის ტკივილი. ეს სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ თქვენს აურაში ენერგოვამპირი შემოიჭრა და დააზიანა.
– ამ დროს რა მოვიმოქმედოთ, რომ უკეთ გავხდეთ და თავი დავაღწიოთ ენერგოვამპირისგან გამოწვეულ სისუსტეს?
– ამ დროს უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი, ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდი და მექანიზმია. სხვათა შორის, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შესაძლოა, შვილის აურის დაბინძურების მიზეზი მშობელი დედაც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ დედას ვინმე ბოროტმა ჯადო გაუკეთა, ის შვილზეც გადადის და შესაბამისად, მისი აურის დაზიანებასაც გამოიწვევს მომავალში. საერთოდ, როცა ოჯახის რომელიმე წევრზე რაიმე ცუდი კეთდება, ის სხვა წევრზეც შეიძლება გადავიდეს და დაიწყოს მოქმედება. დაბინძურებულმა აურამ, შესაძლოა ასევე, ადამიანს ის ორგანო დაუავადოს, რომელიც შედარებით სუსტი აქვს. ძლიერ დაზიანებული ორგანოს გამოჯანმრთელება კი შეიძლება, აურის გაწმენდის შემდეგაც ვეღარ მოხერხდეს, შესაბამისი სპეციალისტის მიერაც კი.
– ქალბატონო რაისა, ფიზიკური ჯადოს და საგვარეულო წყევლის გაუვნებელყოფა თუ არის შესაძლებელი?
– ამ შემთხვევაში იმასაც მნიშვნელობა აქვს, ადამიანს რა ფორმისა და სახის ჯადო აქვს გაკეთებული, სად არის დაბუდებული, ვის მიერ არის ეს ბოროტება ჩადენილი, რამდენი ხანია ის მოქმედებს ადამიანზე და ასე შემდეგ. აურის გასუფთავებით და გაძლიერებით მისი გაუვნებელყოფა ნებისმიერ ადგილზე ხდება, რადგან ძლიერი დამცავი შრე, ანუ აურა მას შიგნით არ უშვებს და ჯადოც ძალას კარგავს. რაც შეეხება საგვარეულო წყევლას, ეს იგივეა, რაც სასიკვდილო ჯადო. მისი გამოლოცვა და შედეგის შემსუბუქება, შეგიძლიათ კაკლის ლებნებით, წყლით და თაფლით. კერძოდ, კლებად მთვარეზე, ღამის თორმეტ საათზე ჯამი აავსეთ გამდინარე წყლით. დადგით ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარე დაჰყურებდეს. დილით კი, როგორც გაიღვიძებთ ჩაყარეთ მასში კაკლის ლებნები, ჩაასხით ცოტა თაფლი და ჩააწყვეთ მასში ხელის თითები. დახუჭეთ თვალები და არ იფიქროთ წარსულზე. იფიქრეთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ; ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას. ასევე, იფიქრეთ იმაზე, რომ იმდენად ძლიერი პიროვნება ხართ, წინაპართა საგვარეულო წყევლა თქვენზე ვერ იმოქმედებს; რომ სუფთა აურა გაქვთ და სპეტაკი ზრახვები გაქვთ სხვების მიმართ. შემდეგ ამოიღეთ თითები წყლიდან და თავზე დაიპკურეთ წვეთები. წყალი კი გარეთ გაიტანეთ და ხის ძირში დაასხით. დამეთანხმებით, ძალიან მარტივი რიტუალია. სამაგიეროდ, მისი გაკეთების შემდეგ, თავს მშვიდად, ძლიერად იგრძნობთ და ვერც საგვარეულო წყევლის შედეგი იმოქმედებს თქვენს წინსვლაზე. ეს გაიმეორეთ, ყოველთვე, როცა მთავარე კლებას დაიწყებს.