***
ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვდა:
– რამ ჩაგაფიქრა?
– რაღაც ამ ბოლო დროს თავს ვერ ვგრძნობ კარგად‚ მაგრამ რომ გამახსენდება‚ მე როგორ გავხდი ინჟინერი‚ ექიმთან მისვლის მეშინია...
***
შეუპოვარი ვარჯიშების შემდეგ ტანმოვარჯიშე ბ-მ‚ შეძლო სრულყოფილად დაუფლებოდა საკუთარ სხეულს და ამიტომ ახლა აღარავის სხეული აღარ აინტერესებს.
***
ალკოჰოლი – ეს ნარკოზია‚ რომელიც საშუალებას გვაძლევს‚ გადავიტანოთ მძიმე ოპერაცია‚ რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
***
ქმარი ბრუნდება მივლინებიდან და ცოლს საყვარელთან წაასწრებს:
– გამარჯობა‚ მე კარლო ვარ‚ გენერალური დირექტორი და ამ ქალბატონის ქმარი.
– მე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ.
***
– პატივცემულო‚ თქვენ ხშირად უნდა იბანაოთ‚ – უთხრა პაციენტს ექიმმა.
– მე ყოველდღე ვიღებ აბაზანას.
– ო‚ მაშინ აბაზანაში წყლის გამოცვლა მოგიწევთ ხშირად.
***
საავადმყოფოში ფეხმოტეხილი მამაკაცი მიიყვანეს:
– ეს როგორ მოგივიდათ?
– ვთამაშობდი...
– ა‚ ფეხბურთს...
– არა‚ კარტს.
– რაა?!
– ჩემი მეწყვილე ფეხით მანიშნებდა მაგიდის ქვეშ...