კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: მსურს, ჩემი შვილი, რომელიც მყავს პირველი ქმრისგან, გადავიყვანო მეორე ქმრის გვარზე. მჭირდება თუ არა პირველი ქმრის თანხმობა?

პასუხი: პირველი მეუღლის თანხმობა ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის. თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს. თუ ბავშვი 10 წელზე მეტისაა, მაშინ, საკმარისია ბავშვის თანხმობა.

კითხვა: მივდივარ უცხოეთში სამოგზაუროდ ერთ-ერთი ტურისტული ფირმის მეშვეობით. მაქვს თუ არა უფლება, თუ არ მომეწონა დაპირებული სერვისი, ჩამოსვლის შემდეგ მივმართო სასამართლოს სარჩელით ტურისტული ფირმის წინააღმდეგ და მოვითხოვო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

კითხვა: ადრე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას შემდეგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის – ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით. ახალი კოდექსი ასეთ სპეციალურ შემადგენლობას არ შეიცავს. დასჯადია თუ არა ქორწინების მიზნით ქალის მოტაცება?

პასუხი: დიახ, დასჯადია: ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ასეთი ქმედება ისჯება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი).

კითხვა: განქორწინების შემდეგ დედას ეკისრება შვილის აღზრდა თუ მამას?

პასუხი: შვილების აღზრდის ყველა საკითხი წყდება მშობლების ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს სასამართლო გადაწყვეტს მშობლების მონაწილეობით.

კითხვა: როგორია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურება, არასრულწლოვანის მიმართ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ან გამოსასწორებელი სამუშაოების დანიშვნის დროს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა უნდა დაენიშნოს ოციდან ას სამოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისგან ან ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს. სასჯელის ვადა, თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისთვის, არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე – დღეში სამ საათს. რაც შეეხება გამასწორებელ სამუშაოებს – არასრულწლოვნებს ენიშნებათ ორი თვიდან ერთ წლამდე ვადით.

კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს ჩამორთმეული ჰქონდა მშობლის უფლება შვილის მიმართ. შვილი გარდაიცვალა. აქვს თუ არა მემკვიდრეობის უფლება მამკვიდრებელს სამკვიდრო ქონებაზე.

პასუხი: არ აქვს, რადგან კანონით, უფლებაჩამორთმეული მშობელი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც აქვს ჩამორთმეული მშობლის უფლება.

კითხვა: საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირებულ ინდმეწარმესთან გავაფორმე ოფიციალური ხელშეკრულება სააგარაკე სახლის მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის დამთავრების ბოლო ვადა უნდა ყოფილიყო 2009 წლის 15 სექტემბერი. ხელშეკრულებას, როგორც მიღებულია, თან დავურთეთ სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ურთიერთშეთანხმებული ხარჯთაღრიცხვა. მის საფუძველზე საერთო ღირებულებამ შეადგინა 44 700 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო წინასწარ, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. საერთო ჯამში, მშენებელს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხიდან ხელზე მიღებული აქვს ნაღდი ფული 36 200 (ოცდათექვსმეტი ათას ორასი) ლარი. მის მიერ გაწეული სამშენებლო სამუშაოების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 32 400 ლარი. მშენებლობა დაუმთავრებელია დღესაც. ამრიგად, მშენებელმა დაარღვია ყველა ვადა და პირობა და ჩემი არაერთგზის მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, კონტრაქტორი უარს აცხადებს დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე აღნიშნულ სიტუაციაში?

პასუხი: მშენებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ამდენად, უნდა მიმართოთ სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოთ, თანხის ანაზღაურება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ დავა ხანგრძლივი იქნება. ის, ვინც არ ასრულებს ხელშეკრულებას, იმედი აქვს, რომ მოწინააღმდეგე დაიღლება ხანგრძლივი, დამღლელი პროცედურის გამო და უარს იტყვის საქმის წარმოებაზე. საქმის წარმოებისას, თქვენ ასევე, გექნებათ დამატებითი ხარჯები – სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატის დაქირავების ხარჯები.

კითხვა: თავისუფლდება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ბრალდებული დაზარალებულთან შერიგების შემთხვევაში?

პასუხი: ის, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება, გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაზარალებულთან შერიგების შემთხვევაში.

კითხვა: აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს საინჟინრო ექსპერტიზა?

პასუხი: დიახ, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია ექსპერტიზის დანიშვნა.

კითხვა: 90-იან წლებში ვმუშაობდი ერთ-ერთ თეატრში მხატვარ-დეკორატორად და გავაკეთეთ რამდენიმე სპექტაკლის დეკორაცია, კოსტიუმების ესკიზი. თეატრიდან წამოსული ვარ უკვე 7 წელია. ახლახან შევიტყვე, რომ ჩემი დეკორაციები გამოიყენება თეატრის ახალ სპექტაკლებში. ჰქონდა თუ არა უფლება თეატრის ხელმძღვანელობას, გამოეყენებინა დეკორაციები ჩემთან შეუთანხმებლად?

პასუხი: თუ თეატრის ადმინისტრაციას თქვენთან დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება და თქვენს ვალდებულებაში შედიოდა სპექტაკლების გაფორმება – დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზების შექმნა, თეატრის ადმინისტრაციას ეკუთვნის თქვენი ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რომელიც განპირობებულია დავალების შინაარსითა და მიზნით. მაგრამ, ამ დროს ავტორს უნარჩუნდება არაქონებრივი უფლებები და ჰონორარის მიღების უფლება. აქედან გამომდინარე, თეატრის ადმინისტრაცია ვალდებულია, ყველგან მიუთითოს დეკორაციების ავტორის სახელი და ყოველი სპექტაკლიდან გადაუხადოს მას კუთვნილი ჰონორარი.

კითხვა: საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე, კასატორმა წარმოადგინა დამატებითი საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურება, 500 ლარის ოდენობით. მოწინააღმდეგე მხარე კასატორის მოთხოვნას თანხის სიმცირის გამო დაეთანხმა. საკასაციო სასამართლომ კასატორს უარი უთხრა დამატებითი საკასაციო საჩივრის მიღებაზე, რამდენად კანონიერია ეს?

პასუხი: კანონიერია, რადგან დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

კითხვა: ნათესავმა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით, საკუთრებაში არსებული სახლი მეზობელს გადასცა იმ პირობით, რომ ის იკისრებდა ვალდებულებას, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველეყო იგი სათანადო კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით. მეზობელი გარდაიცვალა. საცხოვრებელ სახლში ცხოვრება განაგრძო მისმა მეუღლემ და სარჩენმა მემკვიდრემ სანოტარო კანტორაში შეიტანა განცხადება და სახლზე სამემკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. ნათესავმა, თავის მხრივ, მეზობლის ცოლს მოსთხოვა სარჩოს გადახდა, რაზეც უარი მიიღო. კანონიერია თუ არა უარი?

პასუხი: არ არის კანონიერი, რადგან მარჩენალის გარდაცვალებისას, რჩენის ვალდებულება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.


скачать dle 11.3