გია მურღულიას კოლექციიდან
ტიპი თევზაობს. მეორე მიუახლოვდა და ეკითხება:
– წყალი როგორია?
– ისეთია, რომ თევზებს ამოსვლა არ უნდათ...
***
– გუშინ ქარიყლაპია დავიჭირე, 72 კილოს იწონიდა!
– ეგ რა არის, გუშინ მდინარიდან ბრინჯაოს შანდალი ამოვიღე და რომ ამოვათრიე, სანთლებს ცეცხლი ეკიდა.
– 40 კილო რომ დავაკლო, სანთლებს ჩააქრობ?
***
– ექიმო, სიბნელეში ვერ ვიძინებ – ვერ ვიგებ, თვალები დავხუჭე თუ არა...
***
ჯარში ოფიცერი მიმართავს რიგითებს:
– „ტაბურეტკას“ ვინც ხმარობს – ერთი ნაბიჯი უკან!
ყველამ გადადგა ნაბიჯი უკან ერთის გარდა.
ოფიცერი ეუბნება:
– აი, ასეთი ვაჟკაცები უნდა ჰყავდეს ქვეყანას! შენ რა გქვია, ახალგაზრდავ?
– „ტაბურეტკა“...
***
თუ ქმარი არ მიდის ცოლთან, ცოლი მიდის მუჰამედთან.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– თქვენთვის კარგი ამბავიც მაქვს და ცუდიც.
– ცუდი რა არის?
– გუშინ მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფეხი მოგაჭერით.
– ვაიმე, და კარგი?
– არც მარცხენა ყოფილა მოსაჭრელი...
***
– მარო, რძალი გამაგადგა?
– რავი, მგონი ავადმყოფი შამამაპარეს – წუხელ მთელი ღამე კვნესოდა.
***
მარო მიხოს აღვიძებს
– ადეე, მიხო, მელამ ქათმები წაიღო!
– რამდენი?
– 8 ცალი.
– ვაა! სუმკით იყო ეგ შობელძაღლი?!
***
– შეხედე ჩემს კბილებს – როგორ მოგწონს?
– თოვლივით ქათქათაა.
– მეც მაგას ვამბობ. არადა, ოქროსი იყო.
***
– თქვენი დანახვა ერთი სიამოვნებაა, არდანახვა – მეორე...
***
კაზინოში კაცმა 80 000 მოიგო და დიდი „იგროკული” ყოყმანის შემდეგ გარეთ გამოვიდა – ამ ერთხელ მაინც შევირგებ მოგებასო. უცბად ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო – ეშმაკი იყო – დღეს მაგრად გიმართლებს და შებრუნდიო.
შებრუნდა. 27-ზე დადო – ეშმაკმა ჰკითხა რამდენიო? სულ? რას ამბობო? დიდი ამბის შემდეგ დადო და მოიგო 300 000. ახლა ზეროზე დადეო – ეშმაკმა, რას ამბობ – ზერო ათასში ერთხელ ამოდისო – კაცმა მაინც დაადებინა და კვლავ მოიგო – 1,5 მილიონი. კაცმა გაიხედა და დაინახა, რომ ეშმაკი სხვა მოთამაშესთან გადასულიყო, მივიდა. ახლა რაზე დავდოო? – ეკითხება. ეშმაკმა: წადი შენი ყისმათა დედაცო!
***
ორმა სვანმა ტაქსი გააჩერა:
– სამ კაცს არ მიგვიყვან დიდუბემდე?
– კი, მაგრამ თქვენ ხომ ორნი ხართ?
– როგორ, შენ არ მოდიხარ?!
***
მიტო თბილისის კორპუსში გადმოსახლდა. ზემოდან ხმაურიანი მუსიკა ესმის. ავიდა – რასა ხმაურობთ ამხელასო?!
– კონცერტი გვაქვს და რეპეტიციას გავდივართ. მალე მოვრჩებითო. 5 დღე გრძელდება ეს ამბავი. მუსიკოსებმა თქვეს: ჩავიდეთ ერთი, ვნახოთ, ის კაცი რას შვრებაო. ჩავიდნენ. კარი ღია იყო. შევიდნენ. დაინახეს – მიტო დგას ფანჯარასთან და ონანიზმით არის დაკავებული.
– რასა შვრებით, ბატონო? – მუსიკოსებმა ჰკითხეს.
– რეპეტიციას გავდივარ, დედა უნდა მ....თო – უპასუხა გაწვალებულმა მიტომ.