ამერიკელ გადამხდელთა ფული უცხოურ ბანკებში მოხვდა
ამერიკის ხელისუფლების მცდელობამ, გადაერჩინა ქვეყნის ფინანსური სისტემა, რის გამოც მას ლიკვიდურობის დიდი სივრცე მიეცა, ბევრი უცხო ქვეყნის ბანკი ასარგებლა. უპირველესად კი გერმანიისა და საფრანგეთის ბანკები. ასეთ დაკვნამდე მივიდნენ ამერიკის კონგრესის ფინანსური კომისიის, „ტარპის“ წევრები, კონგრესის კომისიამ გასულ კვირას გამოქვეყნა სპეციალური დასკვნა, სადაც მოცემებულია სადაზღვევო გიგანტის – „ეიჯის“ შემოწმების მონაცემები, რომელსაც სახელმწიფო ხაზინიდან, იმის გამო, რომ გაკოტრებას გადარჩენილიყო, 182 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. ამ თანხის დიდი ნაწილი კომპანიის პარტნიორების ანგარიშზე მოხვდა, მათ შორის უცხოურებშიც. იმ 83 ბანკიდან, რომლებიც არაპირდაპირ, მაგრამ მოგებულნი დარჩნენ ხელისუფლების ამ ნაბიჯის გამო, 43 უცხოური აღმოჩნდა. კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მოხვდა კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და საფრანგეთის ბანკებში. ყველაზე მეტი მოგება ამ ორი უკანასკნელი ქვეყნის ბანკებმა ნახა. მაგალითისთვის, ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალს“ 11,9 მილიარდი დოლარი ერგო, ხოლო გერმანულ „დოიჩე ბანკს“ – 11,9 მილიარდი დოლარი. ამერიკის ხელისუფლებას რომ საკმარისი ცნობები შეეგროვებინა იმის თაობაზე, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტები მოიგებდნენ მისი დახმარების ხარჯზე, იმ ქვეყნის ხელისუფლებებისთვის უნდა მიემართა და ხარჯების გამოყოფა მოეთხოვა, – აღნიშნულია ანგარიშში.